• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

ივნისი 13, 2022
in სიახლეები
3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ
გაზიარება

გასული კვირა ინვესტორებისთვის რთული იყო, რადგან Dow Jones Industrial Average და S&P 500 5%-ით შემცირდა. ამ კლების უმეტესი ნაწილი იმ ახალ ამბავს მოჰყვა, რომ ინფლაცია 40 წლის მაქსიმუმს მიუახლოვდა, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მიერ საპროცენტო განაკვეთების მომდევნო აგრესიულ ზრდაზე მიგვანიშნებს.

თუმცა, ბევრი ინდივიდუალური აქცია კარგ შედეგს აფიქსირებდა, განსაკუთრებით დადებითი კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემთხვევაში. მოდით, გადავხედოთ სამ კომპანიას, რომელიც ამ კვირაში ანგარიშებს წარადგენს: Kroger, Jabil და Adobe.

Kroger

Kroger-ის აქციებმა დარტყმა მიიღო მას შემდეგ, რაც კონკურენტმა – Walmart-მა, გასულ თვეს, 2022 წლის მოგების პერსპექტივა შეამცირა და ხუთშაბათს [16 ივნისი] გავიგებთ, თავიდან აიცილა თუ არა სუპერმარკეტების ქსელმა მოგების ეს გამოწვევები.

არსებობს კარგი მიზეზი იმის დასაჯერებლად, რომ Kroger-ს შეუძლია თავის დიდ კონკურენტს აჯობოს. კომპანიამ გასულ კვარტალში ზრდის წყვეტა, ნაწილობრივ ახალი პროდუქტებისა და მომზადებული საკვების ნიშების გარშემო მღელვარების წყალობით აანაზღაურა. თვალი ადევნეთ შესადარებელი მაღაზიების გაყიდვებს იმაში დასარწმუნებლად, რომ Kroger-ის ბაზრის წილი იზრდება.

2022 წლის დასაწყისში Kroger-მა ხარჯები გაზარდა და ინვესტორები იმედოვნებენ, რომ, ვერტიკალურად ინტეგრირებული მიწოდების ჯაჭვის დახმარებით, კომპანია პოზიტიური იმპულსის გაზრდას შეძლებს.

Jabil

ელექტრონიკის წარმოების სპეციალისტი – Jabil თავის უახლეს კვარტალურ შედეგებს ხუთშაბათს [16 ივნისი] გამოაცხადებს. ბოლო ანგარიშის წარდგენისას კომპანიამ ყველანაირი მოლოდინებს გადააჭარბა. გაყიდვები 11%-ით გაიზარდა და კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო ერთ აქციაზე მოგების (EPS) ზრდა – 23%.

ყურადღება გაამახვილეთ Jabil-ის საოპერაციო მარჟაზე იმაში დასარწმუნებლად, რომ კომპანია კვლავ სარგებლობს მზარდი მოთხოვნით სმარტფონების, ქლაუდ სერვისებისა და საავტომობილო ნიშების მიმართულებით. გასულ კვარტალში ეს მეტრიკა გაყიდვების 5%-ზე დაბალი იყო, მაგრამ ფასების ზრდის ფონზე მატების პერსპექტივა გააჩნია.

Jabil-მა 2022 წლის პერსპექტივა ჯერ კიდევ მარტში გაზარდა და მენეჯმენტი $32.6-ის ტოლ შემოსავალს პროგნოზირებს. ეს მაჩვენებელი 2021 წლისას დაახლოებით 11%-ით აჭარბებს. საინტერესოა, კომპანიის Apple-თან პარტნიორობა რამდენად დააჩქარებს მის ზრდას.

Adobe

მიუხედავად იმისა, რომ Adobe-მა გასულ კვარტალში გაყიდვებისა და ფულადი სახსრების ნაკადების ახალი რეკორდი დაამყარა, მარტის ბოლოს კომპანიის აქციების ფასი შემცირდა. ინვესტორების მთავარი საზრუნავი ის არის, რომ პანდემიის ადრეულ ფაზებზე კომპანიის ციფრულ მედიაპროდუქტებზე მოთხოვნის გაზრდის შემდეგ, მატება შენელდება.

ეს შენელება, სავარაუდოდ, Adobe-ის გრძელვადიან პერსპექტივას არ ემუქრება. კომპანია, როგორც Kroger და Jabil,  კვარტალურ შედეგებს ხუთშაბათს გამოაცხადებს. მარტში კომპანიის წარმომადგენლებმა ივარაუდეს, რომ გაყიდვები დაახლოებით 15%-ით გაიზრდებოდა. პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 17%-ით გაიზარდა.

გარდა ამ რიცხვების მიღწევისა, ინვესტორები იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში Adobe-ს შეუძლია შემოსავლის უფრო ნათელი პერსპექტივა ჰქონდეს, რადგან სულ უფრო მეტ ბიზნესსა და მომხმარებელს შემოქმედებითი სამუშაო ქლაუდ სერვისების პლატფორმებზე გადააქვს.

წინა

2 შეცდომა, რომლის დაშვებას ინფლაციის პერიოდში უნდა მოერიდოთ

შემდეგი

3 შესანიშნავი დივიდენდური აქცია, რომლის შეძენასაც $30-ზე იაფად შეძლებთ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 შესანიშნავი დივიდენდური აქცია, რომლის შეძენასაც $30-ზე იაფად შეძლებთ

3 შესანიშნავი დივიდენდური აქცია, რომლის შეძენასაც $30-ზე იაფად შეძლებთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved