• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

2 მიზეზი Amazon-ის აქციების დღესვე შესაძენად

აგვისტო 26, 2022
in სიახლეები
2 მიზეზი Amazon-ის აქციების დღესვე შესაძენად
გაზიარება

28 ივლისს მეორე კვარტლის ანგარიშის წარდგენისას Amazon-მა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები დააფიქსირა და უოლ სტრიტის მრავალ პროგნოზს აჯობა. 26 ივლისიდან 18 აგვისტომდე კომპანიის აქციების ფასი 24%-ით გაიზარდა.

თუმცა, ამაზონის აქციებს ზრდისთვის სივრცე ჯერ კიდევ აქვს. კომპანიის ბოლო ორი შესყიდვა განსაკუთრებით პერსპექტიულია.

პირველი მიზეზი

Amazon-მა ივლისი-აგვისტოს პერიოდში შესყიდვები განახორციელა. მისი პირველი შესყიდვა იყო გამომწერებზე დაფუძნებული ჯანდაცვის კომპანია – 1Life Healthcare ($3.9 მილიარდად), რომელიც ცნობილია, როგორც One Medical. შესყიდვის შემდეგ Amazon ჩაერთვება ჯანდაცვაში – ინდუსტრიაში, რომელსაც კომპანია მანამდე აკვირდებოდა. One Medical-ის მისიისა და Amazon-ის უნიკალური რესურსების გათვალისწინებით, ეს შესყიდვა, სავარაუდოდ, ძალიან ხელსაყრელი იქნება.

ტელემედიცინის სერვისების პოპულარობა პანდემიის პერიოდში გაიზარდა – ვირტუალური ჯანდაცვის კომპანიის – Teladoc Health-ის აქციებმა მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა.

თუ შესყიდვა წარმატებული იქნება, ქვეყნის მასშტაბით ამაზონი One Medical-ის თითქმის 200 ლოკაციასა და დაახლოებით 770,000 პაციენტზე მოიპოვებს კონტროლს, რაც Teladoc-ს მნიშვნელოვნად აღემატება. გარდა ამისა, ამაზონს აქვს შანსი, რომ საქმეში ჩართოს საკუთარი ტექნოლოგიები, როგორიც არის უბადლო მიწოდების ინფრასტრუქტურა და ჩამოყალიბებული სააბონენტო სერვისი მთელ მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი წევრით. ჯანდაცვის ინდუსტრიაში შესვლა, შეიძლება, არც თუ ისე ადვილი იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამაზონს ამ მიმართულებით წარმატების მიღწევის დიდი პოტენციალი აქვს.

მეორე მიზეზი

5 აგვისტოს Amazon-ის მენეჯმენტმა სამომხმარებლო რობოტექნიკის კომპანიის – iRobot-ის შეძენის გეგმების შესახებ გამოაცხადა – გარიგება $1.7 მილიარდს აღწევს. One Medical-თან შედარებით, შესყიდვა, სავარაუდოდ, ნაკლებად სარისკოა და კომპანიის ამჟამინდელ პროდუქციის ხაზში კარგად ჯდება.

ამაზონი წლების განმავლობაში ჭკვიანი სახლის ინდუსტრიაში თანდათან შემოიჭრა Alexa-ს მხარდაჭერილი პროდუქტების ხაზით, როგორიც არის ჭკვიანი დინამიკები, მაღვიძარა, თერმოსტატები და უსაფრთხოების კამერები. გარდა iRobot-ის წარმოუდგენლად პოპულარული რობოტი მტვერსასრუტებისა, ამაზონის მიერ კომპანიის შესყიდვას თან მოაქვს სამომხმარებლო რობოტექნიკის ექსპერტთა გუნდის უპირატესობები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი გააძლიერონ კომპანიის ჭკვიანი პროდუქტების ასორტიმენტი და მზარდ ინდუსტრიაში მისი პოზიციები გაამყარონ.

Amazon Stock

შესაძლებლობა ინვესტორებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ივლისის შემდეგ Amazon-ის აქციების ფასი გაიზარდა, 2021 წლის ნოემბერში მიღწეული ნიშნულიდან ის მაინც დაახლოებით 24%-ით არის შემცირებული. გარდა ბოლო შესყიდვებისა, კომპანიას რამდენიმე პერსპექტიული შესაძლებლობა აქვს, რამაც ინვესტორები უნდა აღაფრთოვანოს. Amazon-ის სარეკლამო მცდელობები კომპანიისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან სეგმენტმა ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში $33.9 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა.

სექტემბერში ამაზონის სტრიმინგ სერვისს – Prime Video-ს რამდენიმე საინტერესო განვითარება აქვს, მათ შორის NFL-ის ხუთშაბათის ღამის ფეხბურთის ექსკლუზიური მაუწყებლობა და ბეჭდების მბრძანებლის შესახებ გადაღებული სერიალის – The Rings of Power-ის პრემიერა. ორივე კონტენტის დამატებას მილიონობით მაყურებლის მოზიდვის პოტენციალი გააჩნია, ხოლო ხუთშაბათის ღამის ფეხბურთს შეუძლია კომპანიის უკვე წარმატებული სარეკლამო მიმართულებაც გააძლიეროს.

Amazon-ს წინ ნათელი მომავალი აქვს და მისი პერსპექტივები კომპანიას შესანიშნავ საინვესტიციო შესაძლებლობად აქცევს.

წინა

საფონდო ბირჟაზე ფულის მარტივად გამომუშავების 3 საიდუმლო

შემდეგი

რატომ შეიძლება თქვენი ინვესტიციების იგნორირება ფინანსურად სასარგებლო იყოს?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შეიძლება თქვენი ინვესტიციების იგნორირება ფინანსურად სასარგებლო იყოს?

რატომ შეიძლება თქვენი ინვესტიციების იგნორირება ფინანსურად სასარგებლო იყოს?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved