შესაძლოა, ამ კვირაში Twitter, BJ’s Restaurants და Tesla Motors იყოს აქციები, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ. მოდით, თითოეული მათგანი განვიხილოთ.
ბოლო ოთხი სავაჭრო დღის განმავლობაში Twitter-ის აქციების ფასი 16%-ით გაიზარდა. ილონ მასკის გადაწყვეტილებამ, უარი თქვას პლატფორმის შესყიდვაზე, თავდაპირველად Twitter-ს ზიანი მიაყენა, მაგრამ ახლა კომპანიის აქციების ფასი იზრდება.
თუ მასკი იძულებული გახდება, რომ სოციალურის გიგანტის შესაძენად $44 მილიარდი მოიძიოს ეს კომპანიისთვის კარგი იქნება, მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ეს არასოდეს არის ადვილი. მაშინაც კი, თუ მასკს $1 მილიარდის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება, ეს მხოლოდ $1-ის მოგებაა გადასახადებამდე.
თავად Twitter $1 მილიარდზე ბევრად მეტად დაზარალდა. კომპანიის აქციების ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად დაეცა. არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს საგა, მასკმა და ტვიტერის წარმომადგენლებმაც კი.
BJ’s Restaurants
BJ’s Restaurants აშშ-ის მასშტაბით 214 რესტორნის ქსელს ფლობს. კომპანია კვარტალურ შედეგებს ხუთშაბათს [21 ივლისი] წარადგენს.
ბოლო სამი მოხსენებიდან ორში BJ’s Restaurants-მა უოლ სტრიტის სამიზნე მოგებას ვერ მიაღწია და ეს პროგნოზები ამ კვირის ფინანსურ განახლებაში უფრო დაბალი იყო. მრავალ სარესტორნო ქსელს უწევს საკვების ხარჯებთან, პერსონალის გამოწვევებთან და მომხმარებელთა ნდობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავება. გასულ კვირას აქციის ფასმა ახალ 52-კვირიან მინიმუმს მიაღწია.
Tesla Motors
როდესაც მასკმა განაცხადა, რომ Twitter-ის მიმართ ინტერესი დაკარგა, პირველი, ვინც ამით ისარგებლა Tesla იყო. ელექტრომობილების კომპანიას ახლა შეუძლია აღმასრულებელი დირექტორის მეტი ყურადღებით ისარგებლოს.
ტესლა ბაზრის წილს იძენს, მაგრამ ზრდა ნელდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს ზრდა 58%-დან 37%-მდე შენელდება. ბენზინის მაღალმა ფასებმა ტესლას ელექტრომობილებს ხელი შეუწყო, მაგრამ ბოლო კვირებში საწვავის ფასი იკლებს. თითქმის ყველა ავტომწარმოებელი მუშაობს ელექტრომობილებზე, ბევრ მათგანს ტესლაზე დაბალი ფასები აქვს. არ დაგავიწყდეთ, რომ კომპანიამ ცოტა ხნის წინ სამუშაო ძალა დროებით გაათავისუფლა და ეს სიჯანსაღის სურათს ნამდვილად არ ქმნის.
ზოგიერთ ამ კომპანიას წინ უსწორმასწორო გზა ელის. თუ ამ კვირაში უსაფრთხო აქციებს ეძებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ კვირაში ისინი ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიებში იპოვოთ.