• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 აქცია, რომელიც მათი ფასების გაზრდამდე უნდა შეიძინოთ

სექტემბერი 13, 2022
in სიახლეები
3 აქცია, რომელიც მათი ფასების გაზრდამდე უნდა შეიძინოთ
გაზიარება

აქციების ფასები მატულობს მას შემდეგ, რაც ამ წლის დასაწყისში ისინი საგრძნობლად დაეცა. ეს კი ინვესტორებისთვის დიდი შვებაა. მიუხედავად ამისა, ბაზარი კვლავ ცვალებადია, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ აქციები დაბალ ფასად შეიძინოთ მანამ, სანამ ისინი სრულად აღდგება. Walt Disney, Wayfair და Home Depot არის შესანიშნავი აქციები, რომელთა შეძენა ახლა შეგიძლიათ.

Walt Disney

Disney კვლავ პანდემიისგან აღდგენის პროცესშია მას შემდეგ, რაც 2 წელზე მეტი ხნის წინ მისი თემატური პარკები დაიხურა და გაყიდვები შემცირდა. მაგრამ მესამე კვარტალში (დასრულდა 2 ივლისს) გაყიდვებმა 2019 წლის ციფრებს გადააჭარბა და $21.5 მილიარდი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 26%-იანი ზრდაა. ის ასევე აძლიერებს მომგებიანობას. თითო აქციაზე მოგებამ (EPS) მეორე კვარტალში $0.77 შეადგინა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი $0.50 იყო.

დისნეის თემატური პარკები კვლავ იძენს აქტუალობას. ამ მიმართულებით გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 70%-ით გაიზარდა და კომპანია ამ სეგმენტში ინვესტიციებს დებს, რათა მომხმარებლების ინტერესის ფონზე მეტი სარგებელი მიიღოს.

Walt Disney

იმავდროულად, სტრიმინგის სამყაროში დისნეიმ Netflix-ს გაუსწრო ყველაზე მეტი გადამხდელი გამომწერით ($221 მილიონი). მათგან $152 მილიონი Disney+-ზე დარეგისტრირდა. კომპანია კვლავ გადის ახალ ბაზრებზე და 2024 წლისთვის Disney+-სთვის 230-260 მილიონამდე გამომწერს ელის.

Disney-ს აქტივები, განსაკუთრებით მისი კონტენტის დიდი კოლექცია და პოპულარული კინოსტუდიები კომპანიას საშუალებას აძლევს, რომ შემოსავლები მრავალ ფრონტზე გამოიმუშაოს. მრავალფეროვანი მოდელი Disney-ს ეხმარება, რომ თავის ინდუსტრიაში ლიდერობა შეინარჩუნოს. წელს კომპანიის აქციების ფასი 27%-ით შემცირდა, მაგრამ ინვესტორები, სავარაუდოდ, მრავალწლიანი მოგებით ისარგებლებენ.

Wayfair

Wayfair-მა ავეჯის სამყარო შტურმით აიღო მას შემდეგ, რაც 2011 წელს დაიწყო საქმიანობა, როგორც ონლაინ კომპანიამ. სრულიად ონლაინ საცალო მოვაჭრე, რომლის პროდუქციის დიდი ნაწილი პირდაპირ მწარმოებლიდან მომხმარებელზე იგზავნება, Wayfair ზედმეტი მარაგებისგან თავისუფალი და მომგებიანი იყო.

მაგრამ ამჟამინდელ გარემოში ზრდა შემცირდა. მეორე კვარტალში კომპანიის წლიური გაყიდვები 15%-ით შემცირდა და $378 მილიონის მოცულობის წმინდა ზარალი დაფიქსირდა. აქტიური კლიენტების რაოდენობა 24%-ით შემცირდა, ასევე შემცირდა შეკვეთები ერთ მომხმარებელზე. ზოგიერთი ნათელი წერტილი იყო შეკვეთის საშუალო ღირებულება, რომელიც $278-დან $330-მდე გაიზარდა, ხოლო განმეორებითმა კლიენტებმა შეკვეთების 78.6% შეადგინეს. გასულ წელს ეს უკანასკნელი მაჩვენებელი 75.6% იყო.

Wayfair

თუმცა, საოპერაციო გარემო ახლა ძალიან რთულია. უარყოფითი ფაქტორები მოიცავს მიწოდების ჯაჭვის პრობლემებს, ასევე იმას, რომ ადამიანები ფიზიკურ მაღაზიებში ბრუნდებიან.

მაგრამ ბაზარი უზარმაზარია და მიუხედავად იმისა, რომ Wayfair ახლა რთულ მდგომარეობაშია, ის კარგად არის პოზიციონირებული, რათა ზრდას დაუბრუნდეს. მენეჯმენტი ხედავს ბაზრის შესაძლებლობას, რომელმაც შეიძლება 2030 წლისთვის $1.2 ტრილიონს მიაღწიოს, საიდანაც კომპანიის გასული 12-თვიანი პერიოდის გაყიდვები მხოლოდ $14 მილიარდს შეადგენს. Wayfair-ს აქვს ბრენდის ძლიერი აღიარება, ისევე, როგორც ციფრული სისტემა, რომელიც შექმნილია ტექნოლოგიით, რათა დაეხმაროს მომხმარებლებს, წარმოადგინონ პროდუქტები საკუთარ სახლში.

გასაკვირი არ არის, რომ Wayfair-ის აქციების ფასი წელს 74%-ით დაეცა. როგორც კი კარგი სიახლე გამოჩნდება, შესაძლოა, Wayfair-ის აქციების ფასი კვლავ გაიზარდოს და კომპანიის გრძელვადიანი პერსპექტივა იმედისმომცემი ჩანს.

Home Depot

Home Depot გლობალური ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად ფენომენალური წარმადობის დაფიქსირებას აგრძელებს. ეს დაიწყო პანდემიის ადრეულ ეტაპებზე მაღალი ზრდით, როდესაც მომხმარებლები სახლზე ფოკუსირდნენ. კომპანიამ კი მათ ფიზიკური მაღაზიების ყოვლისმომცველი ნაზავი და ძლიერი ციფრული ქსელი შესთავაზა. ეს გაგრძელდა მაშინაც კი, როდესაც ინფლაცია ნორმად იქცა.

Home Depot

2022 წლის მეორე კვარტალში (დასრულდა 31 ივლისს) გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 6.5%-ით – $43.8 მილიარდამდე გაიზარდა. მიუხედავად გაზრდილი ხარჯებისა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემებისა, გასული წლიდან ($4.53) EPS $5.05-მდე გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები შენელდა ზოგიერთ განყოფილებაში, როგორიც არის სეზონური პროდუქტები, სახლის კეთილმოწყობის პროექტები ზრდის მთავარ გენერატორად რჩებოდა.

იმავდროულად, კომპანია აძლიერებს ლოჯისტიკურ სისტემებს და სადისტრიბუციო ქსელებს, ასევე აუმჯობესებს პროფესიონალურ სერვისებს ურთიერთობების გასამყარებლად და ლოიალობის გასაძლიერებლად.

Home Depot-ის აქციების ფასი წელს 28%-ით დაეცა და P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი 18-ს შეადგენს, რაც სულ მცირე 10 წლის განმავლობაში (2020 წლის კრახის გამოკლებით) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

Home Depot PE Ratio

კომპანია ასევე იხდის მზარდ დივიდენდს, რომლის მიმდინარე სარგებელი 2.5%-ს შეადგენს. ეს არის აქცია, რომელიც სტაბილურობას, შემოსავალს და მაღალი მოგების პოტენციალს გთავაზობთ.

წინა

2 მზარდი პოტენციალის აქცია, რომელსაც $100-ზე ნაკლებად შეიძენთ

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Mastercard-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Mastercard-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ Mastercard-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved