• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

დადებითი და უარყოფითი ფაქტორები Fulgent Genetics-ის კვარტალური ანგარიშიდან

ნოემბერი 25, 2022
in სიახლეები
დადებითი და უარყოფითი ფაქტორები Fulgent Genetics-ის კვარტალური ანგარიშიდან
გაზიარება

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Fulgent Genetics მომხიბლავად გამოიყურება. 2019 წლის ბოლოდან მისი აქციების ფასი, S&P 500-ის 23%-იან მატებასთან შედარებით, 187%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შთამბეჭდავია, 2021 წლის დასაწყისში იყო მომენტი, როდესაც Fulgent-ის აქციების ფასი 1300%-ზე მეტით იყო მომატებული.

აქციების ამ უზარმაზარ ზრდას ხელი შემოსავლების წარმოუდგენელმა მატებამ შეუწყო, რაც იმან გამოიწვია, რომ 2020 წლის დასაწყისში Fulgent-მა COVID-19 ტესტების მიწოდებაზე ფოკუსირება შეძლო. ამან კომპანია პანდემიით გამოწვეული ზრდის ნათელ მაგალითად აქცია.

პანდემიის ეტაპობრივად ჩაცხრობასთან ერთად, Fulgent-მა ძლიერი შედეგების დაფიქსირება განაგრძო, მაგრამ ბოლო კვარტლის შედეგებმა ინვესტორების შეშფოთება გამოიწვია.

დადებითი ფაქტორი

Fulgent-ის ბიზნესის ბირთვი არის მისი შემდეგი თაობის მიმდევრობის (NGS) გენეტიკური ტესტები. წლების განმავლობაში ტესტების ეს კონფიგურირებადი მენიუ ბიზნესისთვის წარმატებულ საფუძველს წარმოადგენს. მას შემდეგ რაც კომპანიამ COVID ტესტებიდან უზარმაზარი შემოსავლების მიღება დაიწყო, Fulgent-ისთვის NGS-ის ძირითადი შემოსავლის ცალკე გამოეყოფა გახდა საჭირო.

Fulgent Stock

მესამე კვარტლის ანგარიშში, რომელიც კომპანიამ ახლახან წარადგინა, ძირითადი შემოსავალი წლიდან წლამდე 110%-ით გაიზარდა და $56 მილიონს მიაღწია, რაც ბოლო რამდენიმე კვარტალში დაფიქსირებული ზრდის ტენდენციის გაგრძელებაა. ამ მაჩვენებელმა პირველ კვარტალში 59%-ით მოიმატა, ხოლო მეორე კვარტალში — 102%-ით.

ეს მეტრიკა ინვესტორებისთვის მთავარია, რადგან COVID ტესტებისგან მიღებული შემოსავალი დროებითია, ყოველ შემთხვევაში იმ მოცულობით, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაფიქსირდა.

Fulgent-მა კვარტალი დაასრულა $918 მილიონის მოცულობის ნაღდი ფულით, ფულადი სახსრების ეკვივალენტებით და მოკლევადიანი ინვესტიციებით თავის ბალანსზე, ხოლო ოპერაციებიდან $21 მილიონის ოდენობით ნაღდი ფულით. ბალანსი ძლიერია და ბიზნესის ბირთვი ზრდას განაგრძობს.

უარყოფითი ფაქტორი

ბალანსის გამყარების გარდა, მენეჯმენტმა განახორციელა შესყიდვები და ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს, რის შედეგადაც გაზარდა კომპანიის ექსპოზიცია კიბოს ტესტირების სივრცეში და ჩინეთში საქმიანობა გააფართოვა.

2022 წლის მესამე კვარტლის ანგარიშის წარდგენის დღეს, Fulgent-ის წარმომადგენლებმა Fulgent Pharma-ს შეძენის შესახებ განაცხადეს. თუ გაინტერესებთ, რატომ აქვს ამ კომპანიებს ერთნაირი სახელწოდება, უნდა იცოდეთ, რომ ისინი ადრე ერთ კომპანიას წარმოადგენდა. პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) პროცესისას Fulgent Genetics Fulgent Pharma-ს გამოეყო და ახლა მას უკან იბრუნებს.

მესამე კვარტალში SEC-ში (ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია) შეტანილი განაცხადის თანახმად, Fulgent Genetics-ის აღმასრულებელი დირექტორი — მინგ შეე, ამ წლის აპრილამდე Fulgent Pharma-ს მენეჯერი და წევრი იყო. ამან შეიძლება გაგვიჩინოს შემდეგი კითხვა: რა უდევს ამ შესყიდვას საფუძვლად, მინგის კავშირი Fulgent Pharma-სთან თუ ამ კომპანიის ბიზნესის საფუძვლები?

გარდა ამისა, Fulgent Genetics-ის დირექტორთა საბჭოს მხოლოდ სამი წევრი ჰყავს და მათგან ერთი აღმასრულებელი დირექტორია. ეს ფაქტი უჩვეულოა და, როდესაც საქმე შენაძენებს ეხება, გადაწყვეტილების მიმღებთა რაოდენობას ამცირებს.

Fulgent-ის ბიზნესს ძლიერი მაჩვენებლები აქვს და მას, შესაძლოა, ნათელი მომავალი ჰქონდეს, მაგრამ, ინვესტორებმა, საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას, ეს ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ.

წინა

რომელია უკეთესი ინვესტიცია — LVMH vs Richemont

შემდეგი

“ცადე ინვესტიციები” — Spotlight 2022

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
“ცადე ინვესტიციები” — Spotlight 2022

"ცადე ინვესტიციები" — Spotlight 2022

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved