• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რა არის დეფლაცია?

სექტემბერი 26, 2023
in ინვესტიციის ანბანი
რა არის დეფლაცია?
გაზიარება

დეფლაცია არის საქონლისა და მომსახურების ფასების ზოგადი ვარდნა, რომელიც, როგორც წესი, ეკონომიკაში ფულის მიწოდებისა და კრედიტის შემცირებასთან ასოცირდება. დეფლაციის შემთხვევაში დროთა განმავლობაში ვალუტის მსყიდველუნარიანობა იზრდება.

დეფლაციის გააზრება

დეფლაცია კაპიტალის, შრომის, საქონლისა და მომსახურების ნომინალური ხარჯების შემცირებას იწვევს, თუმცა მათი ფარდობითი ფასები შეიძლება უცვლელი იყოს. ერთი შეხედვით, დეფლაციას მომხმარებლებისთვის სარგებელს მოაქვს, რადგან მათ შეუძლიათ, დროთა განმავლობაში, იმავე ნომინალური შემოსავლით, მეტი საქონელი და მომსახურება შეიძინონ.

თუმცა დაბალი ფასები ყველასთვის სასარგებლო არ არის და ეკონომისტები ხშირად ხაზს უსვამენ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე ფასების დაცემის შედეგებს, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. კერძოდ, დეფლაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მსესხებლებს, რომლებიც ვალდებულნი არიან, დავალიანების დასაფარად იმაზე მეტი გადაიხადონ, ვიდრე სხვა თანაბარ პირობებში. ეს მოვლენა ასევე აზარალებს ბაზრის მონაწილეებს, რომლებიც ფასების ზრდაზე აკეთებენ ფსონს.

დეფლაციის გამომწვევი მიზეზები

განმარტების მიხედვით, მონეტარული დეფლაცია შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ ფულის ან ფულში გადაცვლის შესაძლებლობის მქონე ფინანსური ინსტრუმენტების მიწოდების შემცირებით. თანამედროვე დროში ფულის მიწოდებაზე ყველაზე მეტად ცენტრალური ბანკები ზემოქმედებს. როდესაც ფულის და კრედიტის მიწოდება, ეკონომიკური პროდუქციის შესაბამისი შემცირების გარეშე, ეცემა, ფასები მცირდება. დეფლაციის პერიოდები ყველაზე ხშირად ხელოვნური მონეტარული ექსპანსიის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ იჩენს თავს. 1930-იანი წლების დასაწყისი იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც აშშ-მ მნიშვნელოვანი დეფლაცია განიცადა. ამის მთავარი გამომწვევი იყო ფულის მიწოდების ვარდნა ბანკების კატასტროფული წარუმატებლობის შემდეგ.

თუმცა, ფასების კლება შეიძლება გამოწვეული იყოს რიგი სხვა ფაქტორებით: მთლიანი მოთხოვნის შემცირებით (საქონელსა და მომსახურებაზე მთლიანი მოთხოვნის შემცირება) და პროდუქტიულობის გაზრდით. მოთხოვნის ვარდნის მიზეზებს მიეკუთვნება სახელმწიფო ხარჯების შემცირება, საფონდო ბირჟის წარუმატებლობა, მომხმარებელთა სურვილი, გაზარდონ დანაზოგები და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება (მაღალი საპროცენტო განაკვეთები).

ფასების ვარდნა შეიძლება ბუნებრივადაც მოხდეს, როდესაც ეკონომიკაში პროდუქცია უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ფულისა და კრედიტების მიწოდება. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც ტექნოლოგია ეკონომიკის პროდუქტიულობას აუმჯობესებს. ეს იწვევს წარმოების ხარჯების დაზოგვას, რაც პროდუქციის დაბალ ფასებში აისახება.

გაზრდილი პროდუქტიულობიდან გამომდინარე ფასების დეფლაცია შეიძლება სხვადასხვა ინდუსტრიაში განსხვავებული იყოს. მაგალითად, განვიხილოთ, თუ როგორ მოქმედებს გაზრდილი პროდუქტიულობა ტექნოლოგიურ სექტორზე. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ტექნოლოგიების გაუმჯობესებამ თითო გიგაბაიტზე მონაცემთა საშუალო ღირებულების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია. 1980 წელს ერთი გიგაბაიტის მოცულობის მონაცემების საშუალო ღირებულება $437,500-ს შეადგენდა, 2014 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 3 ცენტამდე შემცირდა. შედეგად დაეცა იმ პროდუქციის ფასებიც, რომელთა წარმოებისას ეს ტექნოლოგია გამოიყენება.

დეფლაციის გავლენის შესახებ შეხედულებების შეცვლა

დიდი დეპრესიის შემდეგ, როდესაც მონეტარული დეფლაცია უმუშევრობის მაღალ დონეს და დეფოლტების ზრდას დაემთხვა, ეკონომისტების უმეტესობას სჯეროდა, რომ დეფლაცია საზიანო მოვლენა იყო. ამის შემდეგ, ცენტრალური ბანკების უმეტესობამ შეცვალა მონეტარული პოლიტიკა, რათა ხელი შეეწყო ფულის მიწოდების თანმიმდევრული ზრდისთვის, მაშინაც კი, თუ ეს ინფლაციის განვითარებას და ზედმეტად ბევრ სესხს გამოიწვევდა.

ბრიტანელი ეკონომისტი — ჯონ მეინარდ კეინსი დეფლაციას საზიანოდ მიიჩნევდა, რადგან თვლიდა, რომ ეს მოვლენა ხელს უწყობდა ეკონომიკური პესიმიზმის დაღმავალ ციკლს რეცესიის დროს. როდესაც აქტივების მფლობელები ხედავდნენ თავიანთი აქტივების ფასების შემცირებას, მათ ინვესტირების სურვილი ეკარგებოდათ. ეკონომისტმა ირვინგ ფიშერმა შეიმუშავა ეკონომიკური კრიზისების მთელი თეორია ვალის დეფლაციის საფუძველზე. ფიშერი ამტკიცებდა, რომ უარყოფითი ეკონომიკური შოკის შემდეგ ვალების ლიკვიდაციამ შეიძლება ეკონომიკაში კრედიტის მიწოდების უფრო დიდი შემცირება გამოიწვიოს, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს დეფლაციამდე. ეს, თავის მხრივ, უფრო მეტ ზეწოლას იქონიებს მოვალეებზე, რაც კიდევ უფრო მეტ ლიკვიდაციას და სპირალურად კრიზისში გადაშვებას გამოიწვევს.

ბოლო დროს, ეკონომისტები სულ უფრო ეჭვქვეშ აყენებენ დეფლაციის შესახებ ძველ ინტერპრეტაციებს, განსაკუთრებით ეკონომისტების — ენდრიუ ატკესონისა და პატრიკ კეჰოს მიერ 2004 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ. 180-წლიანი პერიოდისთვის 17 ქვეყნის მიმოხილვის შედეგად ატკესონმა და კეჰომ აღმოაჩინეს, რომ დეფლაციის 73 შემთხვევიდან 65-მა ეკონომიკური ვარდნის გარეშე ჩაიარა, ხოლო კრიზისის 29 შემთხვევიდან 21-ში დეფლაციას არ ჰქონია ადგილი. ახლა, არსებობს მოსაზრებების ფართო სპექტრი დეფლაციისა და ფასების დეფლაციის სარგებლიანობის შესახებ.

დეფლაცია ცვლის ვალისა და კაპიტალის დაფინანსებას

დეფლაცია მთავრობებისთვის, ბიზნესებისა და მომხმარებლებისთვის ვალის დაფინანსების გამოყენებას ნაკლებად ეკონომიურს ხდის. თუმცა ეს მოვლენა დანაზოგებზე დაფუძნებული კაპიტალის დაფინანსების ეკონომიკურ ძალას ზრდის.

ინვესტორის გადმოსახედიდან, დეფლაციის პირობებში უფრო მიმზიდველია კომპანიები, რომლებსაც ფულადი სახსრების დიდ რეზერვები ან შედარებით მცირე დავალიანება გააჩნია.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რას ნიშნავს ბაზრის ფსიქოლოგია?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა არის დეფლაცია?

რას ნიშნავს ბაზრის ფსიქოლოგია?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved