• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

ვინ არის ბილ გეითსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

ივნისი 23, 2023
in ადამიანები
ვინ არის ბილ გეითსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
გაზიარება

უილიამ (ბილ) ჰენრი გეითს III 1955 წლის 28 ოქტომბერს საშუალო კლასის ოჯახში დაიბადა. იურისტისა და კოლეჯის მასწავლებლის ვაჟმა ადრეული წლები (მეექვსე კლასამდე) სიეტლის საჯარო სკოლაში გაატარა.

მეშვიდე კლასიდან იგი ექსკლუზიურ Lakeside Academy-ში მიიღეს. სწორედ ამ სკოლაში ჰქონდა მას პირველი შეხება კომპიუტერთან — დიდ აღმოჩენასთან, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. ამასთან, ბილი Lakeside Academy-ში შეხვდა პოლ ალენს, რომელიც მისი დიდი მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი გახდა.

წლების შემდეგ ბილმა ჩააბარა ჰარვარდში, სადაც მან, სწავლის პარალელურად, თავისი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია — Microsoft დააარსა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ მან მიიღო გადაწყვეტილება, უნივერსიტეტში სწავლა შეეწყვიტა, რათა მთელი დრო კომპანიისთვის დაეთმო.

თავგადასავალი იწყება

1976 წელს გეითსი და ალენი გადავიდნენ ალბუკერკში, სადაც ახალი კომპიუტერული ენის შემუშავება დაიწყეს, თუმცა მათი მუშაობის პროცესი შეფერხდა.

80-იან წლებში IBM თავისი კომპიუტერებისთვის ახალ ოპერაციულ სისტემას ეძებდა. ბილმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა და კომპანიის წარმომადგენლებს პოტენციური ოპერაციული სისტემის არსებობის შესახებ მოუყვა.

ეს ოპერაციული სისტემა, რომელიც მან $50,000-ად შეიძინა, იყო საფუძველი იმისა, რაც მოგვიანებით გახდა ცნობილი, როგორც MS-DOS. IBM-ს სასწრაფოდ სჭირდებოდა ოპერაციული სისტემა, რათა პერსონალური კომპიუტერების მზარდ ბაზარზე Apple-თან კონკურენცია გაეწია. კომპანიის მენეჯმენტი დათანხმდა შეთავაზებას და IBM-მა ოპერაციული სისტემა თავისი კომპიუტერებისთვის გამოიყენა. ამის შემდეგ ბილი და პოლი კონცენტრირდნენ Windows-ის ოპერაციული სისტემის შემუშავებაზე, რომელიც კომპიუტერულ სამყაროში დომინანტურად იქცა.

ბნელი მხარე

წლების განმავლობაში Microsoft-ის წარმატებამ, პროდუქციის მთელი ასორტიმენტით, ლიდერული პოზიცია დაიკავა, დაჩრდილა ყველა, როგორც კონკურენტები ასევე ისინი, ვინც ოდესღაც კომპანიის პარტნიორი იყო.

თუმცა, Microsoft-ის დამფუძნებლების სამუშაო ხედვები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა. მას შემდეგ, რაც პოლმა აღმოაჩინა, რომ სიმსივნე ჰქონდა, მან ცხოვრების უბრალო ასპექტებზე გადაწყვიტა ფოკუსირება, ბილი კი საქმით იყო გატაცებული. პოლი თანამდებობიდან გადადგა.

ბილ გეითსის მეთაურობით Microsoft ძალიან ცუდ სამუშაო ადგილად იქცა. მისი მოთხოვნები იმდენად აუტანელი იყო, რომ ბილს სამსახურში არასათანადო მოპყრობის გამო არაერთხელ უჩივლეს.

ქველმოქმედება

2000 წელს ბილმა და მისმა მეუღლემ — მელინდამ გადაწყვიტეს, მეტი დრო დაეთმოთ თავიანთი საქველმოქმედო საქმიანობისთვის და სხვადასხვა მიზნებისადმი მიძღვნილი რამდენიმე ფონდი გაეერთიანებინათ, რომელსაც უბრალოდ „ბილ და მელინდა გეითსების ფონდი“ დაარქვეს.

ამ ფონდის მეშვეობით მათ მხარი დაუჭირეს საგანმანათლებლო მიზნებს, სამედიცინო კვლევასა და განვითარებას, დაუცველ ჯგუფებს და განვითარებად ქვეყნებში დაავადებებთან ბრძოლას.

2010 წლის ივნისში, თავის დიდ მეგობართან — უორენ ბაფეტთან ერთად, მან წამოიწყო კამპანია „Giving Pledge“ — ეს არის იმ ქველმოქმედთა მოძრაობა, რომლებიც ვალდებულებას იღებენ, თავიანთი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი საქველმოქმედო მიზნებს მოახმარონ.

ინვესტიციები

რაც შეეხება საინვესტიციო სტილს, ბილი გრძელვადიანი მიდგომის მქონე ინვესტორია, რომელიც, საკუთარი საქმიანობიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ტექნოლოგიურ სექტორზეა ფოკუსირებული. წლების განმავლობაში მან ინვესტიციები ჩადო მრავალი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელ სამეწარმეო სტარტაპებში, თუმცა იგი განსაკუთრებით დაინტერესებულია კომპანიებით, რომლებიც უახლეს ტექნოლოგიებზეა (მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი, სუფთა ენერგია და ჯანდაცვის გადაწყვეტები) ორიენტირებული.

გარდა სტარტაპების ფინანსური მხარდაჭერისა, იგი ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიებში, მაგალითად, Danaher Corp-ში, Ecolab-ში, Caterpillar-ში, Walmart-ში და ა. შ.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ Sotera Health-ის აქციების ფასი?

შემდეგი

საინტერესო სიახლეები საფონდო ბირჟიდან

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
საინტერესო სიახლეები საფონდო ბირჟიდან

საინტერესო სიახლეები საფონდო ბირჟიდან

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved