• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

ფინანსური პასუხისმგებლობის საფუძვლები

სექტემბერი 18, 2023
in ინვესტიციის ანბანი
ფინანსური პასუხისმგებლობის საფუძვლები
გაზიარება

რას ნიშნავს, იყოთ ფინანსურად პასუხისმგებლობიანი? ეს რთული კითხვაა კომპლექსური პასუხით, მაგრამ მასში მარტივი ჭეშმარიტება იმალება: იმისათვის, რომ ამას მიაღწიოთ, თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა იცხოვროთ. ხოლო ამ უკანასკნელი პუნქტის განსახორციელებლად, უნდა დახარჯოთ იმაზე ნაკლები, ვიდრე გამოიმუშავებთ.

საკრედიტო ბარათები და ვალი

თუ ნამდვილად გსურთ, ფინანსურად პასუხისმგებლობიანი იყოთ, ამას მხოლოდ თქვენი საკრედიტო ბარათის მინიმალური ყოველთვიური გადასახადების გადახდით ვერ მიაღწევთ. სინამდვილეში, ფაქტი, რომ ბალანსის მთლიანად დაფარვას ვერ ახერხებთ, შემდეგზე მეტყველებს: უკვე იმაზე მეტს ხარჯავთ, ვიდრე გამოიმუშავებთ. კრედიტის პასუხისმგებლობიანი გამოყენება თქვენს ანგარიშზე დავალიანების ყოველთვიურად სრულად დაფარვას ნიშნავს.

გარდა ამისა, საკრედიტო ბარათები აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ და არა გაუაზრებელი, იმპულსური შესყიდვებისთვის. საკრედიტო ბარათები შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს საგანგებო სიტუაციებში. ამის გათვალისწინებით, თუ გადაუდებელი შემთხვევა საკრედიტო ბალანსის გამოყენებას გაიძულებთ, ფინანსურად პასუხისმგებლობიანი წესით ცხოვრება გულისხმობს თქვენი ხარჯების შეზღუდვას მანამ, სანამ დავალიანება არ დაიფარება.

გაითვალისწინეთ საპროცენტო განაკვეთი

იგივე ლოგიკა ვრცელდება ყველა განმეორებით გადახდაზე, რომელიც პროცენტს მოიცავს. დაფიქრდით: ნებისმიერი ნივთის შესაძენად პროცენტის გადახდა ნიშნავს, რომ თქვენ მისთვის შესყიდვის რეალურ ფასზე მეტს იხდით. რაიმეს შესაძენად პროცენტის გადახდის თავიდან აცილება თქვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როდესაც საპროცენტო გადასახადის თავიდან აცილება შეუძლებელია. ასეთ სიტუაციებში, ყოველთვიურად დახარჯული თანხის მინიმუმამდე შემცირება ყველაზე პასუხისმგებლობიანი ქმედება იქნება.

საკუთარი საუკეთესო ინტერესებით მოქმედება

ბევრი ადამიანისთვის საპროცენტო გადასახადებისა და სესხის თავიდან აცილების შესახებ საუბარი უფრო ადვილია, ვიდრე ამის რეალურად განხორციელება, მაგრამ პრაქტიკაში ეს საჭიროებებსა და ფუფუნებას შორის განსხვავებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, შეიძლება დაგჭირდეთ ავტომობილი, მაგრამ არა უმაღლესი დონის ძვირადღირებული მოდელი (თუ მის შესაძენად თანხის ნაღდი ფულით გადახდა არ შეგიძლიათ).

Investor

დაზოგვა უპირველეს ყოვლისა

თქვენ მიერ გამომუშავებული ყოველი თეთრის დახარჯვა უპასუხისმგებლო ქმედებაა. ადამიანთა უმრავლესობისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც პენსიაზე მშვიდად გასვლის სურვილი აქვს, დაზოგვა არის საქმიანობა, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. ამის გაკეთების შესანიშნავი გზა ხელფასის აღებისას, გადასახადების გადახდამდე, პირველ რიგში დაზოგვაზე ფოკუსირებაა.

ამ მიმართულებით ყველაზე მომგებიანი არჩევანი შეიძლება საფონდო ბირჟაზე ინვესტირება იყოს. რა თქმა უნდა, ეს საქმიანობა რისკებს მოიცავს, მაგრამ გათვლილ რისკზე წასვლა ზოგჯერ აუცილებლობას წარმოადგენს. ამ მხრივ პასუხისმგებლობიანი მიდგომა შესაბამისი გეგმის არსებობას გულისხმობს.

დაიწყეთ აქტივთა განაწილების სტრატეგიების შესწავლით, რათა გაიგოთ, როგორ აირჩიოთ ფასიანი ქაღალდების სწორი ნაზავი თქვენი საინვესტიციო მიზნების მისაღწევად.

სარეზერვო ფონდი

ფინანსური პასუხისმგებლობა ნიშნავს მზადებას მოულოდნელობისთვის. ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ უნდა შექმნათ ისეთი სარეზერვო ფონდი, რომელიც მინიმუმ 3-6 თვის საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად იქნება საკმარისი. ეს ფონდი იქნება გარკვეული დაზღვევა ისეთი გაუთვალისწინებელი მოვლენების დროს, როგორიც არის, მაგალითად, სამსახურის დაკარგვა.

ნუ მიბაძავთ სხვებს

ფინანსური პასუხისმგებლობა ნიშნავს იმის კეთებას, რაც თქვენი და ოჯახის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. იმისათვის, რომ ეს შეძლოთ, საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე უნდა ფოკუსირდეთ. მეზობლები თქვენს გადასახადებს არ იხდიან, ამიტომ მათი ხარჯვის ჩვევები თქვენთვის მისაბაძ მაგალითს არ უნდა წარმოადგენდეს.

ბიუჯეტირება

ბიუჯეტის არსებობა ფინანსური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. აუცილებლად უნდა იცოდეთ, სად მიდის თქვენი ფული. ბიზნესის მფლობელებს კომპანიის ფულადი ნაკადებისა და ბალანსის გააზრების მნიშვნელობა კარგად ესმით — არ არსებობს წარმატებული ბიზნესი ბიუჯეტის გარეშე. ამ საკითხს თქვენც ასე უნდა შეხედოთ.

ძალიან პერსონალური განმარტება

ნიშნავს თუ არა ფინანსური პასუხისმგებლობა გამუდმებით დაზოგვას? შეიძლება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭიროა ვალების თავიდან ასარიდებლად. მეორე მხრივ, თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა ძვირადღირებული ავტომობილების და ნამდვილი სასახლეების შეძენის საშუალება გაძლევთ, გახსოვდეთ, რომ არაფერია უპასუხისმგებლო იმ ნივთების ყიდვაში, რომლებსაც შეგიძლიათ გასწვდეთ.

დასკვნა

საბოლოო ჯამში, ფინანსური პასუხისმგებლობა ნიშნავს ცხოვრებას თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ასე რომ, ყურადღებით დააკვირდით საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას, შეაფასეთ თქვენი შემოსავალი, ხარჯვის ჩვევები და შეიტანეთ საჭირო კორექტივები.

წინა

რას ნიშნავს დაბალანსებული საინვესტიციო სტრატეგია?

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved