• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 სწრაფად მზარდი კომპანია, სადაც ინვესტიციის ჩადება და აქციების დიდი ხნით შენარჩუნება ღირს!

ნოემბერი 22, 2021
in სიახლეები
3 სწრაფად მზარდი კომპანია, სადაც ინვესტიციის ჩადება და აქციების დიდი ხნით შენარჩუნება ღირს!
გაზიარება
დღეს, საფონდო ბირჟაზე, ინვესტიციის ძალიან ბევრი, ერთმანეთისგან განსხვავებული საშუალება არსებობს. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ მომავალი მაინც ისეთი კომპანიებისაა, რომელთა აქციების ღირებულებაც სწრაფად იმატებს და გრძელ ვადაში კიდევ უფრო მეტი ზრდაა მოსალოდნელი. ამიტომ, სპეციალისტების აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი, რაც შეიძლება ინვესტორმა გააკეთოს, სწრაფად მზარდი აქციების ყიდვა და მათი ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნებაა. წარმოიდგინეთ, რომ შესაძლოა, ისეთი კომპანიის ფასიანი ქაღალდები შეიძინოთ, როგორებიც Netflix (NASDAQ:NFLX) და Amazon (NASDAQ:AMZN)აღმოჩნდნენ – ბოლო 10 წლის განმავლობაში, მათი ღირებულება, დაახლოებით, 1 000%-ით  გაიზარდა. ასეთი ბიზნესების აღმოჩენა არც ისე მარტივია და როგორც წესი, ინვესტორები ცდილობენ, საკონსულტაციო კომპანიის დახმარებით თუ რეკომენდაციებით იმოქმედონ. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ოფიციალური მონაცემები და ციფრები, სანამ რომელიმე ბიზნესში ფულის დაბანდებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენივე საინვესტიციო პორტფელი და ინტერესები, აწონ-დაწონოთ რისკები, შეაფასოთ სამომავლო ბენეფიტები. თუ კი გადაწყვეტთ, რომ სწრაფად მზარდი კომპანიების აქციები, თქვენთვის ყველაზე მისაღები და სწორი ინვესტიციაა, გაითვალისწინეთ ექსპერტების შეფასება – მათი თქმით, ამ სეგმენტში, დღეს სამი გამორჩეული ბრენდი არსებობს. ესენია: Electronic Arts (NASDAQ:EA), Wix.com (NASDAQ:WIX) დაTake-Two Interactive (NASDAQ:TTWO). როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ ბიზნესებს სწრაფად ზრდის პოტენციალი აქვთ, უახლოეს 10 და მომდევნო წლებშიც კი.  მოდით, ახლა, დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი:  Electronic Arts (EA) – ვიდეოთამაშების შემქმნელი კომპანიაა, რომელიც აქცენტს სპორტზე აკეთებს და ისეთი ბრენდების ფრანჩაიზებს ქმნის, როგორებიცაა, მაგალითად, FIFA Soccer და Madden NFL. EA-ს ქოლგის ქვეშ იქმნება თამაშები: The Sims, Apex Legends და Battlefield. მათი უმეტესობა წლებია, გამოდის და რეალურ სამყაროში, მათ კონკურენტები არ ჰყავთ. ეს ყველაფერი კომპანიას მარტივად ზრდის საშუალებას აძლევს. ექსპერტები ამბობენ,  რომ საკმაოდ ფართო და მზარდ ინდუსტრიასთან ერთად, EA საშუალო წლიური ზრდის ტემპით (CAGR), 2026 წლამდე, 10%-ით გაიზრდება. ასეთი პროგნოზის საფუძველს, თავის მხრივ, Electronic Arts-ის ტაქტიკაც იძლევა – კომპანია, საკმაოდ დიდ რესურსს დებს სხვა სტუდიების შეძენაში – 2021 წელს, მან 4 სხვადასხვა ბრენდი იყიდა. მათ შორის უმსხვილესია Codemasters, რომელიც Formula 1-ის თამაშებს უშვებს. ასევე –  Glu. ეს კომპანია მთელს მსოფლიოში ცნობილია მობილური კავშირგაბმულობის მიმართულებით. როგორც ექსპერტები ამბობენ, სწორედ მისი დახმარებით აპირებს EA,  მობილური თამაშების მიმართულებით გააქტიურებასა და განვითარებას. თუ Electronic Arts სწორად გამოიყენებს ახლად შეძენილ სტუდიებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებენ, შეძლებს, გრძელვადიან პერსპექტივაში, სრული გაყიდვები ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებლებზე მეტად გააუმჯობესოს. EA-ს ყველზე დიდი პროექტია FIFA Soccer. თუმცა, ყველაზე სწრაფად მზარდი უფასო თამაში Apex Legends აღმოჩნდა, რომელიც კომპანიამ 2019 წელს გამოუშვა. Electronic Arts-ის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ფრანჩაიზი წლიური შეკვეთებით $1 მილიარდს მიუახლოვდა (ვიდეოთამაშების გაყიდვების ეკვივალენტი). და ეს ფენომენალური ზრდა მაშინ დაფიქსირდა, როცა ვიდეოთამაშის შექმნიდან 3 წელიც კი არ გასულა. EA, ამ ფინანსურ წელში, $7.6 მილიარდიან სუფთა მოგებას ელოდება, საოპერაციო ფულადი ნაკადები კი, კომპანიის ხელმძღვანელობის ვარაუდით,  $1.95 მილიარდი იქნება. $40 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალით, კომპანიის აქციები დისკონტირებული ფულის ნაკადით (P/OCF) შეიძლება ივაჭრებოდეს. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო 10 წელიწადში, ვიდეოთამაშების ინდუსტრიასთან ერთად, თავად Electronic Arts-იც გაიზრდება. Wix.com – საშუალებას აძლევს კომპანიებს თუ კერძო პირებს, საკუთარი ვებგვერდები შექმნან.  აქ, სტანდარტული ვიზუალური საიტებითა და ბლოგებით დაწყებული, ელექტრონული კომერციის თუ სხვა პლატფორმების შესაქმნელად ყველა ინსტრუმენტია თავმოყრილი. ახლა, როცა პანდემიის ფონზე კიდევ უფრო დაჩქარდა ისედაც დაწყებული პროცესები,  თითქმის, ყველა ბიზნესს სურს, ინტერნეტში საკუთარი პოზიციების გამყარება და „ონლაინ“ ოპერირება. შესაბამისად, ყოველდღე იზრდება Wix.com-ის გამომწერთა რიცხვიც. 2021 წელს, კომპანია $1.27 მილიარდიან შემოსავლებს ელოდება, რაც 2020 წლის იმავე მაჩვენებელზე 28%-ით მეტია. თუ კიდევ უფრო თუ ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ 2017 წლიდან,  Wix.com საკმაოდ სტაბილურად იზრდება. არა და მაშინ, კომპანიის ღირებულება 426 მილიონი დოლარი იყო. Wix.com რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს და მათ შორისაა Business Solutions, სადაც Shopify-ს მსგავსი ელ. კომერციის შესაქმნელი ინსტრუმენტებია. 2021 წლის მეორე კვარტალში, Business Solutions-ის შემოსავალი 75%-ით გაიზარდა და $80.5 მილიონს მიაღწია. ამ ზრდის დიდი ნაწილი Wix Payments-ზე მოდის, რომელიც კომპანიის შიდა გადახდის სერვისია. Wix-ის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ 2021 წლის საერთო გადახდების მოცულობა (GPV) $10 მილიარდს მიაღწევს. თუმცა, არ უნდა გამოგვრჩეს ერთი საკითხი – კომპანიის აქციები, წელს, 20%-ით დაეცა, რაც სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ ინვესტორები, უფრო მაღალ ზრდას ელოდნენ. სამწუხაროდ, წმინდა დანაკარგებითაც წამგებიანი აღმოჩნდა. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, აქციონერებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ, რადგან Wix.com სწრაფად იზრდება, აქვს მაღალი ჯამური მარჟა და საიმედო, სტაბილური გამომწერ-მომხმარებელთა საიმედო ბაზა. $11.6 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალის პირობებში, კომპანია ინვესტორებს დიდ შემოსავლებს მოიტანს, თუ კომპანია მინიმუმ, 20%-იან ზრდას დააფიქსირებს, იმ $1.27 მილიარდიდან, რომლის მიღებასაც 2021 წელს ელოდება. Take-Two Interactive, იგივე Take-Two ვიდეოთამაშების შემქმნელი კიდევ კომპანიაა და სხვადასხვა მიმართულებით, საკმაოდ მრავალრიცხოვან ფრანჩაიზებს ფლობს. თუმცა, მისი გაყიდვების სტიმულირება 3 ძირითადი მსხვილი პროდუქტით ხდება: საქართველოში ძალიან პოპულარული Grand Theft Auto (GTA), Red Dead Redemption (RDR) და NBA 2K. ეს უკანასკნელი FIFA Soccer-ისა და Madden NFL-ის მსგავსი თამაშია, განახლებებს ყოველ წელს უშვებს და მომხმარებელს სხვადასხვა ინტერაქციულ („ონლაინ“) მომსახურებას სთავაზობს. თუმცა, მასზე გაცილებით მასშტაბური თამაშებია GTA და RDR. ოღონდ, მათი განახლებები 10 წელიწადში, ერთხელ ან ორჯერ გამოდის, მთავარ შემოსავალს კი „ონლაინ“ მომსახურებებით იღებენ. ესენია: GTA Online and RDR Online – ორივე მათგანი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ზრდისა და გაყიდვების თვალსაზრისით, საკმაოდ სწრაფად მზარდია. სწორედ ამან მოუტანა, კომპანიას, 2021 წლის ფისკალურ წელიწადში, მიმდინარე სამომხმარებლო ხარჯების სეგმენტის 37%-იანი ზრდა. ამავე პერიოდში, წმინდა ჯავშნების მაჩვენებელმა 17%-ით მოიმატა. „ონლაინ“ სერვისების თანმიმდევრული გამოყენებით, Take-Two-ს მომსახურებები კიდევ უფრო საიმედოა, ვიდრე თუნდაც, 5 და 10 წლის წინ იყო, როდესაც მისი ფინანსები მხოლოდ გაყიდული თამაშების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული. ახალი GTA-თი (Take-Two-ს ყველაზე დიდ ფრანჩაიზი), რომელიც რამდენიმე წელიწადში გამოვა, „ონლაინ“ სერვისებთან ერთად, თავად თამაშის გაყიდვებითაც გაიზრდება. ბოლო 10 წლის განმავლობაში, Take-Two-ს აქციები უკვე გაიზარდა 1 000%-ით. $21 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალითა და $1 მილიარდზე მეტი ფულადი სახსრების წარმოქმნით, კომპანიის ხელმძღვანელების ვარაუდით, მათ აქციებს იგივე ბრუნვა ექნებათ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში.  
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

რა არის ინვესტიცია?

შემდეგი

4 საუკეთესო ETF, რომელიც AI კომპანიების აქციებით ვაჭრობს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
4 საუკეთესო ETF, რომელიც AI კომპანიების აქციებით ვაჭრობს

4 საუკეთესო ETF, რომელიც AI კომპანიების აქციებით ვაჭრობს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved