• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

დივიდენდურ აქციებზე უარის თქმის 3 მიზეზი

მაისი 3, 2022
in ინვესტიციის ანბანი
დივიდენდურ აქციებზე უარის თქმის 3 მიზეზი
გაზიარება

მაშინაც კი, თუ დივიდენდურ აქციებს არ ფლობთ, მათი მიმზიდველობის შემჩნევა ადვილია – ნებისმიერ ინვესტიციას, რომელიც მოცემულ მომენტში თქვენს ჯიბეში ფულს დებს თავისი აშკარა დადებითი მხარე აქვს მაშინაც კი, თუ ეს დივიდენდები უზარმაზარი არ არის.

თუმცა არსებობს რამდენიმე საფუძვლიანი მიზეზი, რის გამოც ინვესტორებს შეიძლება სურდეთ თავიდან აიცილონ დივიდენდურ აქციებში ინვესტირება, თუნდაც მხოლოდ ამ დროისთვის. ამ სტატიაში მოცემულია 3 მიზეზი, რის გამოც მათი ყიდვა, შესაძლოა, თქვენს ინტერესებში არ იყოს.

  1. თქვენ ახლა შემოსავალზე მეტად ზრდა გჭირდებათ

შესაძლოა, დივიდენდური აქციების შეძენით გარკვეული შემოსავალი მიიღოთ, მაგრამ ამის ხარჯზე მზარდი პოტენციალის აქციების ფლობაზე უარის თქმით დიდი შესაძლებლობას გაუშვებთ ხელიდან.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ დივიდენდურ აქციებს კაპიტალის ზრდის პოტენციალი არ გააჩნია. მაგალითად, Procter & Gamble-ის აქციების ფასი 5 წლის განმავლობაში თითქმის 2-ჯერ გაიზარდა, ამას კი ემატება ამ პერიოდის განმავლობაში გაცემული $15.25-ის ტოლი დივიდენდები.

რაც შეეხება მზარდი პოტენციალის აქციებს, მაგალითად, Alphabet-ის აქციების ფასი ამავე პერიოდის განმავლობაში თითქმის 3-ჯერ გაიზარდა.

  1. არ გსურთ თქვენი გადასახადების გართულება (ან გაზრდა)

ინვესტორების მიერ გადასახადების გადადებისა და მინიმიზაციის მიმართულებით გაწეული ძალისხმევა სრულიად გასაგებია. თუმცა გადასახადების გადახდა ოდესღაც მაინც მოგიწევთ და თქვენი მთლიანი შემოსავლის შემცირება მხოლოდ იმისთვის, რომ საგადასახადო ტვირთი მიმდინარე წელს თავიდან აიცილოთ, სასურველი არ არის. 

მეორეს მხრივ, თუ ახლა დივიდენდების შეგროვება (მაშინაც კი, თუ მათ რეინვესტირებას მიმართავთ) უფრო საგადასახადო ტვირთია, ვიდრე ღირებულება, შეიძლება უფრო ადვილი გზა ამ თავის ტკივილის არიდება იყოს.

  1. თქვენ უსაფრთხოების ცრუ გრძნობისკენ ხართ მიდრეკილი

დივიდენდური აქციების ფლობა ხშირად ინვესტორებს თავს იმაზე უფრო დაცულად აგრძნობინებს ვიდრე ეს რეალურ მდგომარეობას შეესაბამება.

მაგალითად, ავიღოთ Procter & Gamble. მიუხედავად იმისა, რომ კალიფორნიაში დაფუძნებული კომუნალური კომპანია იმ ბიზნესით არის დაკავებული (მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიყიდვა), რომელიც, როგორც ჩანს, საუკეთესოდ შეეფერება საიმედო დივიდენდების გადახდის მხარდაჭერას, თავად ბიზნესი იმაზე ბევრად უფრო რთულია, ვიდრე გარეგნულად ჩანს. აღმოჩნდა, რომ კომპანია დამნაშავე იყო ტყის ხანძრების სერიაში, რომელმაც 2018-2020 წლებში კალიფორნიას დიდი ზიანი მიაყენა, რამაც, გარდა იმისა, რომ კომპანიის აქციების ფასი 80%-ით შეამცირა, Procter & Gamble-ს დივიდენდების გადახდის განუსაზღვრელი ვადით შეჩერება აიძულა. ამას არავინ მოელოდა.

დასკვნა

ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ ყველა დივიდენდური აქცია ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა აიცილოთ. ბაზარზე მყარი დივიდენდების გადამხდელი უამრავი კომპანიაა და მათი ფლობისთვის კარგი მიზეზები არსებობს.

საქმე იმაშია, რომ თქვენი საინვესტიციო პორტფელის დივიდენდური აქციების ნაწილი ისევე უნდა იყოს დივერსიფიცირებული, როგორც მზარდი მხარე და დივიდენდების გადამხდელი კომპანიებიც რეგულარულად უნდა ამოწმოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ მათ კვლავ გააჩნია ის მყარი საფუძვლები, რომელმაც თავდაპირველად ყიდვის გადაწყვეტილებამდე მიგიყვანათ.

წინა

3 უტყუარი ინვესტიცია, რომლისთვისაც მოგვიანებით მადლიერი იქნებით

შემდეგი

ერთი მარტივი ნაბიჯი საფონდო ბირჟის კრახის გადასალახად

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ერთი მარტივი ნაბიჯი საფონდო ბირჟის კრახის გადასალახად

ერთი მარტივი ნაბიჯი საფონდო ბირჟის კრახის გადასალახად

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved