მას შემდეგ, რაც Dow Jones Industrial Average და S&P 500 გაიზარდა, წინა კვირას აქციების ფასებმაც მოიმატა.
მოდით განვიხილოთ რამდენიმე კომპანია, რომელიც მალე მოგების ანგარიშებს წარადგენს. ესენია: Lululemon Athletica, Chewy და McCormick.
- Lululemon Athletica
Lululemon-ის 29 მარტს წარსადგენ კვარტალურ მოგების ანგარიშთან დაკავშირებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა არსებობს. სპორტული ტანსაცმლის სპეციალისტის ბოლო განცხადებამ, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გაკეთდა, მეოთხე კვარტლის დასაწყისში შთამბეჭდავი იმპულსი აჩვენა. ოქტომბრის ბოლოს გაყიდვები 30%-ით გაიზარდა და კომპანიამ ასევე გაზარდა პროგნოზი 2021 წლისთვის.
აღმასრულებლებმა შეიცვალეს განწყობა ომიკრონის ვარიანტის გამოჩენის შემდეგ, რამაც კომპანია პერსონალისა და მიწოდების ჯაჭვის გამოწვევის წინაშე დააყენა. Lululemon-ის ახალი პერსპექტივის მიხედვით, გაყიდვები და მოგება დეკემბრის მითითებების მინიმალურ ქვედა ზღვარზე დაეშვება.
10 იანვარს, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა – კალვინ მაკდონალდმა განაცხადა, რომ Lululemon-მა არდადეგების სეზონი ძლიერი პოზიციით დაიწყო, თუმცა ომიკრონის ვარიანტის გამოჩენამ კომპანიაზე უარყოფითად იმოქმედა.
ამ კვირის ანგარიში გაყიდვებისა და მოგების მაჩვენებლებით გამოავლენს, თუ რა ზეგავლენა იქონია ომიკრონმა კომპანიაზე. თვალი ადევნეთ Lululemon-ის ინვენტარიზაციას, რათა გაიგოთ როგორი იქნება 2022 წლის დასაწყისში მიწოდების ჯაჭვის გამოწვევები.
- Chewy
შინაური ცხოველების პროდუქტების ელექტრონული კომერციის საცალო მოვაჭრე – Chewy, სავარაუდოდ, ხვალინდელ ანგარიშში გაყიდვების ძლიერ ზრდას წარადგენს. ინვესტორები მიიჩნევენ, რომ შემოსავლები 19%-მდე შენელდება, გასული წლის 24%-თან შედარებით. მიწოდების ჯაჭვმა, შეიძლება, ტრანსპორტირების ხარჯების გაზრდის გამო, მომგებიანობის გაუარესება აჩვენოს.
Chewy-ის გაყიდვების დიდი ნაწილი მოდის მომხმარებლებზე, რომლებიც ავტომატური გადაზიდვის პროგრამის ერთგულნი არიან. ამგვარი სტრუქტურა კომპანიას უნდა დაეხმაროს საცალო ვაჭრობის საბაზრო წილის დაცვაში მაშინაც კი, როდესაც ადამიანები, პანდემიის საფრთხეების შემსუბუქებასთან ერთად, პირად საყიდლებზე გადადიან.
მეორეს მხრივ, საკადრო გამოწვევები საფრთხეს უქმნის ბიზნესს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ თანამშრომლები ამ მჭიდრო შრომის ბაზარზე მაღალ ხელფასებს ითხოვენ. Chewy-ს ასევე უწევს მიწოდების ჯაჭვის საკითხების წარმართვა, მაშინაც კი, როდესაც გადაზიდვის პლატფორმაში უფრო მეტ ინვესტიციას დებს.
- McCormick
McCormick ხვალ წარადგენს თავის უახლეს საოპერაციო შედეგებს მოხსენებაში, რომელიც ინვესტორებისთვის ღირებული სიახლეებით იქნება სავსე. სანელებლებისა და არომატიზატორების გიგანტი ფისკალურ 2022 წელს იწყებს მას შემდეგ, რაც 2021 წელს შემოსავლების 11%-იანი ზრდა დააფიქსირა, რომელიც სამომხმარებლო და სარესტორნო სეგმენტებს შორის უხეშად იყო დაბალანსებული.
მენეჯმენტი მოკრძალებულ შენელებას პროგნოზირებს. ეს პროგნოზი, შესაძლოა, ხვალ, ევროპის ნაწილებში გაყიდვების შეფერხებებისა და აშშ-ს ბაზარზე მიწოდების ჯაჭვის გამოწვევების გათვალისწინებით, ოდნავ შეიცვალოს.
მაგრამ McCormick-ის გრძელვადიანი პერსპექტივა, ბაზრის მკვეთრი ზრდის პოტენციალის წყალობით, ნათელია. კომპანიის გაყიდვები გადადის უფრო მაღალი მარჟის პროდუქტებზე, როგორებიც არის ცხარე სოუსები და სანელებლები. გააერთიანეთ ეს სტაბილურად მზარდ დივიდენდებთან და თქვენ გექნებათ რამდენიმე კარგი მიზეზი, რომ განიხილოთ ამ აქციების ფლობა, თუნდაც 2022 წლის საცალო ვაჭრობის უფრო მკაცრ პირობებში.