საკუთარ თავში ინვესტირება არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც შეგიძლიათ. ის აერთიანებს პიროვნული ზრდისკენ, განვითარებისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვას, რაც უზრუნველგყოფთ დივიდენდებით ცხოვრების ყველა ასპექტში. ინვესტიციის ტრადიციული გაგება ფოკუსირებულია ფინანსურ ანაზღაურებაზე, საკუთარ თავში ინვესტირება კი მოიცავს სტრატეგიების უფრო ფართო სპექტრს, რომლებიც მიზნად ისახავს უნარების, ცოდნის, ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას. დღევანდელ სტატიაში კი განვიხილავთ 18 საუკეთესო გზას ამ ტრანსფორმაციული მოგზაურობის დასაწყებად.
1. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე
ძალიან მნიშვნელოვანია გაიგოთ, თუ რა გაგაძლიერებთ. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. ეს თქვენი ცხოვრებაა. რაც გაქვთ და რასაც აკეთებთ, ყველაფერი თქვენი პასუხისმგებლობაა. თავად ხართ ის ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას თქვენს მომავალზე და არა მშობლები, მასწავლებლები, უფროსები ან პარტნიორები.
ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ადამიანების აზრები არ უნდა გაითვალისწინოთ. მაგრამ, გახსოვდეთ, ახლა რასაც ფლობთ და რა თანამდებობაზეც ხართ, 99%-ით თქვენი გადაწყვეტილებებისა და შრომის შედეგია.
შეგიძლიათ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოთ. შეწყვიტეთ თქვენი წარუმატებლობის გამო მშობლების, ეკონომიკის ან უფროსის დადანაშაულება. აიღეთ პასუხისმგებლობა და ცხოვრება გახადეთ უფრო საინტერესო.
2. დაისახეთ S.M.A.R.T. მიზნები
მკაფიო მიზნების გარეშე ცხოვრებისეული მოგზაურობა უმიზნო აურზაურია. ბევრი იფიქრეთ, თუ რისი მიღწევა გსურთ, დასახეთ მიზნები და იმოქმედეთ.
S.M.A.R.T. კრიტერიუმები დაგეხმარებათ მიზნების დასახვასა და მათ მიღწევაში. ეს აბრევიატურა გამოხატავს, რომ მიზანი, რომელსაც დაისახავთ უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროში გაწერილი.
3. ისწავლეთ, როგორ მუშაობს ფული
წაიკითხეთ წიგნები, ბლოგები და მოუსმინეთ პოდკასტებს ფინანსების შესახებ. გაიგეთ, როგორ უნდა გამოიმუშაოთ და დაზოგოთ ფული. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი სამუშაო, იმის ცოდნა, თუ როგორ მუშაობს ფული, დაგეხმარებათ, საგრძნობლად გაზარდოთ შემოსავალი.
4. იზრუნეთ თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე
ივარჯიშეთ, მიირთვით ჯანსაღი პროდუქტები, დალიეთ ბევრი წყალი და დანერგეთ სასარგებლო ჩვევები ცხოვრების წესში. დაიძინეთ საკმარისად, შეამცირეთ სტრესი ან ისწავლეთ, როგორ მართოთ იგი. გააკეთეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ თქვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ცხოვრების წესის გასაჯანსაღებლად, რათა იცხოვროთ ხანგრძლივად და ბედნიერად.
5. იზრუნეთ თქვენს ემოციურ ჯანმრთელობაზე
ცხოვრებაში ყველას ერთხელ მაინც სჭირდება ფსიქოლოგთან საუბარი. პანიკის შეტევები, ტოქსიკური ურთიერთობები, ცუდი განწყობა, სტრესი და ა. შ. ანადგურებს თქვენს ენერგიას, ხარჯავს დროს და ხელს გიშლით ბედნიერად ცხოვრებაში.
გირჩევთ, იფიქროთ ემოციურ საკითხებზე. გაითავისუფლეთ გონება და ორიენტაცია მოახდინეთ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ცხოვრება გაძლევთ.
6. მუდმივად გააუმჯობესეთ თქვენი პროფესიული უნარები
ადამიანების შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყაროა მათი ყოველდღიური სამუშაო. როდესაც მუდმივად ვაუმჯობესებთ ჩვენს კვალიფიკაციას, ვხდებით უფრო კარგი პროფესიონალები.
7. ისწავლეთ რაღაც ახალი
მუდმივად ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში, განივითარეთ ახალი უნარები და გამოიმუშავეთ შემოქმედებითი აზროვნება.
8. დახარჯეთ გონივრულად და დაზოგეთ
შეამოწმეთ თქვენი ხარჯები და დამოკიდებულება მათ მიმართ. ნუ დახარჯავთ ფულს იმაზე, რაც არ გჭირდებათ ან არ შეეფერება თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს. გამოყავით გარკვეული თანხა შემოსავლიდან. გადაინახეთ მინიმუმ 10% თითოეული ანაზღაურებიდან, რათა დაზოგოთ ფული და ინვესტირების დაწყება შეძლოთ.
9. გახსენით საინვესტიციო ანგარიში
ფულს მხოლოდ საბანკო ანგარიშზე ნუ შეინახავთ. ფულმა უნდა იმუშაოს. გაეცანით საფონდო ბირჟაზე ინვესტირების საფუძვლებს, დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით და ნელ-ნელა ინვესტირება თქვენი ცხოვრების წესად იქცევა.
10. შეინარჩუნეთ ურთიერთობა მეგობრებთან და ოჯახთან
დაუთმეთ დრო ურთიერთობის გამყარებასა და შენარჩუნებას. მუდამ გახსოვდეთ, რომ ურთიერთობები ჩვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.
11. მოსახერხებლად მოაწყვეთ სახლი ან პირადი სივრცე
შექმენით საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად და სამუშაოდ. ეს უნდა გახდეს გარემო, რომელიც დაგეხმარებათ, დაისვენოთ, ისიამოვნოთ და პიროვნულად გაიზარდოთ.
12. გათავისუფლდით დანაშაულის გრძნობისგან
გადალახეთ ნებისმიერი დანაშაულის გრძნობა, რომელიც გაქვთ. ეს დამანგრეველი შეგრძნებაა. თუ ვინმესთვის ბოდიშის მოხდა გჭირდებათ, ეს მალევე გააკეთეთ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აპატიეთ საკუთარ თავს, რომ არ ხართ ის, ვინც წლების წინ წარმოგედგინათ. იმის ნაცვლად, რომ გავბრაზდეთ საკუთარ ცხოვრებაზე, უმჯობესია მას შევხედოთ, როგორც გაკვეთილს, გამოვიტანოთ დასკვნები და გავაგრძელოთ განვითარება.
13. შეიქმენით პოზიტიური განწყობა
მოიშორეთ ტოქსიკური ურთიერთობები, არაჯანსაღი ჩვევები. პოზიტიურ გარემოში დარჩენა და ნეგატივის მინიმუმამდე შემცირება მკვეთრად გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას.
14. ისწავლეთ „არას“ თქმა
„არას“ თქმა დანაშაული არ არის. იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ ამის გაკეთება შეძლოთ. სრულიად მიზანშეწონილია უარი თქვათ იმაზე, რაც არ მოგიტანთ სიხარულს, პირიქით, დაკარგავს თქვენს დროს, ენერგიას და რესურსებს.
15. ისწავლეთ „დიახ“-ის თქმა
იყავით გახსნილი ახალი შესაძლებლობების, გამოცდილებების, ურთიერთობებისა და ჩვევებისთვის მიმართ.
16. იმოგზაურეთ
როგორც წმინდა ავგუსტინე ამბობდა, სამყარო წიგნია და ვინც არ მოგზაურობს, მხოლოდ ერთ გვერდს კითხულობს.
17. ისწავლეთ, როგორ მიიღოთ კრიტიკა
კრიტიკოსები უბრალოდ მიმომხილველები არიან. შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება კრიტიკის მიმართ. თუმცა, ზოგჯერ კრიტიკა ზუსტია და ჩვენ შეიძლება მოვუსმინოთ კიდეც. ხანდახან კი ეს არარელევანტურია, ამიტომ არ არის საჭირო, ყველაფერს ყურადღება მიაქციოთ.
18. მიჰყევით მხოლოდ თქვენს ჭეშმარიტ მიზნებს
ისწავლეთ განსხვავების პოვნა თქვენს ნამდვილ მიზნებსა და სხვა ადამიანების მიერ თავს მოხვეულ სურვილებს შორის. იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით. ზოგი ფიქრობს, რომ ლამაზი მანქანის, დიდი სახლის, ან ძვირადღირებული ტანსაცმლის ქონა პრესტიჟულია. ეს შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ, ამასთანავე, არც გჭირდებოდეთ. შესაძლოა, კონკრეტულად თქვენ, გულის სიღრმეში მანქანის შეძენაზე მეტად მოგზაურობა გსურდეთ. ამიტომ, კარგად გაერკვიეთ საკუთარ ჭეშმარიტ მიზნებში და მხოლოდ მათ მიჰყევით.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.