• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 რამ, რაც Starbucks-ის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ

მარტი 4, 2024
in სიახლეები
3 რამ, რაც Starbucks-ის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ
გაზიარება

მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული ლოკაციების განსაცვიფრებელი რაოდენობით, Starbucks დღესდღეობით საყოველთაო ბიზნესს წარმოადგენს. 1971 წელს დაარსებული კომპანია წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა და ყავის საცალო ინდუსტრიის ლიდერად იქცა.

Starbucks-ის IPO (პირველადი საჯარო შეთავაზება) Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე 1992 წელს შედგა და მას შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 27,300%-ით არის გაზრდილი. თუმცა ისტორიული მაქსიმუმი, რომელსაც Starbucks-მა 2021 წლის ივლისში მიაღწია, აქციების ამჟამინდელ ფასს დაახლოებით 26%-ით აღემატება.

თუ ამ ცნობილ კომპანიაში ინვესტირებას განიხილავთ, გაეცანით 3 მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც Starbucks-ის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ.

  1. Starbucks-ის ზრდის გეგმები

ბოლო 12 თვის განმავლობაში Starbucks-მა $34.7 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა და ეს თანხა შესანიშნავად წარმოაჩენს კომპანიის მასშტაბებს. კიდევ უფრო შთამბეჭდავი ის არის, რომ ბიზნესი ამჟამად 80 ქვეყანაში 38,587 ლოკაციას ფლობს.

ამ მაჩვენებლებიდან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ, რომ კომპანიას დიდი ზრდის პოტენციალი არ გააჩნია. თუმცა უოლ სტრიტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო სამი ფისკალური წლის განმავლობაში შემოსავლის ნაერთი წლიური ზრდის ტემპი (CAGR) 9.1%-ს მიაღწევს. და ეს ნაწილობრივ გამოწვეული იქნება ახალი ლოკაციების გახსნით.

მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ ერთ დღეს Starbucks-ს აშშ-ში 20,000 ლოკაცია ექნება (ამჟამად — 16,466). ხოლო ჩინეთში, სადაც კომპანიას ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს, აღმასრულებლები 2025 წლისთვის ლოკაციების რაოდენობის 9,000-მდე გაზრდას გეგმავენ. ეს მიზანი გულისხმობს, რომ ჩინეთში ორ წელზე ნაკლებ დროში ლოკაციების რიცხვი 29%-ით მოიმატებს.

ზრდის გეგმის უმთავრესი ნაწილია არსებული ბაზრების შემდგომი გამკვრივება. ეს ნიშნავს უფრო მეტად კონცენტრირებას “drive-thru” (როდესაც რესტორანი, ბანკი ან მაღაზია ფანჯრიდან ისე გემსახურებათ, რომ მანქანის დატოვება არ გჭირდებათ) ან “delivery-only“ (მხოლოდ მიწოდების სერვისი) პარამეტრების დანერგვაზე.

  1. „ეკონომიკური თხრილი“

იმისთვის, რომ ბიზნესმა Starbucks-ის მსგავს გრძელვადიან წარმატებას მიაღწიოს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს „ეკონომიკური თხრილის“ არსებობას. ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის მიერ დამკვიდრებული ეს ტერმინი გულისხმობს, რომ კომპანიას გააჩნია უპირატესობა, რომელიც სხვა ფირმების მხრიდან კონკურენციას ართულებს.

Starbucks-ის ყველაზე ღირებული აქტივი მისი ბრენდია. შეიძლება ითქვას, რომ ყავა და საკვები, რომელსაც ბიზნესი ყიდის, ძირითადად მხოლოდ სამომხმარებლო საქონელია. მაგრამ Starbucks-ს შეუძლია, დააწესოს პრემიუმ ფასები, რადგან კონკურენტებისგან მას თავისი ბრენდი განასხვავებს. ეს გვეხმარება იმის ახსნაში, თუ როგორ მოახერხა გასულ ათწლეულში კომპანიამ 28.3%-ის ტოლი მთლიანი მოგების მარჟის დაფიქსირება.

Starbucks Stock

ფასდაუდებელი ბრენდის გარდა, Starbucks ასევე სარგებლობს მასშტაბის უპირატესობებით. მცირე კონკურენტებთან შედარებით, მას აქვს მსყიდველობითი ძალაუფლება და მოლაპარაკების ბერკეტი, რაც კომპანიას თავის პროდუქტზე უკეთესი ფასების დაწესებაში ეხმარება. გარდა ამისა, ნებისმიერ ტექნოლოგიურ ინვესტიციას, რომელსაც Starbucks ახორციელებს, შეუძლია სარგებელი მოუტანოს ბევრად უფრო დიდ ქსელს და მომხმარებელთა ბაზას.

  1. ციფრული მომავალი

ნებისმიერი საცალო ბიზნესის მენეჯმენტმა უნდა მოძებნოს გზები, შეხვდეს თავის მომხმარებლებს იქ, სადაც ისინი არიან. ეს ნიშნავს ფოკუსირებას ციფრული შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეკვეთები მათთვის საუკეთესო გზით განახორციელონ. Starbucks-ის უაღრესად წარმატებული ქულების დაგროვების პროგრამა, რომელიც 2009 წლის ბოლოდან ფუნქციონირებს, სწორედ ამას აკეთებს.

მსოფლიო სულ უფრო ციფრული ხდება და მონაცემები, რომელთა შეგროვებაც Starbucks-ს ამ მომხმარებლებისგან შეუძლია, მის ბიზნესს კიდევ უფრო დიდი კონკურენტული უპირატესობით უზრუნველყოფს. ეს მონაცემები მენეჯმენტს აწვდის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მარკეტინგისა და პროდუქტის განვითარებისთვის.

„ჩვენი Starbucks Rewards-ის წევრების მზარდი რაოდენობა სულ უფრო ხშირად სტუმრობს ჩვენს მაღაზიებს და ყოველ ჯერზე ზრდის ხარჯებს“ — განაცხადა Starbucks-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაქსმან ნარასიმჰანმა 2024 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მონაცემების წარდგენის შემდეგ.

ანალიტიკოსების შეფასებები

Starbucks-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $93.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $107.88-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $127.00-ს, ხოლო მინიმალური — $95.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Starbucks-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 26 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 16-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Starbucks-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


კონტენტი მოწოდებულია საინფორმაციო მიზნით და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას. ყველა ინვესტიცია შეიცავს რისკს, ამიტომ აუცილებელია, ინვესტირებამდე საკუთარი კვლევა ჩაატაროთ.

წინა

Super Micro Computer S&P 500 ინდექსს შეუერთდება

შემდეგი

რა ხდებოდა 4 მარტს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 4 მარტს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 4 მარტს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved