• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რა არის „მუდმივი პორტფელი“?

სექტემბერი 19, 2023
in ინვესტიციის ანბანი
რა არის „მუდმივი პორტფელი“?
გაზიარება

„მუდმივი პორტფელი“ არის საინვესტიციო პორტფელი, რომელიც ყველა ეკონომიკურ პირობებში კარგად მუშაობისთვის არის შექმნილი. ის თავისუფალი ბაზრის ინვესტიციების ანალიტიკოსმა — ჰარი ბრაუნმა 1980-იან წლებში შეიმუშავა.

მუდმივი პორტფელი აქციების, ობლიგაციების, ოქროსა და ნაღდი ფულის ან სახაზინო თამასუქების თანაბარი განაწილებისგან შედგება.

მუდმივი პორტფელის გააზრება

მუდმივი პორტფელი, ჰარი ბრაუნის აზრით, იქნებოდა უსაფრთხო და მომგებიანი ნებისმიერ ეკონომიკურ კლიმატში. ბრაუნმა განაცხადა, რომ პორტფელი რომელიც მზარდი პოტენციალის აქციების, ძვირფასი ლითონების, სახელმწიფო ობლიგაციებისა და სახაზინო თამასუქების თანაბარ წილებს მოიცავს, იდეალური ნაზავია ინვესტორებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებასა და ზრდაზე არიან ორიენტირებულნი.

მუდმივი პორტფელის უპირატესობები და ნაკლოვანებები

ბრაუნი ამტკიცებდა, რომ პორტფელის ნაზავი მომგებიანი იქნებოდა ყველა ტიპის ეკონომიკურ სიტუაციაში: მზარდი პოტენციალის აქციების ფასები გაიზრდებოდა ეკონომიკური აღმავლობის პირობებში, ძვირფასი ლითონების — ინფლაციურ ბაზრებზე, ობლიგაციების — რეცესიის დროს, ხოლო სახაზინო თამასუქების — კრიზისის პერიოდში.

1982 წელს ბრაუნმა, თავისი თეორიული პორტფელის ანალოგიური აქტივთა განაწილებით საბოლოოდ შექმნა ის, რასაც ეწოდა Permanent Portfolio Fund. 1976 წლიდან 2016 წლამდე ჰიპოთეტური მუდმივი პორტფელის წლიური ანაზღაურება 8.65%-ს შეადგენდა (მთლიანი ანაზღაურება — 2,600%). უფრო სტანდარტული „60/40“ (აქციები/ობლიგაციები) პორტფელის ყოველწლიური ანაზღაურება კი 10.13%-ს აღწევდა, ხოლო მთლიანი ანაზღაურება — 5,050%-ს.

Investor

თუმცა, მუდმივ პორტფელს ამ პერიოდში გარკვეული უპირატესობები ჰქონდა. მისი სტანდარტული გადახრა (საზომი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად განსხვავდება მაჩვენებელი საშუალოსგან) 7.2-ს შეადგენდა, ხოლო „60/40“ პორტფელის — 9.6-ს. 1987 წლის ოქტომბრის ბაზრის კრახის დროს ამ უკანასკნელის ღირებულება 13.4%-ით დაეცემოდა, ხოლო მუდმივი პორტფელის — მხოლოდ 4.5%-ით.

გრძელვადიან პერსპექტივაში მუდმივი პორტფელი უფრო ნაკლებ შემოსავალს გამოიმუშავებდა, მაგრამ რთულ პერიოდებში მას უფრო მცირე ვარდნა ექნებოდა, რაც ამ ვარიანტს რისკისადმი ნაკლებად მიდრეკილი ინვესტორებისთვის მიმზიდველ შესაძლებლობად აქცევს.

მუდმივი პორტფელის მაგალითი

უამრავი საინვესტიციო შესაძლებლობის გათვალისწინებით, არსებობს მრავალი გზა, რომლითაც მუდმივი პორტფელის შექმნა შეიძლება. ქვემოთ მოცემულია ერთი პრაქტიკული მაგალითი, რომელიც დაბალანსებული ნაზავის მიღწევაში დაგეხმარებათ:

  • 25% აშშ-ის კომპანიების აქციებში, რათა ეკონომიკური განვითარების პერიოდში მაღალი ანაზღაურება მიიღოთ. პორტფელის ამ ნაწილისთვის, ბრაუნი ძირითად S&P 500-ის საინდექსო ფონდებში ინვესტირებას უწევს რეკომენდაციას.
  • 25% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, რომლებიც კარგი წარმადობით ხასიათდება ეკონომიკური აღმავლობის და დეფლაციის დროს, მაგრამ ცუდად მოქმედებს სხვა ეკონომიკური ციკლების დროს.
  • 25% ნაღდ ფულში „ძვირი ფულის“ ან რეცესიის პერიოდებისთვის. ამ შემთხვევაში, „ნაღდი ფული“ აშშ-ის სახაზინო თამასუქებს ნიშნავს.
  • 25% ძვირფას ლითონებში (ოქრო) ინფლაციის პერიოდში დაცვის უზრუნველსაყოფად.

ბრაუნი რეკომენდაციას უწევს პორტფელის გადაბალანსებას წელიწადში ერთხელ, რათა სამიზნე 25%-იანი წილები შევინარჩუნოთ.

წინა

რას ნიშნავს გეოგრაფიული დივერსიფიკაცია?

შემდეგი

რას ნიშნავს ეკონომიკური პირობები?

მსგავსი სტატიები

ვინ არის ალვალიდ ბინ ტალალი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ინვესტიციის ანბანი

ვინ არის ალვალიდ ბინ ტალალი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
სექტემბერი 29, 2023
რას ნიშნავს გრძელვადიანი პერსპექტივა ინვესტირებაში?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს გრძელვადიანი პერსპექტივა ინვესტირებაში?

by Giorgi
სექტემბერი 29, 2023
რას ნიშნავს მაკროგარემო?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს მაკროგარემო?

by Giorgi
სექტემბერი 29, 2023
რას ნიშნავს ეფექტიანობის კოეფიციენტი?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს ეფექტიანობის კოეფიციენტი?

by Giorgi
სექტემბერი 28, 2023
საინვესტიციო რჩევები სტივენ კოენისგან
ინვესტიციის ანბანი

საინვესტიციო რჩევები სტივენ კოენისგან

by Giorgi
სექტემბერი 28, 2023
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს ეკონომიკური პირობები?

რას ნიშნავს ეკონომიკური პირობები?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?
  • ვინ არის ალვალიდ ბინ ტალალი? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რას ნიშნავს გრძელვადიანი პერსპექტივა ინვესტირებაში?

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved