• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 მიზეზი Apple-ში ახლავე ინვესტირებისთვის

აგვისტო 12, 2022
in სიახლეები
3 მიზეზი Apple-ში ახლავე ინვესტირებისთვის
გაზიარება

დარჩა საწვავი Apple-ის ზრდის ძრავაში? იმის გამო, რომ უკვე წლებია, რაც კომპანია აქციონერებს დამაჯერებელი ანაზღაურებით უზრუნველყოფს და ტრილიონი დოლარის მოცულობის საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების ექსკლუზიური ჯგუფის სათავეშია, ზოგიერთ ინვესტორს აინტერესებს, არის თუ არა უკვე ინვესტიციების გაყიდვის დრო.

ტექნოლოგიური გიგანტის ჯერ კიდევ მყარი პერსპექტივების მტკიცებულება გასული თვის ბოლოს წარდგენილი უახლესი კვარტალური ანგარიშია. მასში იყო მინიშნებები, რომ არსებობს სულ მცირე სამი მიზეზი, რის გამოც Apple-ს ზრდა ჯერ არ დაუსრულებია და დიდი შემოსავლის მისაღებად დრო კიდევ არის. მოდით, ეს მიზეზები განვიხილოთ.

Apple Inc Price Change vs S&P 500 Level Change (%)
  1. მიუხედავად ეკონომიკური წინაღობებისა, Apple კარგად მოქმედებს

მომავალი (ან უკვე არსებული) რეცესიის შიში უსაფუძვლო არ არის და ინფლაცია ხელს უშლის, როგორც ხელფასების, ასევე დანაზოგების მატებას. ასეთ მაკროეკონომიკურ გარემოში, მომხმარებლები, როგორც წესი ამცირებენ დანახარჯებს იმ პროდუქტების მიმართულებით, რომლებიც სურთ, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. ეს მშვენივრად აღწერს Apple-ის ბევრ პროდუქტს. ახალი სმარტფონი სასიამოვნოა, ისევე როგორც გლუვი Bluetooth ყურსასმენები. სინამდვილეში, არავის სჭირდება იმ ნივთების ახალი ვერსიები, რომლებიც ხშირად საშუალოზე მაღალ ფასებში იყიდება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წინაღობამ, რა თქმა უნდა, კომპანიის შემოსავალზე იმოქმედა, ტექნოლოგიური გიგანტი რთულ პერიოდს საკმაოდ კარგად უმკლავდება. უახლესი კვარტალური შედეგებით, Apple-ის წმინდა გაყიდვები წელიწადში დაახლოებით 2%-ით – $83 მილიარდამდე გაიზარდა.

შემოსავლის ეს მოკრძალებული ზრდა იმ პრობლემების ფონზე, რომლებსაც Apple აწყდება, დასაფასებელია. Apple-ის მოგება თითო აქციაზე (EPS) $1.20-მდე შემცირდა. წინა წლის იმავე პერიოდში EPS $1.30-ს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში, Apple-ის შედეგები საკმაოდ მყარი იყო. კომპანიის ამ წარმატების დიდი ნაწილი საფირმო მოწყობილობის – iPhone-ის დამსახურება იყო.

  1. iPhone

უკვე ათწლეულზე მეტია, რაც Apple-ის შემოსავლის მთავარ წყაროს iPhone წარმოადგენს. ტექნოლოგიური ინდუსტრია ჩერდებოდა და გაფაციცებით ელოდა Apple-ის მიერ iPhone-ის ახალი ვერსიის წარდგენას. ეს მდგომარეობა, სავარაუდოდ, შეიცვალა, მაგრამ iPhone-ზე მოთხოვნა კვლავ ძლიერია. მესამე კვარტალში შემოსავალი ამ სეგმენტიდან 2.8%-ით – $40.7 მილიარდამდე გაიზარდა.

აღმასრულებელმა დირექტორმა – ტიმ კუკმა თქვა: „როდესაც ივნისის კვარტლის iPhone-ის მონაცემებს ვუყურებ, არ ჩანს აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ რაიმე მაკროეკონომიკური წინააღმდეგობა არსებობს. მე არ ვამბობ, რომ წინაღობები არ არის, უბრალოდ მონაცემები ამას არ მოწმობს. თუმცა ეს მოცემულობა ნათლად ჩანს სატარებელი და სახლის მოწყობილობების, ასევე აქსესუარების ზონაში.“

მეტი iPhone-ის გაყიდვა Apple-ისთვის მხოლოდ შემოსავლის გამომუშავების საკითხი არ არის. ის ასევე ეხმარება კომპანიას არსებული ბაზის გაზრდაში, იმ პირობით, რომ მომხმარებელი, რომელიც ადრე Apple-ის ქსელის წევრი არ იყო, ახალა მოწყობილობას შეიძენს.

ამ მოვლენების გრძელვადიანი შედეგები მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტი ადამიანია ჩართული Apple-ის სერვისების ქსელში, მით მეტი მომხმარებლის მონეტიზება შეუძლია კომპანიას, რაც სერვისებიდან მიღებულ შემოსავალს გაზრდის. მესამე კვარტალში Apple-ის სერვისების სეგმენტი უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე კომპანიის დანარჩენი ბიზნესი. მთლიანი გაყიდვებმა წლიდან წლამდე 12.1%-ით – $19.6 მილიარდამდე მოიმატა.

  1. მარჟები Apple-ის მდგომარეობას ცვლის

Apple-ის სერვისების სეგმენტის მთავარი უპირატესობა მისი უფრო მაღალი მარჟაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სეგმენტი გაყიდვების თვალსაზრისით ჯერ კიდევ ძალიან ჩამორჩება, Apple მარჟის გაუმჯობესებას წლების განმავლობაში ცდილობდა, რამაც ამ ინიციატივებს ხელი შეუწყო. მესამე კვარტალში Apple-ის პროდუქტების ბიზნესის მთლიანმა მარჟამ 34.5%-ს შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია.

თუმცა კომპანიის სერვისების სეგმენტის მარჟები 69.8%-დან 71.5%-მდე გაუმჯობესდა. ეს Apple-ს დაეხმარება, რომ წლის განმავლობაში მთლიანი მარჟა უცვლელი – 43.3% დარჩენილიყო. ინვესტორებმა მარჟებს და მათი გაუმჯობესების ტენდენციებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.

შეიძინეთ და დაივიწყეთ Apple-ის აქციები

დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, Apple ამ მომენტში სერიოზულ საკითხებს აგვარებს. თუმცა, კომპანია კარგად გამოიყურება. მომხმარებელთა ლოიალობა, რომელიც მან წლების განმავლობაში შექმნა, Apple-ს გაყიდვების ზრდაში ეხმარება – ეს განსაკუთრებით iPhone-ს ეხება. კომპანია ამაყობს ღირებული ბრენდის სახელით, რომელიც არავის ჩამორჩება, იქნება ეს ტექნოლოგიური სექტორი თუ სხვა მიმართულება.

Apple-ის სერვისების ბიზნესი დადებითად მოქმედებს კომპანიის მარჟაზე და სავარაუდოა, რომ ეს მოცემულობა მომდევნო მრავალი წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება. საერთო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის Apple კვლავ შესანიშნავი საინვესტიციო შესაძლებლობაა. გასაკვირი არ არის, რომ ეს უორენ ბაფეტის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი აქციაა.

წინა

საფონდო ბირჟის საშუალო ანაზღაურება

შემდეგი

რამდენად შესაფერისი დროა ახლა აშშ-ის ბანკების აქციების შესაძენად?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რამდენად შესაფერისი დროა ახლა აშშ-ის ბანკების აქციების შესაძენად?

რამდენად შესაფერისი დროა ახლა აშშ-ის ბანკების აქციების შესაძენად?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved