• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი საკუთარ თავში ინვესტირება

რას ნიშნავს საკუთარ თავში ინვესტირება?

ოქტომბერი 2, 2024
in საკუთარ თავში ინვესტირება
რას ნიშნავს საკუთარ თავში ინვესტირება?
გაზიარება

ბევრი ადამიანი ყოველდღიურად ერთსა და იმავე რუტინას მიჰყვება. თითქოს ბორბალში მორბენალი ზაზუნები ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უფროსებზე შთაბეჭდილება მოვახდინოთ, ყოველი თვის ბოლოს კი ხელფასი ავიღოთ. თუმცა როდესაც საქმე საკუთარი თავის განვითარებას ეხება, რეალური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ხშირად გვიჭირს.

საკუთარ თავში ინვესტირება შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, იაფი და მომგებიანი გადაწყვეტილება იყოს. დღეს თქვენი ცხოვრების წესში მცირე ცვლილებების შეტანით შეგიძლიათ, სამომავლოდ უფრო მაღალი ანაზღაურების გამომუშავების შესაძლებლობა და უფრო ბედნიერი ცხოვრება შექმნათ.

რატომ უნდა ჩადოთ ინვესტიცია საკუთარ თავში?

საკუთარ თავში ინვესტირება ნიშნავს დროის, ფულისა და ენერგიის დახარჯვას თქვენი მიმდინარე და მომავალი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. იმის ნაცვლად, რომ დრო იმაში დახარჯოთ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენს კეთილდღეობას გაზრდის, მოძებნეთ გზები, რომ მეტი საჭირო უნარი შეიძინოთ და ცხოვრება გაიუმჯობესოთ.

როდესაც საკუთარი თავის გაუმჯობესებასა და მიზნების მიღწევაზე ფოკუსირდებით, შეამჩნევთ დომინოს დადებით ეფექტს თქვენს ფინანსებზე, კარიერაზე, ჯანმრთელობასა და ბედნიერებაზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარ თავში ინვესტირება?

როდესაც საკუთარ თავში ინვესტირებით ხართ დაკავებული, თქვენ იძენთ ცოდნასა და უნარებს, რომლებმაც შეიძლება შეამციროს დროის ფოკუსირება იმაზე, რაც თქვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ პროცესის გავლენა მაშინვე ვერ იგრძნოთ, საკუთარ თავში ინვესტირებას შეუძლია, დროთა განმავლობაში თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს.

საკუთარ თავში ინვესტირებას შეუძლია დაგეხმაროთ:

  • თავდაჯერებულობის ამაღლებაში;
  • თვალსაწიერის გაფართოებაში;
  • მიზნების განვითარებაში;
  • სიმდიდრის გაზრდაში.

მოდით მიმოვიხილოთ ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგიძლიათ საკუთარ თავში ინვესტირების მიზნით.

დაისახეთ მიზნები

მიზნების ჩამოწერა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა საკუთარ თავში ინვესტირების დასაწყებად. მიზნების ნაკრები თქვენი ცხოვრების საყიდლების სიას ჰგავს. ის ზუსტად გეტყვით, რა გჭირდებათ თქვენი ოცნებების რეალიზებისთვის.

ცხოვრებაში უმიზნოდ ხეტიალის ნაცვლად უნდა იქონიოთ სამოქმედო გეგმა და მკაფიო დანიშნულება. დაიწყეთ, თქვენი მიზნების განსასაზღვრად, ყოველთვიურად რამდენიმე წუთის გამოყოფით.

შეადგინეთ ხარჯვის გეგმა

ასეთი გეგმის არსებობა საშუალებას მოგცემთ გააკონტროლოთ, რა მოცულობის თანხას ხარჯავთ, ზოგავთ და აბანდებთ ყოველთვიურად. ზოგიერთი ადამიანი ამისთვის მობილურ აპლიკაციებს იყენებს, ხოლო სხვები თავად ქმნიან ცხრილებს Excel-ში.

აღმოაჩინეთ, რომელი გზა უფრო მოსახერხებელია თქვენთვის და ფინანსები თანმიმდევრულად აკონტროლეთ. გახსოვდეთ, რომ ამ გეგმას თქვენ მეთვალყურეობთ, ამიტომ თქვენივე გადასაწყვეტია, თუ რაში დახარჯავთ ფულს.

შეამცირეთ ვალი

ვალი არა მხოლოდ ამძიმებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას, არამედ ხელს გიშლით დასახული მიზნების მიღწევაში. გარდა ამისა, რაც უფრო მეტად აჭიანურებთ დავალიანების გადახდას, ის მით უფრო იზრდება.

მას შემდეგ რაც შეაფასებთ თქვენი ხარჯვის გეგმას, გამოთვალეთ, რა მოცულობის თანხა გჭირდებათ ყოველთვიური მინიმალური დავალიანების დასაფარად და დაფიქრდით, როგორ შეძლებდით ამ ფულის სხვა მიმართულებით გამოყენებას.

თუ მაღალპროცენტიანი ვალების გადახდის საშუალება გაქვთ, ეს აუცილებლად გააკეთეთ. მათ რაც შეიძლება სწრაფად გადასახდელად ასევე შეგიძლიათ „ზვავის“ მეთოდი გამოიყენოთ. „ზვავის“ მეთოდის გამოსაყენებლად დაახარისხეთ თქვენი ვალები საპროცენტო განაკვეთების მიხედვით (მაღლიდან დაბლა). თითოეული ვალისთვის (ყველაზე მაღალპროცენტიანის გამოკლებით) გადაიხადეთ მინიმუმი. ყველაზე მაღალპროცენტიანი ვალისთვის კი გადაიხადეთ იმდენი, რამდენსაც გასწვდებით. შემდეგ იგივე გააკეთეთ მომდევნო მაღალპროცენტიანი ვალისთვის და გაიმეორეთ ეს პროცესი იქამდე, სანამ ყველა ვალს არ გადაიხდით.

დაიწყეთ ინვესტირება

ყოველთვიური შემოსავლიდან ფულის გადადების საშუალება გაქვთ? მნიშვნელოვანია, დაზოგოთ თქვენი შემოსავლის ნაწილი ინფლაციასთან გასამკლავებლად და დროთა განმავლობაში სიმდიდრის დასაგროვებლად.

ინვესტირება კვანტური ფიზიკა ნამდვილად არ არის — სურვილის შემთხვევაში მისი დაწყება არც ისე რთულია, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ზოგიერთი ადამიანისთვის საკმარისია ფულის საშუალოზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე შემნახველ ანგარიშზე შეტანა. სხვები კი საფონდო ბირჟაზე ინვესტირებას არჩევენ.

ინვესტირების დაწყებისას მნიშვნელოვანია, რომ ყველა კვერცხი ერთ კალათში არ მოათავსოთ და რისკის დასაბალანსებლად დივერსიფიკაციას მიმართოთ. რაც უფრო დიდხანს იქნება თქვენი ფული ინვესტირებული, მით უფრო გაიზრდება ის. ამას ქვემოთ მოცემული ფოტო ნათლად გვიჩვენებს.

Power of Time

განაგრძეთ სწავლა

წარმატებული ადამიანები არასოდეს წყვეტენ სწავლას. თუ შეწყვეტთ თქვენი კვალიფიკაციის ამაღლებას, ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებით. საბედნიეროდ, დღესდღეობით ახალი უნარების ათვისება ისე ხელმისაწვდომია, როგორც არასდროს.

თქვენს ხელთაა ათობით ონლაინ რესურსი. სწავლა შეიძლება გულისხმობდეს პოდკასტების მოსმენას, წიგნების კითხვას, YouTube ვიდეოები ყურებას ან ონლაინ კურსებზე დარეგისტრირებას. თუმცა გახსოვდეთ, რომ მხოლოდ მოსმენა და კითხვა საკმარისი არ არის, თქვენ მიერ მიღებული ინფორმაცია პრაქტიკული გამოცდილებით უნდა განამტკიცოთ.

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე

ჯანსაღი ცხოვრების წესი დაგეხმარებათ, უფრო დიდხანს იცხოვროთ და მომავალი სამედიცინო გადასახადები შეამციროთ. ჯანსაღი ცხოვრების წესს ბევრი სარგებელი აქვს, მაგალითად ის, რომ თქვენი სხეული უფრო ენერგიული ხდება და დღის განმავლობაში ნაკლებად იღლებით.

მთავარია იმის დადგენა, თუ რომელი რუტინა შეგეფერებათ საუკეთესოდ. მაგალითად, ეს შეიძლება მოიცავდეს დილის გასეირნებას, ველოსიპედით სიარულს, საბრძოლო ხელოვნებაში ვარჯიშს და ა. შ.

მოიძიეთ შემოსავლის დამატებითი წყარო

ოდესმე გაგჩენიათ სურვილი, რომ ჰობი ბიზნესად გექციათ? სწორედ ეს მოგცემთ საშუალებას, დამატებითი შემოსავალი გამოიმუშაოთ. ეს არის საქმიანობა, რომელსაც სამსახურს უთავსებთ.

დამატებითი შემოსავლის წყაროს მოძიების მიზანი უმეტეს შემთხვევაში ვალების დაფარვა, მომავლისთვის დაზოგვა ან ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა. დამატებითი საქმიანობა, მეტ შემოსავალთან ერთად, იმის საშუალებასაც გაძლევთ, რომ ცხოვრებისგან მეტი სიამოვნება მიიღოთ.

როგორ უნდა დავიწყოთ?

დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით: ნუ შეიქმნით იმის მოლოდინს, რომ ცხოვრებაში ყველაფერს ერთდროულად შეცვლით. დასაწყებად საუკეთესო გზა ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯებიდან ერთის ან ორის არჩევა და მათი ცხოვრებაში დანერგვაა.

იყავით პრაქტიკული: დადგება დრო, როდესაც საკუთარ თავში ინვესტირების აუცილებლობას დაივიწყებთ ან უბრალოდ ეს მუხტი განელდება. როდესაც ამას იგრძნობთ, შეგიძლიათ ამ ნაბიჯებს კვლავ გადახედოთ და თქვენი ცხოვრების გაუმჯობესების გეგმას დაუბრუნდეთ.

იყავით მომთმენი: საკუთარ თავში ინვესტირებას დრო და ძალისხმევა სჭირდება. თუ შედეგს მაშინვე ვერ მიიღებთ, ყურადღება მცირე მიღწევებზე გაამახვილეთ. დროთა განმავლობაში ისინი დიდ ცვლილებებს გამოიწვევს.

ნუ მოერიდებით დახმარების თხოვნას: როდესაც საკუთარ თავში და გეგმებში ეჭვი შეგეპარებათ, შეგიძლიათ რჩევისთვის, დახმარებისთვის სხვას მიმართოთ. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, მეგობარი ან ოჯახის წევრი.

დასკვნა

არ დაგავიწყდეთ, რომ საუკეთესო აქტივი თავადვე ხართ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და უნარი გონივრულად გამოიყენოთ. გამამხნევებელმა სიტყვებმა შეიძლება დროებითი სტიმული მოგცეთ, მაგრამ საბოლოოდ ნაბიჯები თავად უნდა გადადგათ.

წინა

როგორ უნდა ჩადოთ ინვესტიცია აქციებში?

შემდეგი

საფონდო ბირჟაზე ინვესტირების ფსიქოლოგია

მსგავსი სტატიები

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
18 საუკეთესო გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

18 საუკეთესო გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
ოქტომბერი 24, 2024
საკუთარ თავში ინვესტირების ხელოვნება
საკუთარ თავში ინვესტირება

საკუთარ თავში ინვესტირების ხელოვნება

by Giorgi
ოქტომბერი 16, 2024
3 მარტივი გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

3 მარტივი გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
ოქტომბერი 4, 2024
როგორ მივაღწიოთ მიზნებს?
საკუთარ თავში ინვესტირება

როგორ მივაღწიოთ მიზნებს?

by Giorgi
აგვისტო 2, 2024
მეტი
შემდეგი
საფონდო ბირჟაზე ინვესტირების ფსიქოლოგია

საფონდო ბირჟაზე ინვესტირების ფსიქოლოგია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved