• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

განახლებადი ენერგიის მწარმოებელ კომპანიებში ინვესტირების 3 მიზეზი

ივნისი 9, 2022
in სიახლეები
განახლებადი ენერგიის მწარმოებელ კომპანიებში ინვესტირების 3 მიზეზი
გაზიარება

დღესდღეობით ყველგან შეხვდებით მოწოდებებს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განახლებად ენერგიაზე გადასვლა. ეს ჭეშმარიტებად რჩება მაშინაც კი, როდესაც ნავთობისა და ნავთობმწარმოებელი კომპანიების აქციების ფასები გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და კორონავირუსული პანდემიის შედეგად მოთხოვნა/მიწოდების შეფერხების გამო იზრდება. და მაინც, iShares Global Clean Energy ETF-ის ფასი 2021 წელს დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებლებიდან 30%-ზე მეტით არის შემცირებული. გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის ეს, შეიძლება, კარგი შესაძლებლობა იყოს, აი რატომ.

  1. ტენდენცია თქვენი მეგობარია

ნახშირბადის ენერგიის ყველა კომპანიის წარმომადგენელი გეტყვით, რომ ენერგეტიკული ლანდშაფტი იცვლება. ზოგიერთი კომპანია, როგორიც არის ევროპის TotalEnergies, BP და Shell თავის საქმიანობაში ცვლილებების შეტანას ცდილობს, ნავთობისა და ბუნებრივი აირის საშუალებით მიღებული ფულადი ნაკადებით სუფთა ენერგიის აქტივებს ყიდულობს და აშენებს. ასევე, Chevron და ExxonMobil უფრო მეტს საუბრობენ სუფთა ენერგიაზე.

Solar Energy

სუფთა ენერგია, აშკარად, უფრო მნიშვნელოვანი ხდება. თუმცა, გადასვლა სწრაფი არ იქნება, რადგან ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აშენებას დრო სჭირდება.

  1. მაღალი დივიდენდური სარგებელი

ასევე, გასათვალისწინებელია სუფთა ენერგიის მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასების ვარდნა. ეს სულაც არ არის ახალი ფენომენი. როდესაც ძალიან ბევრი მოთამაშე „ცხელ“ ტრენდს მისდევს, შემოსავალი და მომგებიანობა ეცემა. ასეთ შემთხვევაში, კომპანიები, რომლებიც დიდ მოგებას აწარმოებდა, მოლოდინებს ვერ ამართლებს. ენერგეტიკული სივრცის ზოგიერთი კონსერვატიული მოთამაშე უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

თუმცა, განახლებადი ენერგიის სფეროში თქვენ მაინც შეგიძლიათ ძლიერი დივიდენდების გადამხდელი კომპანიები იპოვოთ. ორი მათგანი არის Brookfield Renewable და Hannon Armstrong. ისინი ამჟამად ინვესტორებს, შესაბამისად, 3.5%-იან და 3.9%-იან დივიდენდურ ანაზღაურებას სთავაზობს.

ამ ორივე კომპანიის აქციების ფასები ბოლოდროინდელ უმაღლეს მაჩვენებლებს საკმაოდ ჩამორჩება. 2021 წლის ბოლოს დაფიქსირებულ უმაღლეს მაჩვენებლებთან შედარებით, Brookfield Renewable-ის აქციების ფასი 17%-ით დაეცა, ხოლო Hannon Armstrong-ის – 37%-ით.

  1. უნიკალური ბიზნესები

ინვესტორები უნდა დარწმუნდნენ, რომ კარგ ბიზნესზე ფოკუსირდებიან. Brookfield Renewable-ს კანადური აქტივების მართვის გიგანტი – Brookfield Asset Management უჭერს მხარს. მას ინფრასტრუქტურული აქტივების ყიდვის, ექსპლუატაციის, განახლებისა და გაყიდვის ძლიერი ისტორია აქვს.

Brookfield Renewable არის ბიზნესი, რომელსაც აქვს მყარი საფუძველი, მას მხარს უჭერს გრძელვადიანი კონტრაქტები და მომავალში გასაზრდელად დიდი სივრცე გააჩნია.

იმის გათვალისწინებით, რომ Hannon Armstrong ტექნიკურად იპოთეკური უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტია (mREIT), ის ცოტა განსხვავებულია. თუმცა კომპანიის სესხებს სუფთა ენერგიის აქტივები უჭერს მხარს. ეს აქტივები კი, როგორც წესი, გრძელვადიანი კონტრაქტებით არის გამყარებული. ასე რომ, Hannon Armstrong-ს აქვს ძალიან მკაფიო ხედვა ფულადი ნაკადების თაობაზე, რომლის საშუალებითაც ის სესხებს ფარავს.

არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ინდუსტრიის აღმავლობა და ვარდნა მას დიდად შეაფერხებს.

უფრო ღრმად დაფიქრდით

როგორც ჩანს, სუფთა ენერგიის გრძელვადიანი პოტენციალი არის ის, რამაც ინვესტორები ცოტათი ზედმეტად და ძალიან სწრაფად ააღელვა. თუმცა განახლებადი ენერგიის მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასები კლება, როგორც ჩანს, არ გამომდინარეობს გრძელვადიანი პოტენციალიდან, რომელიც საკმაოდ დიდია. თუ უნიკალური სიმტკიცის მქონე ისეთი აქციების შეძენა შეგიძლიათ, როგორიც არის Brookfield Renewable და Hannon Armstrong, აქციების ფასების შემცირება, შესაძლოა, შესანიშნავი შანსი იყოს.

წინა

3 ტოპ ტექნოლოგიური აქცია, რომლის შეძენაც ივნისში შეგიძლიათ

შემდეგი

რატომ არის Netflix-ის აქციები აქტუალური განხილვის საგანი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ არის Netflix-ის აქციები აქტუალური განხილვის საგანი?

რატომ არის Netflix-ის აქციები აქტუალური განხილვის საგანი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved