• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

მარტი 7, 2022
in სიახლეები
3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ
გაზიარება

გასულ კვირას აქციების ფასი შემცირდა, რადგან ბაზრის მერყეობა ინვესტორებზე ზემოქმედებას განაგრძობს. Dow Jones Industrial Average და S&P 500 თითქმის 2%-ით დაეცა, მთელი წლის განმავლობაში კი 5%-ზე მეტით.

Ultra Beauty, Casey’s General Stores და Campbell Soup იმ კომპანიებს შორისაა, რომლებიც, სავარაუდოდ, მოგებას მოიტანენ და რომლებსაც მომდევნო რამდენიმე სავაჭრო დღის განმავლობაში უნდა დააკვირდეთ.

  1. Ultra Beauty-ის გაფართოების გეგმა

ინვესტორები მოუთმენლად ელიან Ultra Beauty-ის შემოსავლების ანგარიშის განახლებას, რომელიც ხუთშაბათ შუადღისთვის არის დაგეგმილი. სილამაზის პროდუქტების საცალო ვაჭრობის ბოლო ანგარიში ნამდვილი სენსაცია იყო. გაყიდვები დაახლოებით 29%-ით გაიზარდა.

გაყიდვების თვალსაზრისით, ამ კვირაში გაირკვევა, კვლავ არის თუ არა მზარდი მოთხოვნა Ultra-ს მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებებზე. Ultra-ს მაღაზიის ტრაფიკი გასულ კვარტალში 17%-ით გაიზარდა, როდესაც ერთი ვიზიტის საშუალო ხარჯმა 8%-ით მოიმატა. იდეალურ შემთხვევაში, სადღესასწაულო კვარტალში ორივე მაჩვენებელი კვლავ მაღალი იქნება.

ქსელი ასევე გამოავლენს, მიწოდების ჯაჭვის გამოწვევებმა საოპერაციო მარჟა შეამცირა თუ ეს მაჩვენებელი კვლავ ისტორიული ნიშნულისკენ (გაყიდვების 14%-ზე მაღლა) მიემართება.

თუ ეს მაჩვენებელი მომხმარებელთა ძლიერი ტრაფიკის კონტექსტში ზრდას განაგრძობს, კომპანიის ხელმძღვანელობამ შეიძლება 2022 წლისთვის მაღაზიების გახსნის უფრო აგრესიული გეგმა წარადგინოს.

  1. Casey’s General Stores-ის ახალი პერსპექტივა

Casey’s General Stores თავისი უახლესი შემოსავლების შედეგებს სამშაბათ შუადღისას გამოაქვეყნებს. ყოველდღიური მოთხოვნების მაღაზიის საცალო ვაჭრობის ანგარიშთან დაკავშირებული მოლოდინები მოკრძალებულია.

Casey’s General Stores

რასაკვირველია, Casey’s, გასულ წელთან შედარებით ძლიერ ზრდას ნახავს. მიუხედავად ამისა, ამ მოგების უმეტესი ნაწილი Pilot-ის მაღაზიის ბრენდის შეძენიდან მოდის. Casey’s-ის გაყიდვები გასულ კვარტალში 6%-ით გაიზარდა.

დეკემბრის დასაწყისში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა – დარენ რებელსმა თქვა, რომ ეს ზრდა მომხმარებელთა მზარდი ტრაფიკითა და მზა საკვებზე მაღალი მოთხოვნით იყო გამოწვეული. სამშაბათს გავიგებთ, გაგრძელდა თუ არა ეს დადებითი ტენდენციები 2022 წლის დასაწყისშიც.

კომპანიის ანგარიში უპასუხებს საკვანძო კითხვებს ხარჯების ზრდისა და მარაგების გამოწვევების შესახებ, რამაც ბიზნესზე გავლენა 2021 წლის ბოლოდან დაიწყო.

  1. Campbell Soup-ის 2022 წლის პროგნოზი

ოთხშაბათ დილით, Campbell Soup-მა ინვესტორების რამდენიმე საკვანძო კითხვას უნდა უპასუხოს. დაფასოებული საკვები პროდუქტების სპეციალისტმა პანდემიის ადრეულ ეტაპებზე გაყიდვების მყარი ზრდა დააფიქსირა, თუმცა ბოლო კვარტლებში ეს ზრდა შენელდა. დეკემბრის შუა რიცხვების განახლების მიხედვით, კომპანიის მენეჯმენტი წელიწადში სულ რაღაც 2%-იანი გრძელვადიანი გაფართოების პოტენციალს ხედავს.

Campbell Soup შემოსავლების ამაზე უფრო სწრაფი ტემპით გაზრდას გეგმავს და მისმა გულუვხმა დივიდენდებმა ინვესტორების შემოსავალიც უნდა გაზარდოს.

თუმცა ინვესტორთა უმეტესობა ეძებს ნიშანს, რომ Campbell Soup-ს, ინოვაციებისა და შესყიდვების მეშვეობით, დროთა განმავლობაში კომპანიის ზრდის დაჩქარება შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2022 წელს და მის შემდგომ პერიოდშიც, Campbell Soup-ს მოგების გასაზრდელად მხოლოდ ხარჯების შემცირების არჩევანი დარჩება.

წინა

რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავების ფონზე, აქციებთან ერთად ფიუჩერსების ფასიც ეცემა

შემდეგი

რუსული ბანკები ჩინეთის იმედად დარჩა – Visa და Mastercard ქვეყანაში საქმიანობას წყვეტს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რუსული ბანკები ჩინეთის იმედად დარჩა – Visa და Mastercard ქვეყანაში საქმიანობას წყვეტს

რუსული ბანკები ჩინეთის იმედად დარჩა - Visa და Mastercard ქვეყანაში საქმიანობას წყვეტს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved