დივერსიფიცირებული კომპანია არის კომპანიის ტიპი, რომელსაც გააჩნია მრავალი დაუკავშირებელი ბიზნესი ან პროდუქტი. დაუკავშირებელ ბიზნესებში იგულისხმება ისეთი მიმართულებები, რომლებიც:
- მოითხოვს მენეჯმენტის უნიკალურ გამოცდილებას;
- ფოკუსირებულია განსხვავებულ საბოლოო მომხმარებლებზე;
- აწარმოებს სხვადასხვა პროდუქტს ან მომსახურებას.
დივერსიფიცირებული კომპანიის ერთ-ერთი უპირატესობა არის მეტი დაცულობა ნებისმიერ ინდუსტრიაში დრამატული რყევებისგან. თუმცა, ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოდელი აქციონერებს მნიშვნელოვან მოგებას ან ზარალს მოუტანს, რადგან ის ერთ კონკრეტულ ბიზნესზე არ არის ფოკუსირებული.
როგორ მუშაობს დივერსიფიცირებული კომპანია?
კომპანიებმა შეიძლება დივერსიფიკაციას მიაღწიონ ახალ ბიზნესში დამოუკიდებლად შესვლით, ასევე სხვა ფირმასთან შერწყმით ან სხვა სფეროში მოქმედი კომპანიის შეძენით. დივერსიფიცირებული კომპანიების წინაშე მდგარი ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს საჭიროება, შეინარჩუნონ ძლიერი სტრატეგიული ფოკუსი აქციონერებისთვის მყარი ფინანსური შემოსავლის გამოსამუშავებლად, ნაცვლად იმისა, რომ კორპორატიული ღირებულება არახელსაყრელი შესყიდვების ან სხვა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების გზით.
კონგლომერატები
დივერსიფიცირებული კომპანიის ერთ-ერთი გავრცელებულ ფორმას კონგლომერატი წარმოადგენს. ეს უკანასკნელი არის მსხვილი ფირმა, რომელიც მრავალ ინდუსტრიაში მოქმედი დამოუკიდებელი სუბიექტებისგან შედგება. ბევრი კონგლომერატი მულტინაციონალური და მრავალინდუსტრიული კორპორაციაა.
კონგლომერატის ყველა შვილობილი ბიზნესი სხვა განყოფილებებისგან დამოუკიდებლად მუშაობს, თუმცა შვილობილი ფირმების მმართველი გუნდები ანგარიშს უწევენ მშობელი კომპანიის მენეჯმენტს.
მრავალ სხვადასხვა ბიზნესში მონაწილეობა კონგლომერატის მშობელ კომპანიას ეხმარება, შეამციროს რისკები ბაზრის დიდ ნაწილზე ოპერირებით. ასეთი მიდგომა ხარჯების შემცირებისა და ნაკლები რესურსების გამოყენების საშუალებასაც იძლევა. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც კომპანია ზედმეტად იზრდება, რომ ეფექტიანობას კარგავს. შესაძლოა, ამ პრობლემის გადასაჭრელად, კონგლომერატის მმართველმა გუნდმა დივესტირებას მიმართოს.
ზოგიერთი ისტორიულად ყველაზე ცნობილი დივერსიფიცირებული კომპანიები არიან General Electric, 3M, Sara Lee და Motorola. ევროპული მაგალითებია Siemens და Bayer, ხოლო აზიური —Hitachi, Toshiba და Sanyo Electric.