• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

საინვესტიციო გაკვეთილები სიტკომიდან — The Office

ოქტომბერი 28, 2024
in ინვესტიციის ანბანი
საინვესტიციო გაკვეთილები სიტკომიდან — The Office
გაზიარება

The Office ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიტკომია (სიტუაციური კომედია), რომელიც ოდესმე ტელევიზიაში გასულა. ბოლო სეზონიდან წლების შემდეგაც კი ის ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სატელევიზიო შოუა. მიუხედავად იმისა, რომ The Office-ის შინაარსი საფონდო ბირჟას ან ინვესტირებას არ ეხება, მასში შეგიძლიათ ღირებული საინვესტიციო გაკვეთილებს მიაგნოთ და დღეს სწორედ ოთხ ასეთს შემოგთავაზებთ.

  1. თანამდებობის მიმზიდველმა სახელწოდებამ შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოთ

The Office-ის მთავარი გმირი, მაიკლ სკოტი, ქაღალდების კომპანიის, Dunder Mifflin-ის რეგიონალური მენეჯერია სკრენტონის ფილიალში. მიუხედავად იმისა, რომ მაიკლი წარმოუდგენლად მხიარული და ბევრისთვის საყვარელი პერსონაჟია, იგი მკაფიო მაგალითია იმისა, რომ თანამდებობის სახელწოდება ვინმეს ავტომატურად თავის საქმეში კომპეტენტურ პროფესიონალად არ აქცევს.

როდესაც საინვესტიციო გადაწყვეტილების მისაღებად კომპანიის შესახებ ინფორმაციას ეძებთ, ვინმეს მოსაზრებას აქსიომად ნუ მიიღებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ის რომელიმე ფირმის აღმასრულებელი დირექტორია. კრიტიკულად გაანალიზეთ მისი ლოგიკა და აუცილებლად ჩაატარეთ საფუძვლიანი კვლევა. ამასთან, გაეცანით კომპანიის ფინანსურ შედეგებს და მიიღეთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.

  1. შესაძლოა, დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებამ თავი ყველაზე შეუფერებელ დროს შეგახსენოთ

The Office-ის ერთ-ერთ ეპიზოდში — Scott’s Tots ირკვევა, რომ მრავალი წლის წინ მაიკლ სკოტი სტუდენტების კლასს მათი კოლეჯის საფასურის გადახდას დაჰპირდა. ამის სანაცვლოდ, მაიკლმა ისარგებლა იმით, რომ მისი სახელი გაზეთებში მოხვდა. მრავალი წლის შემდეგ, როდესაც კლასი კურსის დამამთავრებელ ეტაპზეა, მაიკლი ძალიან მტკივნეულ სიტუაციაში აღმოჩნდება — მოუწევს სტუდენტებს აცნობოს, რომ კოლეჯის საფასურის გადახდას ვერ შეძლებს.

საინვესტიციო სამყაროსთან პარალელის გავლება სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი შეიძლება იყოს ინვესტირების დაწყება გადაუდებელი საჭიროების ფონდის შექმნის გარეშე. შესაძლოა, მოულოდნელი შემთხვევებისთვის ფულის გადანახვის გარეშე საფონდო ბირჟაზე ინვესტირება დაიწყოთ და თანხა სწორედ მაშინ დაგჭირდეთ, როდესაც ბაზარზე ვარდნის პერიოდია. ამ შემთხვევაში შეიძლება თქვენი ინვესტიციების ზარალით გაყიდვა მოგიწიოთ, რაც ნებისმიერი ინვესტორისთვის არასასურველი სცენარია.

  1. გაერკვიეთ ტენდენციებში

ინვესტირებაში ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა მიმართულებით ვითარდება მსოფლიო. Dunder Mifflin, ქაღალდების კომპანია, რთულ მდგომარეობაშია, რადგან საფასო ზეწოლა და დიგიტალიზაცია მის ბაზარზე ნეგატიურად ზემოქმედებს. საბოლოოდ ფირმა კოტრდება მანამ, სანამ მას პრინტერების კომპანია — Sabre შეისყიდის.

იმის გააზრება, თუ როგორი იქნება მომავალი ან იმ ინდუსტრიების ტენდენციების გაგება, რომლითაც დაინტერესებული ხართ, შეიძლება წარმატებული გრძელვადიანი ინვესტირების გასაღები იყოს. დასუსტებულ ინდუსტრიაში დიდი ინვესტიციის ჩადება და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარის ნაკლებობა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

  1. იცოდეთ, როდის უნდა თქვათ „არა“

მას შემდეგ, რაც Dunder Mifflin-ს Sabre შეისყიდის, კომპანიას ამ უკანასკნელის აღმასრულებელი დირექტორი, ჯო ბენეტი ჩაუდგება სათავეში. იგი Dunder Mifflin-ის ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან თანამშრომელს და კომპანიის ერთგულს — დუაით შრუტს სკრენტონის ფილიალის მენეჯერად ნიშნავს. ეს შეცდომა აღმოჩნდება, რადგან დუაითის მეთოდებს იგი ოფისში რევოლვერის გასროლამდე მიჰყავს. როგორც კი ინციდენტის შესახებ სიმართლე გაირკვევა, აღმასრულებელი დირექტორი დაუყოვნებლივ ათავისუფლებს დუაითს მენეჯერის თანამდებობიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჯოს იგი მოსწონს.

ამის პარალელურად, თქვენ უნდა იცოდეთ, როდის არ ღირს ინვესტირება. კომპანიაში ფულის დაბანდება ცივი გონებით გათვლილი გადაწყვეტილება უნდა იყოს. მაგალითად, თუ X კომპანიის პროდუქცია მოგწონთ, მაგრამ მისი ფინანსური შედეგები სუსტია, საინვესტიციო გადაწყვეტილება თქვენმა ემოციამ და ფირმის მიმართ სიმპათიებმა არ უნდა განაპირობოს.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

რას ნიშნავს „მესამედებით ინვესტირების“ სტრატეგია?

შემდეგი

რას ნიშნავს „ღუზის ეფექტი“ ინვესტირებაში?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს „ღუზის ეფექტი“ ინვესტირებაში?

რას ნიშნავს „ღუზის ეფექტი“ ინვესტირებაში?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved