დღევანდელი ტექნოლოგია, ვირტუალური სამყაროს დანერგვით, ადამიანებს საშუალებას აძლევს, შეხვდნენ ერთმანეთს, ითამაშონ საინტერესო თამაშები და აწარმოონ ბიზნესი. ხშირად ამ ვირტუალური სამყაროს კონცეფციას მეტავერსს უწოდებენ. ბევრი დეტალი იმის შესახებ, თუ ეს ყველაფერი როგორ მოხდება, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, მაგრამ გამჭრიახმა ინვესტორებმა იციან, რომ ეს არის ტენდენცია, რომელიც ინგორირებული არ უნდა იყოს. მეტავერსის ტენდენციის აყოლის ბევრი გზა არსებობს, მაგრამ ფსონის დადება წარმატებული ისტორიის მქონე მყარ კომპანიებზე, რომლებსაც შეუძლია, მეტავერსის ეს ტენდენცია ზურგის ქარად გამოიყენონ, მოგების მისაღებად შესანიშნავი გზაა.
ექსპერტებმა გამოჰყვეს 3 აქცია, რომელიც მათი აზრით, გაიმარჯვებს იმის მიუხედავად, თუ როგორ მატერიალიზდება მეტავერსი. მათ აირჩიეს Nvidia (NVDA -3.53%), Qualcomm (QCOM 0.50%) და Autodesk (ADSK -2.93%).
Nvidia: მეტავერსის გაძლიერება და სხვა მრავალი
შეუძლებელია უარვყოთ ის პოტენციალი, რომელიც მეტავერსს გააჩნია. თუმცა შეიძლება, მას წლები ან დეკადებიც კი დსჭირდეს იმისთვის, რომ კოსსმოსურ სიჩქარეს მიაღწიოს. ამ მიზეზით, ინვესტორებმა, რომლებიც მეტავერსის კაპიტალიზებას ცდილობენ, თავიანთი ფოკუსი უნდა დაავიწროვონ და ინდუსტრიის იმ ლიდერებზე ორიენტირდნენ, რომლებსაც, გარდა ციფრული სფეროს მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი შესაძლებლობისა, მყარი ბიზნესი და დიდი ხელმისაწვდომი ბაზარი აქვთ. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს არის Nvidia.
გრაფიკული პროცესორების (GPU) პიონერი ინდუსტრიის უდავო ლიდერია, რომელიც დისკრეტული პერსონალირი კომპიუტერების GPU ბაზრის დომინანტურ 83%-ს იკავებს. Nvidia-ს მუდმივი ინოვაცია მის პროცესორებს ნებიესმიერი სერიოზული გეიმერისთვის აუცილებელ ატრიბუტად აყალიბებს. ამან გამოიწვია გეიმინგის კუთხით რეკორდული შემოსავალი, რომელიც 2022 ფისკალურ წელს 61%-ით გაიზარდა.
პარალელური დამუშავება არის საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც GPU-ს შესაძლებლობას აძლევს, დაამუშაოს მრავალი რთული მათემატიკური გამოთვლა ელვისებური სიჩქარით. და სიმართლე ითქვას, ამას Nvidia-ზე უკეთ ვერავინ აკეთებს. მეტავერსის გრაფიკული რეალობის შექმნისას, ეს უდაოდ დიდ როლს ითამაშებს.
შემდეგ არის მონაცემთა ცენტრის სეგმენტი, რომელიც ამარაგებს პროცესორებს ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებისთვის, ქლაუდ გამოთვლებისა და მონაცემთა ცენტრებისთვის. ინვესტორებს შეიძლება გაუკვირდეთ იმის გაგება, რომ Nvidia ასევე ქლაუდ გამოთვლებში გამოყენებული ჩიპების პროვაიდერია. მისი მომხმარებელთა ვრცელი სია მოიცავს ისეთ სახელებს, როგორებიც არის Amazon Web Services (AWS), Alphabet’s Google Cloud და Microsoft Azure და სხვა მრავალი. Nvidia-ს მონაცემთა ცენტრის სეგმენტმა ასევე რეკორდული შემოსავალი გამოიმუშავა, რომელიც გასულ წელს 58%-ით გაიზარდა.
Nvidia-ს ორი უმსხვილესი ბიზნეს სეგმენტის წარმატება გვიჩვენებს მყარ ტენდენციებს, რომლებიც კომპანიის ზრდას ხელს უწყობს, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირია უზარმაზარი შესაძლებლობებისა. გასულ წელს Nvidia-ს შემოსავალმა დაახლოებით $26.9 მილიარდი შეადგინა, მაგრამ ეს ხელმისაწვდომი ბაზრის პოტენციალთან შედარებით ზღვაში წვეთია. კომპანიის ხელმძღვანელების ვარაუდით, ეს მაჩვენებელი 2023 წლისთვის $250 მილიარდამდე გაიზრდება.
ეს ინვესტორებისთვის წარმატების მყარი საფუძველია, მანამ სანამ მეტავერსი ნელა მატერიალიზდება. Nvidia-ს გრაფიკული დამუშავების გამოცდილების გათვალისწინებით, მეტავერსი მისი არსებული ბიზნესის ბუნებრივი გაფართოებას წარმოადგენს, რაც აძლიერებს ყველაფერს, დაწყებული გაფართოებული რეალობისა (AR) და ვირტუალური რეალობის (VR) მოწყობილობებით, დამთავრებული მონაცემთა ცენტრებით.
მეტავერსის გარეშეც Nvidia იმსახურებს ადგილს დივერსიფიცირებულ პორტფელში. მეტავერსი მხოლოდ მომთმენ ინვესტორებს მოუტანს დამატებით სარგებელს.
Qualcomm: ამ ჩიპების კომპანიამ კრიტიკული მეტავერსული კავშირი შექმნა
ინვესტორების უმრავლესობა იცნობს Qualcomm-ს, როგორც კომპანიას, რომელიც მათი სმარტფონებისთვის ჩიპსეტებს აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანიის უდიდეს სეგმენტად რჩება, ბოლო წლებში მან დაკავშირებული მოწყობილობების არეალი გააფართოვა.
ფოკუსის ერთ-ერთი არეალი სწორედ მეტავერსია. Meta Platforms-მა Qualcomm, Oculus Quest 2 VR სათვალეებისთვის ჩიპსეტების მომწოდებლად აირჩია. უფრო მეტიც, კომპანიამ 2022 წლის პირველი კვარტალის შემოსავლების ანგარიშის შესახებ შეხვედრისას აჩვენა, რომ იგი ლიდერია AR და VR მოწყობილობებში. ეს კი მან საკვანძო პარტნიორების შეძენით მოახერხა.
CES-ზე (Consumer Electronic Show) მან გამოაცხადა პერსონალური AR ჩიპების შესაქმნელად Microsoft-თან თანამშრომლობის შესახებ. გარდა ამისა, Qualcomm-მა ევროპაში გაფართოებული რეალობის (XR) ლაბორატორია გახსნა. ის ყურადღებას გაამახვილებს კვლევასა და განვითარებაზე ისეთ სფეროებში, როგორიც არის ჟესტების კონტროლი და 3D რუქები.
Qualcomm-ის აქცენტი კვლევასა და განვითარებაზე, მის ფინანსურ გაძლიერებას აგრძელებს. 2022 წლის პირველ კვარტალში Qualcomm-მა შესავლების ანგარიშში $10.7 მილიარდი დააფიქსირა, რაც წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 30%-ით მეტია. წმინდა მოგება პირველ კვარტალში $3.4 მილიარდი გამოვიდა, რაც წლიდან წლამდე 38%-იანი ზრდაა. ამ პერიოდში კომპანიამ ხარჯების ზრდა 20%-მდე შეზღუდა, რამაც თავისთავად შემოსავლის ზრდას ხელი შეუწყო.
როგორც ჩანს, ეს ზრდის ტემპი გრძელდება. მეორე კვარტალში Qualcomm შემოსავლის $10.2 დან $11 მილიარდამდე ზრდას პროგნოზირებს, ეს კი წლის შუა წერტილში 34%-იანი ზრდა იქნება.
ასეთი წარმადობა შეიძლება დაგვეხმაროს იმის ახსნაში, თუ რატომ არ შემცირდა მკვეთრად Qualcomm-ის აქციების ფასი, როდესაც სხვა ტექნოლოგიური კომპანიების ზრდადმა აქციებმა ვარდნა განიცადეს. მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში კომპანიის აქციების ფასმა 52-კვირიან მაქსიმუმს მიაღწია, ისინი მხოლოდ 10%-ით დაეცა. გარდა ამისა, მისი აქციების ფასი გასულ წელს 14%-ით გაიზარდა, რაც მჭიდროდ უახლოვდება S&P 500-ის წარმადობას.
გარდა ამისა, ბაზარზე კომპანიის აქციები მიმოიქცევა 19-ზე ოდნავ მეტი P/E (ფასი/შემოსავალი) კოეფიციენტით. ეს მის „თანატოლებს“ ბევრად ჩამორჩება, მაგალითად Apple-ის აქციების P/E არის 28.
მეტავერსისა და ტექნოლოგიის სხვა სფეროებში კომპანიის სწრაფი ზრდისა და წარმატების გათვალისწინებით, Qualcomm არის შანსი, რომელიც მეტავერსის ინვესტორმა არ უნდა უგულებელყოს.
Autodesk: პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც მეტავერსს იყენებს
Autodesk არის 1982 წელს დაარსებული ავტომატიზირებული დიზაინის ბიზნესი. მაგრამ კომპანიამ დიდი გზა გამოიარა თავისი ორიგინალური 2D პროდუქტის შემდგეგ, რომელმაც ფანქრით ქაღალდზე ხატვის პროცესის გაციფრულება მოახდინა. დღეს კომპანიას აქვს 50-ზე მეტი პროგრამული მოდული, რომლებიც შეუფერხებლად მუშაობენ სამშენებლო ინდუსტრიის, პროდუქტის დიზაინისა და წარმოების, მედიისა და გართობის მხარდასაჭერად. რაც შეეხება მეტავერსს, კომპანია 3D დიზაინში პიონერი იყო და უზრუნველყოფს იმას, რასაც თვითონ საინფორმაციო მენეჯმენტის შექმნას (BIM) უწოდებს.
კომპანია BIM-ს აღწერს, როგორც შექმნილ აქტივზე ინფორმაციის ფორმირებისა და მართვის ჰოლისტიკურ პროცესს. იმისგან დამოუკიდებლად, ხართ თუ არა საპროექტო გუნდში, ან მიმდინარე ტექნიკურ მომსახურებაზე ხართ პასუხისმგებელი, BIM პროცესი საშუალებას გაძლევთ, ცენტრალურ პლატფორმაზე მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენი სამუშაოს შესასრულებლად გჭირდება. Autodesk-ის პროგრამული უზრუნველყოფა დიზაინერებს ხალხის ნაკადების სიმულაციის და დიზაინის VR მოწყობილობით ნახვის საშუალებას აძლევს.
მომავალი შენობების ან პროდუქტების და 3D მედიის ვირტუალური რენდერების შექმნის შესაძლებლობები შეუზღუდავია. მაგრამ მოდი, ვნახოთ, რატომ შეიძლება ეს კომპანია ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს. კომპანიას ძლიერი ზრდის მაჩვენებლები აქვს და ფინანსური სტაბილურობით ხასიათდება.
მეტრიკა | 2021 წლის 3კვ | 2022 წლის 2კვ | 2022 წლის 3კვ | ცვლილება (კვარტალიდან კვარტლამდე) | ცვლილება (წლიდან წლამდე) |
შემოსავალი | $952 მილიონი | $1.06 მილიარდი | $1.13 მილიარდი | 7% | 19% |
დარჩენილი წარმადობის ვალდებულებები | $3.58 მილიარდი | $4.14 მილიარდი | $4.23 მილიარდი | 2% | 18% |
თავისუფალი ფულის ნაკადი | $340 მილიონი | $186 მილიონი | $257 მილიონი | 38% | (24%) |
ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადი ოდნავ გაიზარდა, მაგრამ კომპანია 2023 ფისკალურ წელს $2.4 მილიარდის წლიური ფულადი ნაკადის ქონას ისახავს მიზნად და ამის მისაღწევად სწორ გზაზე დგას.
აქცია ცოტა ძირია, ფასი-გაყიდვის თანაფარდობით – 11, მაგრამ კომპანიის დამაჯერებელი წარმადობა ბაზარზე, პრემიად ღირს. მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება მეტავერსი, Autodesk-მა გრძელვადიან პესრექტივაში ინვესტორებისთვის მუშაობა უნდა განაგრძოს.