• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 მომგებიანი აქცია, რომლის შეძენაც დღესვე შეგიძლიათ

თებერვალი 9, 2022
in სიახლეები
როგორ გამოვიყენოთ საფონდო ბირჟის კრახი პასიური შემოსავლის გასაზრდელად?
გაზიარება

ასეთი კომპანია ადვილი საპოვნელი არ არის, ეს უნდა იყოს შესანიშნავი ბიზნესი, ცვალებად სამყაროში გრძელვადიანი პოტენციალით.

აღნიშნული აქციების ფასები მათი მაქსიმალური მაჩვენებლიდან შემცირდა 28%-დან 55%-მდე.

ჩამონათვალიდან სამივე ბიზნესს აქვს წვდომა უდიდეს ბაზარზე, მათ მიაღწიეს დიდ პროგრესს ბაზარზე დომინირების მიმართულებით.

სწორედ ამ მიზეზთა გამო ახლა შეიძლება იყოს შესანიშნავი დრო მათი შეძენისათვის.

ბოლო რამდენიმე თვე არ აღმოჩნდა დიდი სარგებლის მომტანი ინვესტორებისათვის. ზოგიერთი პოპულარული აქცია 30%-ით, 50%-ით ან ბევრად მეტით შემცირდა, სავარაუდოდ  ბევრი ადამიანი, მათ შორის მკითხველებშიც აღმოჩნდა ამ მდგომარეობის მსხვერპლი.

ამაში კარგი ის არის, რომ ახლა შეიძლება კარგი დრო იყოს მომთმენი ინვესტორებისა და გრძელვადიანი ინვესტიციებისათვის. სამი შესანიშნავი ბიზნესი, რომლებიც უკვე საოცრად გაიზარდა, თუმცა ბოლო პერიოდში მათი აქციების ფასები შემცირდა  არის MercadoLibre (NASDAQ:MELI), Etsy (NASDAQ:ETSY) და Airbnb (NASDAQ:ABNB). ყველას აქვს ზრდის პოტენციალი და ყველა დომინირებს თავის შესაბამის ინდუსტრიაში.

ლათინური ამერიკის ელექტრონული კომერცია 

MercadoLibre-ს ხშირად ლათინური ამერიკის ამაზონს უწოდებენ. მას აქვს დომინანტური პოზიცია ზოგიერთ ბაზარზე,  მათ შორისაა ბრაზილია და არგენტინა. თუმცა აღნიშნული სექტორი მოთამაშეთა რაოდენობის სიმცირეს არ უჩივის. გასათვალისწინებელია კომპანიის ჩაშლებიც, Mercado Pago გადახდების პლატფორმა რომელიც ადრეულ ეტაპზე მყოფ PayPal Holdings-ს წააგავს. კომპანიის დაკრედიტების ბიზნესი დიდწილად გავს Square Capital-ის დაკრედიტების ოპერაციებს. ასევე კომპანიის შიგნით არსებობს ბიზნესის კომპონენტები, რომლებიც ახლოსაა Shopify-სა და eBay-ს საქმიანობასთან. MercadoLibre-ში ინვესტიცია გავს ინვესტირებას შეერთებულ შტატებში თანაც რამდენიმე ყველაზე წარმატებულ კომპანიაში, მაგრამ მათი ზრდის ციკლის გაცილებით ადრეულ ეტაპებზე. MercadoLibre-ს აქციის ფასი 2021 წლის მაქსიმალურთან შედარებით 45%-ზე მეტით დაეცა, თუმცა ბიზნესი სწორი მიმართულებით მიდის. კომპანია შთამბეჭდავად იზრდება და აქვს მასიური შესაძლებლობები. ახლა შეიძლება იყოს შესანიშნავი დრო, რომ დაამატოთ ის გრძელვადიან საინვესტიციო პორტფელში.

ბაზრის უზარმაზარი შესაძლებლობა

დაახლოებით შვიდი წლის წინ, რამდენიმე ანალიტიკოსი ფიქრობდა Etsy-ს გაქრობაზე, ეს მაშინ ხდებოდა როდესაც ამაზონმა გაუშვა ხელნაკეთი და უნიკალური საქონლის პლატფორმა. ახლა Etsy-ს ჰყავს 90 მილიონამდე აქტიური მომხმარებელი და რეალიზაციის მოცულობა 3 მილიარდ დოლარზე მეტია, ეს რიცხვი თუ გეცოტავებათ გეტყვით რომ ეს მხოლოდ მესამე კვარტლის შედეგია. 

Etsy თვლის, რომ უნიკალური და ხელნაკეთი ონლაინ შოპინგისთვის ბაზრის ზომა დაახლოებით 100 მილიარდი დოლარისაა, ჯამურ შედეგში კი თავად გამოირჩევა  12 მილიარდ დოლარზე მეტი საქონლის წლიური გაყიდვით. მაგრამ თუ თქვენ აერთიანებთ ყველა გაყიდვას Etsy-ის საცალო კატეგორიებში (არა მხოლოდ უნიკალური ნივთები), მაშინ ბაზარი არის 250 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის.  ოფლაინ გაყიდვების დამატების შემთხვევაში კი რაოდენობა 1.7 ტრილიონი აშშ დოლარის ტოლია.

უფრო მეტიც, ეს ციფრები მხოლოდ Etsy-ს ეხება. ის აგრესიულად აფართოებს ბრენდის პორტფოლიოს Reverb-ის (მუსიკის ბაზარი), Depop-ის (მოდა) და Elo7-ის (ბრაზილიის Etsy-ს) შეძენით და ეს შესაძლებლობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. აქციების 55%-ზე მეტით გაუფასურება კარგი საშუალებაა მის შესაძენად.

მოგზაურობის ახალი გზა

Airbnb-ს აქციის ფასი აქ განხილულ სამ აქციას შორის ყველაზე ნაკლებად შემცირდა, შემცირება დაახლოებით 28%-ით იყო. 

2021 წლის მესამე კვარტალში Airbnb-ის პლატფორმაზე მოხდა  79,7 მილიონი დაჯავშნა, ჯავშნების მოცულობა თანხაში  11,9 მილიარდი აშშ დოლარის იყო. ამან კომპანიისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი და 834 მილიონი დოლარის წმინდა მოგება მოიტანა.

მოგზაურობასთან დაკავშირებული გაქირავების ბაზარი შეფასებულია 1,2 ტრილიონი დოლარის შესაძლებლობად მთელ მსოფლიოში, გრძელვადიანი  გაქირავების ჩათვლით (Airbnb-ის ყველაზე სწრაფად მზარდი შემოსავლის მიმართულება)  ბაზრის ზომა 3,4 ტრილიონი დოლარია. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ Airbnb-მა მიაღწია უზარმაზარ პროგრესს, მას მაინც შეიძლება ჰქონდეს უზარმაზარი ზრდა მომდევნო წლებში.

იყიდეთ გრძელვადიან პერსპექტივაში

გასაგებად რომ ვთქვათ, ეს არის აქციები, რომლებსაც ინვესტორები,  ყიდულობენ და ინარჩუნებენ წლების განმავლობაში. ისინი აღნიშნულ შემთხვევაში ძალიან კარგად იქცევიან, რადგან მათი ზრდის პროგნოზირება გრძელვადიან პერიოდში საკმაოდ მარტივია, მიუხედავად იმისა რომ არავინ იცის რა მოხდება მოკლევადიან პერიოდში. სინამდვილეში, თუ ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ აქციების ზრდას – როგორიცაა ინფლაცია და მზარდი საპროცენტო განაკვეთები – აღმოჩნდება იმაზე უარესი, ვიდრე მოსალოდნელია, ისინი შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს. ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან  რომ სამივე მათგანი 10 წელიწადში გაცილებით მეტი ღირებულის იქნება, მაგრამ ფასებმა შეიძლება არაერთი ცვლილება განიცადოს 2022 წლის განმავლობაში.

წინა

Tesla-ს ბაზრის წილი დაცემის რისკის ქვეშ იმყოფება

შემდეგი

ღირს თუ არა Google-ის აქციების ყიდვა, სანამ Amazon, Facebook და Netflix მერყეობენ?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Google-ის აქციები

ღირს თუ არა Google-ის აქციების ყიდვა, სანამ Amazon, Facebook და Netflix მერყეობენ?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved