• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი ინდუსტრიები

რას მოიცავს უძრავი ქონების სექტორი?

იანვარი 24, 2024
in ინდუსტრიები
გაზიარება

უძრავი ქონება განისაზღვრება, როგორც მიწა და ნებისმიერი მუდმივი ნაგებობა, როგორიცაა სახლი ან სხვა სახის შენობა.

უძრავი ქონება განსხვავდება პირადი საკუთრებისგან, რომელიც მუდმივად არ არის მიმაგრებული მიწაზე, როგორიცაა ავტომობილები, ნავები, სამკაულები, ავეჯი, ფერმის ტექნიკა და ა. შ.

უძრავი ქონების გააზრება

ტერმინები მიწა და უძრავი ქონება ხშირად ურთიერთშენაცვლებით გამოიყენება, თუმცა მათ შორის განსხვავებები არსებობს.

მიწა წარმოადგენს დედამიწის ზედაპირს დედამიწის ცენტრამდე და ზემოთ, საჰაერო სივრცეში, ხეების, მინერალებისა და წყლის ჩათვლით. მიწის ფიზიკურ მახასიათებლებს მიეკუთვნება მისი უმოძრაობა, ურღვეობა და უნიკალურობა.

უძრავი ქონება მოიცავს მიწას, მასთან ერთად ნებისმიერ მუდმივ ხელოვნურ დანამატს, როგორიცაა სახლები და სხვა შენობები. მიწის ნებისმიერ დანამატს ან ცვლილებას, რომელიც ქონების ღირებულებაზე ზემოქმედებს, გაუმჯობესება ეწოდება.

მიწის გაუმჯობესების შემდეგ, მთლიანი კაპიტალი და შრომა, რომელიც კეთილმოწყობისთვის გამოიყენება, მნიშვნელოვან ფიქსირებულ ინვესტიციას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ შენობა შეიძლება დაინგრეს, გაუმჯობესებები, როგორებიც არის დრენაჟი, ელექტროენერგია, წყალი და კანალიზაციის სისტემები, როგორც წესი, მუდმივია.

უძრავი ქონების ტიპები

საცხოვრებელი უძრავი ქონება: ნებისმიერი ქონება, რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი მიზნებისთვის.

კომერციული უძრავი ქონება: ნებისმიერი ქონება, რომელიც გამოიყენება ექსკლუზიურად ბიზნეს მიზნებისთვის. ასეთებია აპარტამენტების კომპლექსები, ბენზინგასამართი სადგურები, სასურსათო მაღაზიები, საავადმყოფოები, სასტუმროები, ოფისები, პარკინგის ობიექტები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები და თეატრები.

სამრეწველო უძრავი ქონება: ნებისმიერი ქონება, რომელიც გამოიყენება წარმოებისთვის, პროდუქციის განაწილებისთვის, შესანახად, კვლევისა და განვითარებისთვის.

მიწა: მოიცავს განუვითარებელ საკუთრებას, ცარიელ მიწებს და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს, როგორებიც არის ფერმები, ბაღები, რანჩოები და სატყეო მონაკვეთები.

სპეციალური დანიშნულების ქონება: საკუთრება, რომელსაც იყენებს საზოგადოება. ამ კატეგორიაში ერთიანდება სასაფლაოები, სამთავრობო შენობები, ბიბლიოთეკები, პარკები, სამლოცველო ადგილები და სკოლები.

უძრავი ქონების ეკონომიკა

უძრავი ქონება აშშ-ში ეკონომიკური ზრდის კრიტიკული მამოძრავებელია და ახალი საცხოვრებელი მშენებლობის პროექტების რაოდენობა ნებისმიერ მოცემულ თვეში, რომელიც აშშ-ის აღწერის ბიუროს მიერ ქვეყნდება, ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს. ანგარიში მოიცავს მშენებლობების ნებართვებს, ახალი და დასრულებული საცხოვრებლების მონაცემებს და ა. შ.

ინვესტორები და ანალიტიკოსები მჭიდროდ ადევნებენ თვალყურს ახალი საცხოვრებლების მშენებლობის მონაცემებს, რადგან ამ მაჩვენებლებს ეკონომიკური მიმართულების შესახებ ზოგადი სურათის დახატვა შეუძლია.

უძრავ ქონებაში ინვესტირების გზები

მოკლევადიანი გაქირავება: კოვიდ-19-ის პანდემიამ მრავალი ადამიანის მოგზაურობის სტილი შეცვალა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოკლევადიანი გაქირავების პოპულარობა გაიზარდა, რადგან მოგზაურები მეტ პირად სივრცესა და განმარტოებას უფრო ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე სასტუმროებს. ეს გაძლევთ შესაძლებლობას, როგორც უძრავი ქონების ინვესტორმა, ფული გამოიმუშაოთ. თუ შეძლებთ, რომ ხელმისაწვდომ ფასად დასასვენებლად გასაქირავებელი სახლი იპოვოთ, სოლიდურ შემოსავალს მიიღებთ.

ყიდვა-გაყიდვა: შესაძლოა, ეს სარისკო საქმე იყოს, თუ ამ ბიზნესში ბრმად შედიხართ და არ იცით რას აკეთებთ, მაგრამ თუ სახლს კარგ ფასად იყიდით და ხელმისაწვდომ ფასად გაარემონტებთ, შესანიშნავი შემოსავლის მიღებას შეძლებთ. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ამ შემთხვევაში ფულს მოკლევადიან პერსპექტივაში აბანდებთ და მეტი მოქნილობა გაქვთ, რაც საშუალებას გაძლევთ, სხვადასხვა საინვესტიციო შესაძლებლობებზე სწრაფად გადაერთოთ.

REIT-ში ინვესტირება: ფიზიკური ქონების ფლობა უძრავი ქონებით ფულის გამომუშავების ერთადერთი გზა არ არის. კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტი არსებობს — უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტში (REIT) ინვესტირება. REIT-ების ფლობის ერთ-ერთი უდიდესი სარგებელი დივიდენდური სარგებლის მიღებაა, რადგან მათ თავიანთი დასაბეგრი მოგების 90%-ის დივიდენდების სახით გაზიარება მოეთხოვებათ. ეს ის ფულია, რომლის რეინვესტირებასაც შეძლებთ და, დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო მეტ სიმდიდრეს დააგროვებთ. REIT-ის შერჩევისას, რა თქმა უნდა, კვლევის ჩატარებაა საჭირო. მაქსიმალური მოგების მისაღებად შეარჩიეთ ისეთი უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტი, რომელსაც მყარი ზრდის პოტენციალი გააჩნია.

რა თქმა უნდა, უძრავ ქონებაში ინვესტირება მხოლოდ ამ სამი მიმართულებით არ შემოიფარგლება და კიდევ მოიცავს სხვა ვარიანტებს, როგორებიც არის, მაგალითად, კომერციული ფართების გაქირავება, აპარტამენტების გაქირავება და ა. შ.

წინა

Procter & Gamble-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაუმჯობესდა

შემდეგი

რა ხდებოდა 24 იანვარს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას მოიცავს სამრეწველო საქონლის სექტორი?
ინდუსტრიები

რას მოიცავს სამრეწველო საქონლის სექტორი?

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
რას ნიშნავს მზარდი ინდუსტრია?
ინდუსტრიები

რას ნიშნავს მზარდი ინდუსტრია?

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
რა არის ARPU?
ინდუსტრიები

რა არის ARPU?

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
როგორ გამოიმუშავებს Apple ფულს?
ინდუსტრიები

როგორ გამოიმუშავებს Apple ფულს?

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
როგორ გამოიმუშავებს Netflix ფულს?
ინდუსტრიები

როგორ გამოიმუშავებს Netflix ფულს?

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 24 იანვარს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 24 იანვარს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved