• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ტოპ 2 მომგებიანი აქცია, რომელსაც $10-ზე ნაკლებად შეიძენთ

აპრილი 7, 2022
in სიახლეები
ტოპ 2 მომგებიანი აქცია, რომელსაც $10-ზე ნაკლებად შეიძენთ
გაზიარება

ყველა ისეთი აქციის ყიდვა, რომლის ფასიც ერთნიშნაა, სპეკულაციური ინვესტიცია არ არის. მართალია ბევრი მათგანი მართლაც სპეკულაციურია, მაგრამ ამ ფასების დიაპაზონში შეგიძლიათ იპოვოთ წარმატებული კომპანიები, რომლებიც მოცემულ მომენტში უბრალოდ ბაზრის ფავორიტები არ არიან.

განვიხილოთ, მაგალითად, Sirius XM Radio და Tencent Music Entertainment. ამ ორ კომპანიას ბევრი საერთო აქვს. თავიანთ საშინაო ბაზრებზე ისინი მომავალი თაობის მუსიკალურ პლატფორმებში ლიდერები არიან. ორივე ასევე თანმიმდევრულად მომგებიანია და ამჟამად მათი აქციები ბაზარზე $10-ზე ნაკლებ ფასად მიმოიქცევა. მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი.

Listening To Sirius XM Radio

Sirius XM Radio

სატელიტური რადიო უფრო დიდია ვიდრე ოდესმე. Sirius XM-მა ეს წელი რეკორდული 32 მილიონი ანგარიშით დაიწყო. შეიძლება იფიქროთ, რომ პრემიუმ სატელიტური რადიო არ იქნება მზარდი ბაზარი, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ადვილია სმარტფონის დაკავშირება თქვენი მანქანის აუდიო სისტემასთან და ამ გზით სტრიმინგ სერვისების მოსმენა. ბოლო 11 წლის განმავლობაში კომპანიამ ყოველწლიურად (გარდა ერთისა) თვითგადამხდელი გამომწერების რაოდენობა მინიმუმ 1 მილიონით გაზარდა. მენეჯმენტმა თებერვალში, ამ წლისთვის, ივარაუდა მხოლოდ ნახევარი მილიონით მატება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ მზარდი აუდიტორიაა.

აქციები ბაზარზე დაბალ ფასად ($6.58) მიმოიქცევა, რადგან კომპანიას ბრუნვაში ძალიან დიდი რაოდენობის აქციები აქვს, მაგრამ მენეჯმენტი ამაზე მუშაობს. Sirius XM-მა შარშან $1.83 მილიარდის მოცულობის ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადი გამოიმუშავა და ის ამ ფულის უმეტეს ნაწილს უბრუნებს აქციონერებს დივიდენდების და რაც მთავარია აქციების გამოსყიდვის სახით. Sirius XM-ის აქციების რაოდენობამ 2012 წელს 6.9 მილიარდს მიაღწია, მაგრამ ახლა თითქმის 4 მილიარდამდე არის შემცირებული. Sirius XM-ის P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ამჟამად 20-ს შეადგენს.

 

Tencent Music Entertainment

როგორც წესი, თქვენ ვერ ნახავთ ციფრულ მუსიკალურ პლატფორმებს დაბალ ფასად, მომგებიანი კომპანიების სიაში, მაგრამ Tencent Music Entertainment გამონაკლისია. ამჟამად კომპანიის თითო აქციის ფასი $5.06-ს შეადგენს. Tencent Music-ის ჯანსაღი წმინდა მოგების გასაღები არის მაღალი მარჟის მქონე სოციალური კარაოკე პლატფორმა და ვირტუალური საჩუქრების ძლიერი ციფრული სისტემა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს თავიანთ საყვარელ შემსრულებლებს საჩუქრები გაუგზავნონ.

Tencent Music -ს ყოველთვიურად, მობილური მოწყობილობების საშუალებით, 615 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. მათი უმეტესობა უფასო სერვისებს იყენებს, მაგრამ Tencent Music -ის აპლიკაციას 76.2 მილიონი ფასიანი ანგარიშის მომხმარებელი და სოციალური გართობის კუთხით 9 მილიონი გადამხდელი მომხმარებელი გააჩნია.

კომპანია საჯარო 2018 წელს გახდა, როდესაც ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტს – Tencent-ს გამოეყო, მაგრამ მისი ზრდა უკვე ნელდებოდა და ამის შემდეგ კიდევ უფრო მკვეთრად შენელდა:

  • 2017 – 152%
  • 2018 – 73%
  • 2019 – 34%
  • 2020 – 15%
  • 2021 – 7%

გარდა ამისა, მეოთხე კვარტალში შემოსავალი 9%-ით შემცირდა. სოციალური გართობის ბაზარი ახლა უფრო კონკურენტუნარიანია, მაგრამ ანალიტიკოსები მომავალ წელს კომპანიის შემოსავლის ზრდას ვარაუდობენ. კომპანია, ორიგინალური შინაარსის შეთავაზების გასაძლიერებლად, ბაზრის ლიდერობას იყენებს და ცდილობს ახალი შემსრულებლების ჩამოყალიბებაში უფრო დიდი როლი ითამაშოს. ჩინურ კომპანიაში ინვესტირებას თან ახლავს დამატებითი რისკები. ასევე სამართლიანია იმის თქმა, რომ მუსიკალური პლატფორმების აქციები შეიძლება მერყევია. თუმცა, კომპანია, რომელსაც განვითარების პოტენციალი გააჩნია და მისი აქციები ასეთ დაბალ ფასად იყიდება, შეიძლება, მომხიბვლელი საინვესტიციო შესაძლებლობა იყოს.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ ავიაკომპანიების აქციების ფასები?

შემდეგი

გაანადგურებს თუ არა Fed საფონდო ბირჟას?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გაანადგურებს თუ არა Fed საფონდო ბირჟას?

გაანადგურებს თუ არა Fed საფონდო ბირჟას?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved