• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

მაისი 16, 2022
in სიახლეები
3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ
გაზიარება

გასულ კვირას Dow Jones Industrial Average-ისა და S&P 500-ის ფასები 2%-ით შემცირდა. ამ ვარდნამ 2022 წლის ახალი დაბალი მაჩვენებლები დააფიქსირა ინდექსებისთვის, რომლებიც დღემდე, შესაბამისად, 11%-ითა და 16%-ით არის შემცირებული.

Walmart და Home Depot ამ კვირაში კვარტალურ ანგარიშებს წარადგენენ და Palo Alto Networks არის კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში თვალყური უნდა ადევნოთ.

Shopping

Walmart

ინვესტორებს Walmart-ის კვარტალურ ანგარიშთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა აქვთ. პირველი საკითხი, რომელიც ინვესტორებს აინტერესებთ არის ის, თუ რამდენად ხედავს Walmart-ის მენეჯმენტი სამომხმარებლო ხარჯების ძლიერ ტენდენციებს, მიუხედავად ეკონომიკური ზრდის შენელებისა. შესადარებელ მაღაზიებში გაყიდვები (საცალო ვაჭრობის ლოკაციის მიერ უახლოეს პერიოდში წარმოქმნილი შემოსავლის, წარსულის ანალოგიურ პერიოდში გამომუშავებულ შემოსავალთან შედარება) გასულ კვარტალში აშშ-ის ძირითად ბაზარზე 6%-ით გაიზარდა და ინვესტორების უმეტესობა ამჯერად მხოლოდ მოკრძალებულ შენელებას მოელის. ყურადღება მიაქციეთ მომხმარებელთა ტრაფიკს (გასულ კვარტალში 3%-ით გაიზარდა), როგორც ძირითადი გაყიდვების სიმტკიცის საზომს.

სხვა საკვანძო საკითხი კი არის ის, ახერხებს თუ არა Walmart თავისი მასშტაბის გამოყენებას დაბალი ფასებისა და საქონლის სრულყოფილი არჩევანის შეთავაზებისთვის. ეს აქტივები 2022 წლის დასაწყისისთვის კომპანიას ბაზრის წილის მოპოვებაში დაეხმარა და აქციონერებმა უნდა მიიღონ დადებითი ანაზღაურება, თუ Walmart ამ კონკურენტული უპირატესობის კაპიტალიზაციის გაგრძელებას შეძლებს.

Home Depot

Home Depot-მა პანდემიის ადრეულ ეტაპებზე ეპიკური ზრდა დააფიქსირა, მაგრამ ინვესტორები ღელავენ, რომ სახლის გაუმჯობესების საცალო მოვაჭრისთვის კარგი დრო დასრულდება. მათ ამის რეალური მიზეზები აქვთ, მათ შორის საპროცენტო განაკვეთების ზრდის გამო საბინაო ხარჯების პოტენციური შემცირება. გარდა ამისა, ინფლაციამ, შეიძლება, დიდი გავლენა იქონიოს მომხმარებელთა ხარჯვაზე.

დღესდღეობით, ინვესტორები, რომლებიც Home Depot-ს ადევნებენ თვალყურს, ემზადებიან, რომ კომპანია გაყიდვების ზრდას დააფიქსირებს და შემოსავალი $36 მილიარდი იქნება – წინა წლის ამავე პერიოდში შემოსავალმა $37.5 მილიარდი შეადგინა.

თებერვალში აღმასრულებლებმა იწინასწარმეტყველეს უცვლელი მომგებიანობა და „ოდნავ პოზიტიური“ შესადარებელი მაღაზიების გაყიდვები, მაგრამ, შესაძლოა, სახლის გაუმჯობესების ბაზარზე გაყიდვების შერბილების შედეგად, ეს პროგნოზები შემცირდეს.

Palo Alto

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის აქციების ფასი ჯერ კიდევ 2022 წელს გაიზარდა. კომპანიის სერვისებზე მოთხოვნამ მოიმატა, რადგან ბოლო წლებში კომერციის კიდევ უფრო დიდი ნაწილი ინტერნეტ სივრცეში გადავიდა. თუმცა, შესაძლოა, წინ შენელება იყოს მოსალოდნელი. გარდა ამისა, კომპანიის აქციები, მისი შედარებით სუსტი მოგების გათვალისწინებით, ძვირი ჩანდა.

კომპანიას შეუძლია ადვილად მოიპოვოს ამაღლებული შეფასება, თუ ის კლიენტთა ბაზისა და სერვისების პორტფელის შექმნას გააგრძელებს. არსებული მომხმარებლების დარწმუნება, რომ Palo Alto-ის კიდევ უფრო მეტ შეთავაზებას დათანხმდნენ, ასევე, ახალი კლიენტების დამატება კომპანიის შემოსავლების ზრდის დაჩქარებისკენ ყველაზე საიმედო გზაა.

წინა

eBay მყიდველებს კვლავ კარგავს

შემდეგი

3 საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც სიმდიდრის დაგროვებაში დაგეხმარებათ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც სიმდიდრის დაგროვებაში დაგეხმარებათ

3 საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც სიმდიდრის დაგროვებაში დაგეხმარებათ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved