• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

2 შესანიშნავი აქცია, რომლის ყიდვაც $50-ზე ნაკლებად შეგიძლიათ

აპრილი 6, 2022
in სიახლეები
2 შესანიშნავი აქცია, რომლის ყიდვაც $50-ზე ნაკლებად შეგიძლიათ
გაზიარება

საჯარო კომპანიები ხშირად აქციების ფასების კონტექსტში განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო კაპიტალიზაცია უფრო სასარგებლო საზომია აქციების ნამდვილი ღირებულების დასადგენად, როდესაც საქმე ყიდვასა და გაყიდვას ეხება, საბოლოოდ აქციის ფასი უნდა იყოს გათვალისწინებული.

ონლაინ ბროკერების მეშვეობით ფრაქციული აქციების ხელმისაწვდომობის გამო, დღეს აქციების ფასი კიდევ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ადრე. მაგრამ მათთვის, ვისაც ჯერ ფრაქციულ აქციებზე წვდომა არ აქვს, არსებობს ძლიერი ბიზნესები დაბალფასიანი აქციებით. ამ სტატიაში გაეცნობით ორ კომპანიას, ნათელი მომავლით, რომელთა აქციების შეძენაც ამჟამად $50-ზე ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი.

Outset Medical
  1. Outset Medical

იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც თირკმლების დაავადება აწუხებთ, დიალიზით მკურნალობის პროცესი შრომატევადი და ძვირია. დადგენილია, რომ ფართოდ გავრცელებული თირკმლის დაავადების მკურნალობაზე დახარჯული თანხა ყოველწლიურად დაახლოებით $73 მილიარდს შეადგენს. Outset Medical ცდილობს შეცვალოს მეთოდი თუ როგორ მკურნალობენ პაციენტს თავისი დიალიზის აპარატით – Tablo. ეს მოწყობილობა უკვე დაამტკიცა FDA-მ (აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია), ის კომერციულად ხელმისაწვდომია და უკვე 80%-ით შეამცირა ინტენსიური თერაპიის განყოფილების (ICU) ხარჯები. Tablo ასევე შეიძლება პაციენტებმა სახლში, პროფესიონალი სამედიცინო პერსონალის გარეშე გამოიყენონ.

ფისკალური 2021 წლისთვის, Outset-მა $103 მილიონის ტოლი შემოსავალი გამოიმუშავა, რაც 2020 წელთან შედარებით 105%-იანი ზრდაა. ამ შემოსავლებიდან $84 მილიონი მოდის მოწყობილობების და მათთან დაკავშირებული ნივთების გაყიდვაზე, ხოლო $18 მილიონი მომსახურების ხელშეკრულებებზე და იმ ქლაუდ ინფრასტრუქტურის გამოწერებზე, რომლებიც ექიმს საშუალებას აძლევს პაციენტის მიერ სახლში მოწყობილობის გამოყენებას თვალყური ადევნოს.

2021 წელს მთლიანი მოგება 158%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანი მარჟა 33.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. Outset-მა $132 მილიონის ოდენობით წმინდა ზარალი დააფიქსირა, მაგრამ ეს მეტრიკა უმჯობესდება. შემოსავლის პროცენტული მაჩვენებლით თუ განვსაზღვრავთ, ის 2021 წელს 128%-ს შეადგენდა, 2020 წელს კი – 243%-ს.

Outset ჯერ კიდევ მცირე კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $2.2 მილიარდს შეადგენს. 2022 წლისთვის კომპანია ვარაუდობს შემოსავლის 38%-46%-ით ზრდას. კომპანიის P/S (ფასი/გაყიდვები) კოეფიციენტი 20-ს შეადგენს. ეს არ არის იაფი, მაგრამ 1 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 34%-ით ნაკლებია. Outset Medical-ის თითო აქციის ფასი ახლა $47.43-ს შეადგენს.

ამჟამინდელი შეფასების პირობებშიც კი, იმ შემთხვევაში, თუ Tablo-ს სისტემა გაამართლებს, Outset შესანიშნავ ინვესტიციას ჰგავს.

Progyny
  1. Progyny

Progyny ისწრაფვის სამყაროსკენ, სადაც ყველას, ვისაც შვილის ყოლა სურს, ამის მიღწევა შეუძლია. ეს არის კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ნაყოფიერებასა და ოჯახის შექმნაში. Progyny აშშ-ის კომპანიების თანამშრომლებს კლინიკურ და ემოციურ დახმარებას სთავაზობს.

კომპანიამ 2021 წელი 191 კლიენტით დაასრულა, რაც 2020 წლის ბოლოს მაჩვენებელზე 42%-ით მეტია. გარდა ამისა, სულ უფრო მეტი წევრი სარგებლობს Progyny-ის სერვისებით. 2021 წლისთვის შემოსავალი 45%-ით – $501 მილიონამდე გაიზარდა, მთლიანი მოგება კი 60%-ით – $112 მილიონამდე, ხოლო წმინდა მოგება იყო $66 მილიონი, რაც 2020 წლის ამავე მაჩვენებელთან შედარებით 42%-ით მეტია. კომპანიის მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ პირველ კვარტალში შემოსავალი 35%-დან 39%-მდე გაიზრდება, ხოლო წლის განმავლობაში – 46%-დან 55%-მდე.

Progyny-ის აქციებმა, მას შემდეგ, რაც კომპანია 2019 წლის ბოლოს საჯარო გახდა, S&P 500-ს 166%-ით აჯობა. Progyny-ის P/S კოეფიციენტი ამჟამად 10-ს შეადგენს, ხოლო თითო აქციის ფასი – $48.07-ს.

Progyny-ის 2021 წლის შემოსავალი, რომელიც $501 მილიონს შეადგენდა, აჩვენებს, თუ რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ბიზნესს. ძლიერი შედეგები, ჯანსაღი მისწრაფებები 2022 წლისთვის და პოტენციური საბაზრო შესაძლებლობები ამ კომპანიის აქციებს შესანიშნავ საინვესტიციო შესაძლებლობად აქცევს.

წინა

3 თვისება, რომელიც ინვესტირებაში დაგეხმარებათ

შემდეგი

შეუძლია Amazon-ს 2032 წლისთვის მილიონერად გაქციოთ?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
შეუძლია Amazon-ს 2032 წლისთვის მილიონერად გაქციოთ?

შეუძლია Amazon-ს 2032 წლისთვის მილიონერად გაქციოთ?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved