• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ადამიანები

ვინ არის დევიდ აინჰორნი? — ინვესტორის ბიოგრაფია

აპრილი 21, 2023
in ადამიანები
ვინ არის დევიდ აინჰორნი? — ინვესტორის ბიოგრაფია
გაზიარება

დევიდ აინჰორნმა კარიერა 1993 წელს, ჰეჯ-ფონდ Siegler, Collery & Co.-ში დაიწყო. 1996 კი ჯეფრი კესვინთან ერთად Greenlight Capital Inc. დააარსა. ფირმამ მუშაობა $1 მილიონზე ნაკლებით დაიწყო და 2017 წლის მონაცემებით ის $10 მილიარდზე მეტის ღირებულების აქტივებს მართავდა.

ადრეული ცხოვრება და განათლება

დევიდ აინჰორნი Greenlight Capital Inc-ის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელია. იგი 1968 წლის 20 ნოემბერს, დემარესტში, ნიუ ჯერსიში დაიბადა. დევიდმა 1991 წელს კორნელის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. უკვე დიდი ხანია, რაც იგი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰეჯ-ფონდის მენეჯერად განიხილება.

Greenlight Capital

Greenlight Capital იყენებს Long-Short სტრატეგიას, რაც გულისხმობს გრძელი პოზიციების დაკავებას აქციებისთვის, რომელთა ზრდას მოსალოდნელია და მოკლე პოზიციების გახსნას ისეთი აქციების შემთხვევაში, რომელთა შემცირებაც უფრო სავარაუდოა. ფირმა სტრატეგიას ახორციელებს იმის მიხედვით, აქტივი ზედმეტად არის შეფასებული, თუ პირიქით — დაუფასებელია. თავად აინჰორნი ცნობილია თავისი მოკლე გაყიდვების სტრატეგიებით, თუმცა ის გრძელ პოზიციებსაც იყენებს.

მემკვიდრეობა

ბაზრები მნიშვნელოვნად რეაგირებს აინჰორნის საჯარო კომენტარებზე აქციების შესახებ. ტერმინი „აინჰორნის ეფექტი“ შეიქმნა იმ მნიშვნელოვანი ეფექტის გამო, რომელიც ინვესტორებზე დევიდის კომენტარებმა იქონია. ეს ტერმინი ახლა საჯარო კომპანიის აქციების ფასის მკვეთრი ვარდნის აღსაწერად გამოიყენება.

დევიდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი მოკლე გაყიდვის შემთხვევა 2002 წელს დაფიქსირდა. მან Allied Capital, კერძო ფინანსური ფირმა, ბუღალტრულ თაღლითობაში დაადანაშაულა. ინვესტორს Allied Capital-ში მოკლე პოზიცია ჰქონდა გახსნილი და იმ დროს მან საჯაროდ განაცხადა, რომ კომპანია აქტივების ფასებს ხელოვნურად ზრდიდა. მას შემდეგ, რაც აინჰორნმა საზოგადოებაში თავისი ეჭვები გაავრცელა, Allied Capital-ის აქციების ფასი 20%-ით დაეცა, რამაც ინვესტორს დიდი სარგებელი მოუტანა.

ბაზრის ზოგიერთი მონაწილე ხშირად ადანაშაულებს აინჰორნს მავნებლური „მოკლე და დამახინჯებული“ სტრატეგიის გამოყენებაში. ეს მიდგომა გულისხმობს აქციებზე მოკლე პოზიციის დაკავებას და ამის შემდეგ მათი გამომშვები კომპანიის შესახებ ჭორების გავრცელებას, რათა აქციების ღირებულება შემცირდეს. დევიდს აქტივისტ ინვესტორადაც მოიხსენიებენ (ინვესტორი, რომელიც ცდილობს, ცვლილებები შეიტანოს კომპანიის ოპერაციებში აქციონერთა ინტერესების დაცვის მიზნით).

ვარდნა

ვარდნა 2015 წელს დაიწყო, როდესაც Greenlight-მა 20%-ზე მეტით დაიკლო. ეს ნაწილობრივ აიხსნება მზისა და ქარის ენერგიის მწარმოებლის SunEdison Inc.-ის აქციების 74%-იანი ვარდნით. ეს კომპანია იმ დროისათვის ფონდის ერთ-ერთ უმსხვილეს ჰოლდინგს წარმოადგენდა.

The Wall Street Journal-ის თანახმად, ბევრი ინვესტორი იმედოვნებდა, რომ ეს კლება დროებითი იყო, თუმცა Greenlight-ის ვარდნა გაგრძელდა. ინვესტორებმა ეჭვქვეშ დააყენეს აინჰორნის ღირებულებაზე ორიენტირებული მიდგომა. ზოგიერთი მათგანი სკეპტიკურად განეწყო Greenlight-ის მიმართ (მზარდი პოტენციალის აქციების უგულებელყოფის გამო) და კომპანიიდან ჩადებული ინვესტიციები გამოიტანა. თუმცა თავად დევიდი კვლავ დარწმუნებულია თავის მეთოდებში, იგი მიიჩნევს, რომ მიუხედავად კლებისა ფონდის საინვესტიციო პორტფელი ჩვეულ წარმადობას დაუბრუნდება.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Griffon-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში CDW-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ივნისი 2, 2023
ოცნებიდან რეალობამდე — უორენ ბაფეტის 3 რჩევა წარმატების მისაღწევად
ადამიანები

ოცნებიდან რეალობამდე — უორენ ბაფეტის 3 რჩევა წარმატების მისაღწევად

by Giorgi
მაისი 31, 2023
კრის საკა — ინვესტორი პერსპექტიული სტარტაპების ამოცნობის უნარით
ადამიანები

კრის საკა — ინვესტორი პერსპექტიული სტარტაპების ამოცნობის უნარით

by Giorgi
მაისი 23, 2023
საინტერესო ფაქტები ჯერემი გრენთემის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ჯერემი გრენთემის შესახებ

by Giorgi
მაისი 22, 2023
უორენ ბაფეტის ოქროს წესი წარმატების მისაღწევად
ადამიანები

უორენ ბაფეტის ოქროს წესი წარმატების მისაღწევად

by Giorgi
მაისი 11, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში CDW-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში CDW-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved