ბოლო სამი თვე ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი იყო, რადგან ყველა ბაზარი ნეგატიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 15 თებერვლისთვის S&P 500 6%-ით შემცირდა, ხოლო Nasdaq 100 – 11%-ით.
თუ ბაზრის მერყეობა და გაურკვევლობა ძილს გიფრთხობთ, ამ სტატიაში გაეცნობით 3 სტრატეგიას, რომელიც უკეთ ძილში დაგეხმარებათ.
- მხედველობაში მიიღეთ თქვენი რისკისადმი ტოლერანტობა და ინვესტიციის ვადები(დროის ჰორიზონტი)
არსებობს სამი ძირითადი ელემენტი, რომლებზეც თქვენი საინვესტიციო პორტფელის დაშენება შეიძლება: რისკისადმი ტოლერანტობა/დროის ჰორიზონტი, აქტივების განაწილება და დივერსიფიკაცია. ჩვენ დღეს რისკისადმი ტოლერატნობით დავიწყებთ და თითოეულ მათგანს შევეხებით.
რისკისადმი ტოლერანტობა და დროის ჰორიზონტი ერთად არის ნახსენები, რადგან ეს ორი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. სხვა სიტყვებით, თქვენი რისკისადმი ტოლერანტობა დროის ჰორიზონტზე უნდა იყოს დაფუძნებული, დროის ჰორიზონტი კი ის დროა, რომელიც გაქვთ სანამ ინვესტირებული ფული დაგჭირდებათ.
თუ თქვენ პენსიაზე გასვლისთვის აკეთებთ ინვესტიციას, ეს კი 20 წელზე მეტის შემდეგ მოხდება, თქვენ საკმარისი დრო გაქვთ იმისთვის, რომ ბაზრის აღმასვლები და დაღმასვლები გადაიტანოთ, რაც ნიშნავს, რომ თქვენი რისკისადმი ტოლერანტობა მაღალია. საბოლოოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში, მზარდი პოტენციალის აქციებმა აჯობეს ღირებულებით აქციებს, ასე რომ, მერყეობა, რომელსაც დღეს ვხედავთ, გრძელვადიანი გადმოსახედიდან, მღელვარების გამომწვევი არ უნდა იყოს.
თუმცა, თუ თქვენი დროის ჰორიზონტი უფრო მოკლეა, დავუშვათ, ინვესტიციას აკეთებთ კოლეჯში სწავლის საფასურის გადახდისთვის და ფული 5 წელიწადში დაგჭირდებათ, თქვენი რისკისადმი ტოლერანტობა უფრო დაბალი იქნება. თუ თქვენ ფული რამოდენიმე წელიწადში დაგჭირდებათ, არ ისურვებდით, რომ თქვენი პორტფელი ისეთი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებით იყოს სავსე, რომელთა ფასიც მკვეთრად, მაგალითად 40%-ით იკლებს.
ასევე, უნდა გაითვალისწინოთ, თუ როგორ გრძნობდით თავს 2020 წელს მომხდარი ბაზრის კრახის დროს. თუ ამ მოვლენებმა თქვენში დიდი ღელვა გამოიწვია და დანაკარგები თქვენთვის მოსალოდნელზე მეტი იყო, თქვენ შეიძლება ისეთ პორტფელს ფლობდეთ, რომელიც არაკომფორტული რისკის ხარისხით ხასიათდება. ამას კი მეორე ელემენტამდე მივყავართ.
- გადახედეთ თქვენი აქტივების განაწილებას
აქტივების განაწილება გულისხმობს იმას, თუ როგორ იყოფა თქვენი პორტფელი განსხვავებულ აქტივებად (მაგალითად: აქციები, ფიქსირებული შემოსავალი და ნაღდი ფული ბაზარზე). თქვენი აქტივების განაწილება დროის ჰორიზონტსა და რისკისადმი ტოლერანტობაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
არ არსებობს აქტივების სწორი განაწილება. ეს ინდივიდუალურ შემთხვევაზეა დამოკიდებული. ზოგადად, რაც უფრო დიდი დროის ჰორიზონტი გაქვთ, ისეთი აქციების უფრო მეტად განაწილება გჭირდებათ, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინვესტიციებზე უკეთესი წარმადობით ხასიათდება.
მაგრამ თუ ბაზრის კიდევ ერთ კრახზე ფიქრი არ გასვენებთ, მეტი სიმტკიცისთვის შეგიძლიათ გადახედოთ თქვენს პორტფოლიოს გადანაწილებას, დაუმატოთ მეტი ფიქსირებული შემოსავალი და ნაღდი ფული. ამან შეიძლება თქვენი პორტფელისთვის ნაკლები გრძელვადიანი შემოსავალი გამოიწვიოს, მაგრამ თქვენი საინვესტიციო მოგზაურობა უფრო კომფორტული და მშვიდი იქნება.
- მიმართეთ დივერსიფიკაციას, მაგრამ ბაზართან სინქრონიზებას ნუ ეცდებით
დივესრიფიკაცია არის ის, თუ როგორ იყოფა თქვენი პორტფელი სხვადასხვა კლასის აქტივებად. მაგალითად ავიღოთ აქციები. თუ თქვენი საინვესტიციო პორტფელის 90%-ს შეადგენდა აქციები და საბირჟო ფონდები (ETF), რომლებიც ტექნოლოგიის სექტორზეა ორიენტირებული, მაშინ ბოლო რამდენიმე თვის მანძლზე თქვენ სავარაუდოდ საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღეთ.
ტექნოლოგიური კომპანიების აქციების გარდა, თქვენთვის არამომგებიანია ზოგადად ინვესტირების ერთ სახეზე კონცენტრირება, ან ერთ სექტორზე, საბაზრო კაპიტალზე, რეგიონზე ორიენტირება, რადგან მეტად სავარაუდოა, რომ ეს დიდ მერყეობას გამოიწვევს. სხვადასხვა ტიპის ინვესტიციები განსხვავებულ საბაზრო ციკლებში სხვადასხვაგვარი წარმადობით ხასიათდება. ბოლო წლის განმავლობაში ღირებულებითმა აქციებმა მზარდი პოტენციალის აქციებზე უკეთესი შედეგები აჩვენა და ეს შეიძლება 2022 წელსაც ასე გაგრძელდეს იმის ფონზე, რომ ბერვი ზრდადი პოტენციალის აქცია ზედმეტად შეფასებულია და ბერვი ღირებულებითი აქცია ზრდადი სარპროცენტო განაკვეთის გარემოს კარგად ეგუება.
მერყეობის მინიმუმამდე დასაყვანად, იდეალურია ფლობდეთ ისეთ სწორად დივესიფიცირებულ პორტფელს, რომელშიც აქციები შესანიშნავად აბალანსებს ერთმანეთს და ერთი ტიპის ინვესტიციიდან განცდილ დანაკარგებს სხვა სახის ინვესტიციიდან მიღებული შემოსავლები აბალანსებს.
ასე, რომ თუ ბაზრის მომავალ დაღმასვლაზე ღელავთ, კარგად გადაავლეთ თვალი ამ სამ ბაზისურ პრინციპზე დაფუძნებულ სტრატეგიას და სიმშვიდეს მოიპოვებთ.