• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს დაბალანსებული საინვესტიციო სტრატეგია?

სექტემბერი 18, 2023
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს დაბალანსებული საინვესტიციო სტრატეგია?
გაზიარება

დაბალანსებული საინვესტიციო სტრატეგია საინვესტიციო პორტფელში აქტივთა კლასებს რისკისა და მოგების დასაბალანსებლად აერთიანებს. როგორც წესი, დაბალანსებული პორტფელი აქციებსა და ობლიგაციებს მოიცავს, თანაბარი ან ოდნავ განსხვავებული განაწილებით, როგორიც არის, მაგალითად, 60% — აქციები და 40% —ობლიგაციები. დაბალანსებული პორტფელი ასევე შეიძლება მოიცავდეს მცირე მოცულობის ფულად სახსრებს ან ფულის ბაზრის ინსტრუმენტებს ლიკვიდურობის მიზნებისთვის.

დაბალანსებული საინვესტიციო სტრატეგიის გააზრება

საინვესტიციო პორტფელის დაკომპლექტების მრავალი განსხვავებული გზა არსებობს, რაც ინვესტორის პრეფერენციებსა და რისკისადმი ტოლერანტობაზეა დამოკიდებული.

სპექტრის ერთ ბოლოში არის სტრატეგიები, რომლებიც მიზნად ისახავს კაპიტალის შენარჩუნებას და მიმდინარე შემოსავლის მიღებას. ეს მიდგომა, როგორც წესი, მოიცავს უსაფრთხო, მაგრამ დაბალშემოსავლიან ინვესტიციებს, როგორებიც არის სადეპოზიტო სერტიფიკატები, მაღალ რეიტინგიანი ობლიგაციები, ფულის ბაზრის ინსტრუმენტები და ზოგიერთი ლურჯი ჩიპის აქცია, რომელიც დივიდენდებს იხდის. ასეთი სტრატეგიები მიზანშეწონილია ინვესტორებისთვის, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან მათ მფლობელობაში არსებული კაპიტალის შენარჩუნებაზე და მისი ზრდით ნაკლებად ინტერესდებიან.

მეორე მხარეს კი არის მიდგომები, რომლებიც ორიენტირებულია ზრდაზე. ეს უფრო „აგრესიული“ სტრატეგიები ზოგადად გულისხმობს აქციების უფრო მაღალ კონცენტრაციას, მათ შორის მცირე კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებში ინვესტირებას. თუ ამ სტრატეგიაში გათვალისწინებულია ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტები, მათ შეიძლება ჰქონდეს დაბალი საკრედიტო რეიტინგი ან ნაკლები უსაფრთხოება, მაგრამ უფრო მაღალი სარგებელი. ზრდის სტრატეგიები შესაფერისია რისკისადმი მაღალი ტოლერანტობის მქონე ახალგაზრდა ინვესტორებისთვის, რომლებიც კომფორტულად იღებენ ხანმოკლე ცვალებადობას უკეთესი მოსალოდნელი გრძელვადიანი შემოსავლის სანაცვლოდ.

Investor

ინვესტორებს, რომლებიც ამ ორ ბანაკს შორის ხვდებიან, შეუძლიათ, დაბალანსებული საინვესტიციო სტრატეგია აირჩიონ. ეს მოიცავს კონსერვატიული და აგრესიული მიდგომების შერევას. მაგალითად, დაბალანსებული პორტფელი შეიძლება მოიცავდეს:

  • დივიდენდის გადამხდელ ლურჯი ჩიპის აქციებს — 25%;
  • მცირე კაპიტალიზაციის აქციებს — 25%;
  • მაღალ რეიტინგიან სახელმწიფო ობლიგაციებს — 25%;
  • მაღალ რეიტინგიან კორპორატიული ობლიგაციებს — 25%.

დაბალანსებული საინვესტიციო სტრატეგიის მიმდევარი ინვესტორები ფოკუსირებულნი არიან მოკრძალებულ ანაზღაურებაზე, კაპიტალის შენარჩუნების მაღალ ალბათობასთან ერთად.

დაბალანსებული ფონდები

დაბალანსებული ფონდი არის ურთიერთდახმარების ფონდი, რომელიც ერთ პორტფელში აერთიანებს როგორც აქციებს, ისე ობლიგაციებს და ფულის ბაზრის ინსტრუმენტებს. ზოგადად, ასეთი ფონდები ინარჩუნებს აქციებისა და ობლიგაციების შედარებით ფიქსირებულ ნაზავს, როგორიცაა, შესაბამისად 60/40. დაბალანსებული ურთიერთდახმარების ფონდების მფლობელობები ქმნის ბალანსს კაპიტალსა და ვალს შორის. მათი ამოცანა ზრდასა და შემოსავალს შორის ბალანსის დამყარებაში მდგომარეობს, რაც განაპირობებს სახელწოდებას — „დაბალანსებული ფონდი“.

დაბალანსებული ურთიერთდახმარების ფონდები შეეფერება ინვესტორებს, რომლებიც უსაფრთხოების, შემოსავლისა და კაპიტალის მოკრძალებული ზრდის ნაზავზე არიან ორიენტირებულნი.

წინა

რას ნიშნავს ეკონომიკური აღმავლობა?

შემდეგი

ფინანსური პასუხისმგებლობის საფუძვლები

მსგავსი სტატიები

ვინ არის ალვალიდ ბინ ტალალი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ინვესტიციის ანბანი

ვინ არის ალვალიდ ბინ ტალალი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
სექტემბერი 29, 2023
რას ნიშნავს გრძელვადიანი პერსპექტივა ინვესტირებაში?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს გრძელვადიანი პერსპექტივა ინვესტირებაში?

by Giorgi
სექტემბერი 29, 2023
რას ნიშნავს მაკროგარემო?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს მაკროგარემო?

by Giorgi
სექტემბერი 29, 2023
რას ნიშნავს ეფექტიანობის კოეფიციენტი?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს ეფექტიანობის კოეფიციენტი?

by Giorgi
სექტემბერი 28, 2023
საინვესტიციო რჩევები სტივენ კოენისგან
ინვესტიციის ანბანი

საინვესტიციო რჩევები სტივენ კოენისგან

by Giorgi
სექტემბერი 28, 2023
მეტი
შემდეგი
ფინანსური პასუხისმგებლობის საფუძვლები

ფინანსური პასუხისმგებლობის საფუძვლები

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?
  • ვინ არის ალვალიდ ბინ ტალალი? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რას ნიშნავს გრძელვადიანი პერსპექტივა ინვესტირებაში?

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved