• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რა არის აქტივი?

სექტემბერი 14, 2023
in ინვესტიციის ანბანი
რა არის აქტივი?
გაზიარება

აქტივი არის ეკონომიკური ღირებულების მქონე რესურსი, რომელსაც ინდივიდი, კორპორაცია, ქვეყანა ფლობს ან აკონტროლებს მომავალში მისგან სარგებლის მიღების მოლოდინით.

აქტივები კომპანიის ბალანსზე აისახება. მათი კლასიფიკაცია შემდეგია: მიმდინარე, ძირითადი, ფინანსური და არამატერიალური. აქტივების შეძენის მიზანს ფირმის ღირებულების გაზრდა ან ოპერაციებისთვის სარგებლის მოტანა წარმოადგენს.

აქტივად შეიძლება ჩაითვალოს ის, რასაც მომავალში შეუძლია გამოიმუშაოს ფულადი სახსრები, შეამციროს ხარჯები ან გააუმჯობესოს გაყიდვები, მიუხედავად იმისა, საწარმოო აღჭურვილობა იქნება ეს, თუ — პატენტი.

აქტივების გააზრება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქტივი წარმოადგენს ეკონომიკურ რესურსს, რომელსაც ფლობს ან აკონტროლებს, მაგალითად, კომპანია. აქტივს აქვს ეკონომიკური სარგებლის მოპოვების უნარი ფულადი სახსრების შემოდინების გაზრდით ან მათი გადინების შემცირებით.

აქტივი ასევე შეიძლება წარმოადგენდეს წვდომას, რომელიც სხვა პირებს ან ფირმებს არ გააჩნიათ. ამასთან, უფლება ან სხვა სახის ხელმისაწვდომობა შეიძლება იურიდიულად უზრუნველყოფილი იყოს, რაც ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ეკონომიკური რესურსები გამოყენებულ იქნას კომპანიის შეხედულებისამებრ. მათი გამოყენება შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს მფლობელის მიერ.

იმისათვის, რომ რაიმე აქტივად ჩაითვალოს, კომპანიას უნდა გააჩნდეს მასზე უფლება ფინანსური ანგარიშგების მომზადების თარიღისთვის.

აქტივთა ტიპები

მიმდინარე აქტივები

ბუღალტრულ აღრიცხვაში ზოგიერთ აქტივს მოიხსენიებენ როგორც — მიმდინარეს. ასეთი აქტივები არის მოკლევადიანი ეკონომიკური რესურსები, რომელთა ფულად სახსრებად გარდაქმნა ან მოხმარება მოსალოდნელია ერთი წლის განმავლობაში. მიმდინარე აქტივები მოიცავს ფულს და ფულადი სახსრების ეკვივალენტებს, დებიტორულ ანგარიშებს, ინვენტარს და სხვადასხვა წინასწარ გადახდილ ხარჯებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაღდი ფულის შეფასება ადვილია, ბუღალტრები ინვენტარისა და დებიტორული ანგარიშების ფულად სახსრებად გარდაქმნის შესაძლებლობას პერიოდულად ხელახლა აფასებენ. თუ არსებობს მტკიცებულება, რომ დებიტორული დავალიანება შეიძლება უიმედო დავალიანებას წარმოადგენდეს, ის კლასიფიცირდება როგორც გაუფასურებული. ინვენტარის მოძველების შემთხვევაში კი შეიძლება ეს აქტივები ჩამოიწეროს.

ძირითადი აქტივები

ძირითადი აქტივები წარმოადგენს რესურსებს, რომელთა მოსალოდნელი სასიცოცხლო ციკლი ერთ წელს აჭარბებს. ასეთი შეიძლება იყოს ქარხნები, აღჭურვილობა და შენობები. კორექტირება, რომელსაც ამორტიზაცია ეწოდება, ძირითადი საშუალებების მოძველებისას ხორციელდება. ის აქტივის ღირებულებას მისი სასიცოცხლო ციკლის პერიოდზე ანაწილებს. ამორტიზაცია შეიძლება ასახავდეს ან არ ასახავდეს ძირითადი აქტივის შემოსავლიანობის დაკარგვას.

საყოველთაოდ მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები (GAAP) ამორტიზაციის დარიცხვის საშუალებას რამდენიმე მეთოდით გვაძლევს. წრფივი მეთოდი ვარაუდობს, რომ ძირითადი აქტივი ღირებულებას მისით სარგებლობის ვადის პროპორციულად კარგავს, ხოლო დაჩქარებული მეთოდის მიხედვით, აქტივის ღირებულება გამოყენების პირველ წლებში უფრო სწრაფად მცირდება.

ფინანსური აქტივები

ფინანსური აქტივები წარმოადგენს ინვესტიციებს სხვა ინსტიტუტების აქტივებსა და ფასიან ქაღალდებში. ფინანსური აქტივები მოიცავს აქციებს, სუვერენულ და კორპორატიულ ობლიგაციებს და სხვა ჰიბრიდულ ფასიან ქაღალდებს. ასეთი აქტივები მის საფუძველში არსებული ფასიანი ქაღალდების, ბაზრის მიწოდებისა და მოთხოვნის მიხედვით ფასდება.

არამატერიალური აქტივები

არამატერიალური აქტივები არის ეკონომიკური რესურსები, რომლებსაც ფიზიკური სახე არ გააჩნია. მათ შორისაა პატენტები, სავაჭრო ნიშნები, საავტორო უფლებები და გუდვილი (ბიზნესის დამკვიდრებული რეპუტაცია, რომელიც განიხილება რაოდენობრივად ფასდაუდებელ აქტივად და კომპანიის გაყიდვისას მისი ღირებულების ნაწილად მიიჩნევა). არამატერიალური აქტივების აღრიცხვა განსხვავდება მათი ტიპების მიხედვით. ასეთი აქტივების ამორტიზება ან გაუფასურების ტესტირება შესაძლებელია ყოველწლიურად.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რას ნიშნავს ჩვეულებრივი აქცია?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს ჩვეულებრივი აქცია?

რას ნიშნავს ჩვეულებრივი აქცია?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved