მიუხედავად იმისა, რომ საფონდო ბაზარი გაურკვევლობით არის სავსე, მაინც არსებობს გარკვეული აპრობირებული მიდგომები რომლებიც დაეხმარება ინვესტორს გაზარდოს გრძელვადიანი წარმატების შანსები.
ზოგიერთი ინვესტორი ხელიდან უშვებს მოგების მიღების შესაძლებლობას, ეს კი მაშინ ხდება როდესაც ისინი ყიდიან ღირებულ ფასიან ქაღალდებს, ხოლო ინარჩუნებენ არაეფექტურ აქციებს, რომელთა აღდგენის და დაბრუნების იმედიც აქვთ. მაგრამ რეალურად, ღირებული აქციები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, ხოლო წამგებიანი აქციები დაეცეს ნულამდე.
როგორ უნდა მოვიქცეთ წარმატებული გრძელვადიანი ინვესტირებისათვის
1. იარე გამარჯვებისკენ
ცნობილი პიტერ ლინჩი გვესაუბრება ე.წ. „ten baggers” – ინვესტიციებზე, ანუ ორგანიზაციებზე, რომელთა აქციების ღირებულებაც ათჯერ გაიზარდა. ლინჩი წარსულში მიღწეულ შედეგს სწორედ მის პორტფელში ამ აქციების მცირე რაოდენობას მიაწერდა.
თუმცა აღნიშნული მეთოდი შეიცავს აქციებზე დამოკიდებულებას, სინამდვილეში კი საჭიროა დისციპლინა რომ მისმა ზრდამ და თანაც მრავალჯერ არ გვაფიქრებინოს მისი გაყიდვა, რადგან მიუხედავად ფასის ზრდისა შესაძლოა ჯერ კიდევ არსებობდეს ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი.
2. გაყიდე დამარცხებული
არ არსებობს გარანტია იმისა, რომ აქცია მრავალხნიანი ვარდნის შემდეგ აღდგება, ამ დროს კი მნიშვნელოვანია იყოთ რეალისტური მით უფრო თუ ეს არაეფექტური ინვესტიციებს და მის პერსპექტივას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ზარალიანი აქციების შეძენამ შეიძლება ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს ეს არ არის სირცხვილი, პირიქით ეს უკეთესია რადგან შეცდომების აღიარება მოიტანს ინვესტიციების გაყიდვას რაც შეაჩერებს შემდგომ ზარალს.
ორივე სცენარში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომპანიების შეფასებას და მათ შედეგებს, რათა დადგინდეს, ამართლებს თუ არა ფასი მომავალ პოტენციალს.
3. ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე
ინვესტიციის მოკლევადიანი ცვლილების გამო პანიკის ნაცვლად, უმჯობესია თვალყური ადევნოთ დიდ სურათს. გქონდეთ ნდობა ინვესტიციისადმი უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში და ნუ იმოქმედებთ მოკლევადიანი ცვალებადობის გავლენით.
ზედმეტად ნუ გაუსვავთ ხაზს რამდენიმე ცენტიან სხვაობას. რა თქმა უნდა, აქტიური ტრეიდერები იყენებენ მოკლე პერიოდულ რყევებს მოგების მისაღებად. მაგრამ გრძელვადიანი ინვესტორები წარმატებას მიაღწევენ გაცილებით უფრო გრძელვადიან პერიოდში.
4. გადაამოწმეთ მონაცემები და ინფორმაციის წყაროები
წყაროს მიუხედავად, არასოდეს მიიღოთ რჩევა საბოლოო ვარიანტად. ყოველთვის გააკეთეთ თქვენი საკუთარი ანალიზი კომპანიასთან დაკავშირებით, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება თქვენი შრომით გამომუშავებული ფულის ინვესტირების საკითხზე.
რჩევები ზოგჯერ იშლება ან რედაქტირდება, ეს კი დამოკიდებულია წყაროს სანდოობაზე, თუმცა არ დაგავიწყდეთ რომ გრძელვადიანი წარმატება მოითხოვს ღრმა კვლევას.
5. აირჩიე სტრატეგია და მიჰყევი მას
აქციების არჩევის მრავალი გზა არსებობს თუმცა მნიშვნელოვანია ერთი მიმართლების არჩევა და დაცვა. სხვადასხვა მიდგომებს შორის მერყეობა ზრდის რისკს, ეს კი ინვესტორთათვის საშიში ტერიტორიაა.
იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ დაემორჩილა ალბათ ყველაზე დიდი ინვესტორი უორენ ბაფეტი თავის ღირებულებებზე ორიენტირებულ სტრატეგიას ამით კი თავი აარიდა 90-იანი წლების ბოლოს დოტკომის ბუმს – შესაბამისად, თავიდან აიცილა მნიშვნელოვანი დანაკარგები, ეს კი მაშინ როდესაც ტექნიკური სტარტაპები კრახს განიცდიდნენ.
6. ნუ გადააჭარბებთ P/E თანაფარდობას
ინვესტორები ხშირად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფასის მოგებასთან ფარდობის კოეფიციენტს, მაგრამ ზედმეტი აქცენტის გაკეთება არ არის რეკომენდებული. P/E კოეფიციენტები საუკეთესოდ გამოიყენება სხვა ანალიტიკურ პროცესებთან ერთად.
ზუსტად ამ მიზეზის გამო დაბალი P/E კოეფიციენტი სულაც არ ნიშნავს ფასიანი ქაღალდების დაბალ ღირებულებას, ისევე როგორც არც მაღალი P/E კოეფიციენტი აუცილებლად არ ნიშნავს კომპანიის მაღალ ღირებულებას.
7. ფოკუსირება მოახდინეთ მომავალზე და იფიქრეთ გრძელვადიან პერსპექტივაზე
ინვესტიცია მოითხოვს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას. წარსული მონაცემები შეიძლება მიუთითებდეს მომავლის სცენარზე, მაგრამ ეს არასდროს არის გარანტირებული და მისი ზუსტი პროგნოზირება მაინც შეუძლებელია.
1989 წელს პიტერ ლინჩმა თავის წიგნში “One Up on Wall Street” თქვა: “საკუთარ თავს მუდამ ვეკითხებოდი: “როგორ შეიძლება რომ ეს აქცია გაძვირდეს?” მე არ ვიყიდი სუბარუს აქციებს რადგან ის უკვე ოცდახუთჯერ არის გაზრდილი. მაგრამ შევამოწმე საფუძვლები და მივხვდი, რომ სუბარუ ჯერ კიდევ იაფი იყო, ვიყიდე აქციები და მის შემდეგ კიდევ შვიდჯერ შევასრულე იგივე ოპერაცია“.
მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან ვაჭრობას შეუძლია მოგების გენერირება, გრძელვადიანი ინვესტიცია უფრო დიდ წარმატებას მოასწავებს. აქტიურ ვაჭრობას/მოკლევადიან ვაჭრობას შეუძლია ფულის გამომუშავება, თუმცა ეს უფრო მეტ რისკს შეიცავს, ვიდრე ყიდვა–შენახვის სტრატეგია.
8. იყავით გონებაგახსნილი
ბევრი დიდ კომპანიას ვიცნობთ მათი რეპუტაციისა და საქმიანობიდან გამომდინარე, თუმცა არსებობს ისეთი კომპანიებიც, რომელთაც მიუხედავად კარგი საინვესტიციო ფასიანი ქაღალდის ქონისა უჭირთ ბრენდის ცნობადობის ნაწილში. გარდა ამისა, ათასობით პატარა კომპანიას აქვს პოტენციალი რომ ხვალი დიდი მოთამაშე გახდეს. სინამდვილეში, მცირე კაპიტალის აქციები ისტორიულად უფრო მეტ შემოსავალს აჩვენებდნენ, ვიდრე მათი დიდი კაპიტალის კოლეგები.
1926 წლიდან 2017 წლამდე, აშშ-ში მცირე კაპიტალის აქციების უკუგება საშუალოდ 12.1%, ხოლო Standard & Poor’s 500 Index (S&P 500) უკუგება 10.2%.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი თქვენი პორტფელი უნდა დაუთმოთ მცირე კაპიტალის აქციებს. მაგრამ გასათვალისწინებელია რომ Dow Jones Industrial Average-ის (DJIA) მიღმა ბევრი დიდი კომპანიაა.
9. არ შეიძინოთ Penny Stocks (აქციები რომელთა ფასი 1 აშშ დოლარზე ნაკლებია)
ზოგიერთი შეცდომით თვლის, რომ დაბალი ფასის აქციები ამცირებს რისკსა და დანაკარგს. მაგრამ 5$-ის აქცია დაეცემა $0-მდე, თუ $75-ის აქცია გააკეთებს იგივეს, თქვენ მაინც საწყისი ინვესტიციის 100%-ს კარგავთ, ასე რომ ორივე აქციას აქვს მსგავსი რისკი.
სინამდვილეში, პენი აქციები სავარაუდოდ უფრო სარისკოა, ვიდრე უფრო მაღალი ფასის მქონე აქციები, რადგან ისინი ნაკლებად რეგულირდება და უფრო სწრაფად რეაგირებენ ბაზრის ცვლილებებზე.
10. გაითვალისწინეთ გადასახადები, მაგრამ არ ინერვიულოთ
გადასახადების ყველაფერზე მაღლა დაყენებამ შეიძლება ინვესტორებში გაზარდოს არასწორი გადაწყვეტილებების მიღების რისკი. მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო შედეგები მნიშვნელოვანია, ისინი მეორეხარისხოვანია ინვესტიციისა და თქვენი ფულის უსაფრთხო ზრდისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უნდა შეეცადოთ რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ საგადასახადო ვალდებულება არ დაგავიწყდეთ მაღალი შემოსავლის მიღწევა არის მთავარი მიზანი.