• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს „მესამედებით ინვესტირების“ სტრატეგია?

ოქტომბერი 25, 2024
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს „მესამედებით ინვესტირების“ სტრატეგია?
გაზიარება

„მესამედებით ინვესტირება“ არის სტრატეგია საინვესტიციო პოზიციის გასახსნელად. ამ მეთოდის გამოყენებისას, ინვესტორი, სასურველ აქციაში მთელი საინვესტიციო თანხის ერთიანად დაბანდების ნაცვლად, მას სამ, დაახლოებით თანაბარ ნაწილად ყოფს. ეს მიდგომა ინვესტორებს ეხმარება, სათავისოდ გამოიყენონ სიტუაცია, როდესაც აქციების შეძენის შემდეგ მათ ფასი მცირდება.

„მესამედებით ინვესტირების“ სტრატეგიის გააზრება

ინვესტორებს შეუძლიათ, აქციები რამდენიმე სხვადასხვა გზით შეიძინონ. მათ შეუძლიათ საინვესტიციო თანხა ერთიანად დააბანდონ ან ნელ-ნელა ააშენონ პოზიცია, მაგალითად, ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოების სტრატეგიის გამოყენებით. „მესამედებით ინვესტირება“ კიდევ ერთი მიდგომაა საფონდო ბირჟაზე ახალი პოზიციის გასახსნელად. ის ნიშნავს, რომ ინვესტორი თავის საინვესტიციო თანხას სამ თანაბარ ნაწილად ყოფს და მათ, სასურველ კომპანიაში, გარკვეული ინტერვალებით აბანდებს.

როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს სტრატეგია პრაქტიკაში?

„მესამედებით ინვესტირება“ მარტივი სტრატეგიაა. ინვესტორმა უნდა განსაზღვროს კონკრეტულ აქციებში დასაბანდებელი თანხა და დროის მონაკვეთი, რომელშიც ტრანზაქციების დასრულებას გეგმავს.

მაგალითად, თუ ინვესტორს სურს, რომ X კომპანიის $1,000-ის ღირებულების აქციების სამი კვირის განმავლობაში შესაძენად ეს სტრატეგია გამოიყენოს, პირველ კვირას უნდა დააბანდოს პირველი მესამედი, ანუ $333,33. მომდევნო მესამედი უნდა ჩადოს ერთი კვირის შემდეგ და ბოლო $333,33 — კიდევ ერთი კვირის შემდეგ.

საბოლოოდ ინვესტორს X კომპანიაში $1,000-ის მოცულობის ინვესტიცია ექნება ჩადებული. თუმცა, შესაძლოა, მან მიიღოს უკეთესი საშუალო ფასი, თუ ამ სამი კვირის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი შემცირდება.

Investor

რატომ იყენებენ ინვესტორები ამ სტრატეგიას?

აქციები შეიძლება არასტაბილური იყოს. ეს მოცემულობა კი იდეალური საინვესტიციო მომენტის განსაზღვრას ართულებს. შესაძლოა, ინვესტორმა შეიძინოს აქციები, რომელთა ფასიც მეორე დღეს შემაშფოთებელი ეკონომიკური ამბების ან სხვა სიახლეების გამო შემცირდება.

„მესამედებით ინვესტირება“ კი ინვესტორებს საშუალებას აძლევს, თანდათან ააშენონ პოზიციები ნაცვლად მთელი თანხის ერთიანად ინვესტირებისა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ შეიძლება პირველი შესყიდვის შემდეგ აქციების ფასი აღმავალი მიმართულებით წავიდეს.

მაგალითი

ინვესტორს სურს, რომ Apple-ში დაახლოებით $5,000 დააბანდოს, რადგან, მისი აზრით, ტექნოლოგიურ გიგანტს გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდის პოტენციალი გააჩნია. თუმცა მას მოკლევადიანი ცვალებადობა აეჭვებს. ინვესტორმა იცის რომ წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი უკვე საკმაოდ არის გაუმჯობესებული. ამავდროულად, ტექნოლოგიური გიგანტი კვარტალურ ანგარიშს რამდენიმე კვირაში წარადგენს. მოვლენების შორიდან დაკვირვების ნაცვლად, ინვესტორი „მესამედებით ინვესტირების“ სტრატეგიის გამოყენებას გადაწყვეტს. იგი ტრანზაქციების მომდევნო სამ თვეზე განაწილებას გეგმავს.

ინვესტორი თანხის პირველ მესამედს თავიდანვე აბანდებს — $1,665-ად $185-ის ღირებულების 9 აქციას ყიდულობს. მეორე შესყიდვის განხორციელებამდე ის ერთი თვე იცდის. Apple-ის აქციების ფასი $165-მდე მცირდება და ინვესტორი მომდევნო მესამედით ($1,650) 10 აქციას ყიდულობს. კიდევ ერთი თვის განმავლობაში აქციების ფასი $170-მდე იზრდება და ამჯერად ინვესტორი $1,700-ს იხდის 10 აქციის შესაძენად.  საბოლოოდ კი გამოდის, რომ მან Apple-ში $5,015 დააბანდა და კომპანიის 29 აქცია იყიდა. ამ შემთხვევაში შესყიდვის საშუალო ღირებულება $172.93-ს შეადგენს. შედარებისთვის, ტექნოლოგიურ გიგანტში თავიდანვე მთლიანი თანხის დაბანდების შემთხვევაში ინვესტორი დაახლოებით 27 აქციას მიიღებდა.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

რა არის საბაზრო კაპიტალიზაცია?

შემდეგი

საინვესტიციო გაკვეთილები სიტკომიდან — The Office

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
საინვესტიციო გაკვეთილები სიტკომიდან — The Office

საინვესტიციო გაკვეთილები სიტკომიდან — The Office

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved