• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

ოცნებიდან რეალობამდე — უორენ ბაფეტის 3 რჩევა წარმატების მისაღწევად

მაისი 31, 2023
in ადამიანები
ოცნებიდან რეალობამდე — უორენ ბაფეტის 3 რჩევა წარმატების მისაღწევად
გაზიარება

უორენ ბაფეტმა, გარდა იმისა, რომ მსოფლიოში ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია, დროთა განმავლობაში ერთგვარი მრჩევლის როლიც შეითავსა. ის ძალიან ბევრს საუბრობს წარმატების წესებზე, მიზნის მიღწევის სტრატეგიებსა და ცხოვრების გაუმჯობესების გზებზე.

ახლა კი ბაფეტის მიერ შემოთავაზებულ 3 ნიშანზე ვისაუბრებთ, რომლებიც უბრალოდ ოცნებასა და რეალურ შედეგებს შორის განმასხვავებელ ფაქტორებად გვევლინება:

  1. ყოველდღე იმაზე ჭკვიანი დაწექით დასაძინებლად, ვიდრე დილას იყავით

ბაფეტს არაერთხელ უთქვამს, რომ ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია მისი მსგავსი წარმატების მიღწევა. ამის გასაღებად კი ყოველდღიურ განვითარებას მიიჩნევს — „ასე გროვდება ცოდნა, ისევე, როგორც რთული პროცენტი“.

ამ მოსაზრების ლოგიკურობას ისიც ამტკიცებს, რომ თავად უორენ ბაფეტის ყოველდღიური რუტინის 80%-ს კითხვა წარმოადგენს. რა თქმა უნდა, სამსახურის და ცხოვრების სხვა მოვალეობების პარალელურად, ყველას არ გვრჩება კითხვისთვის ამდენი დრო. თუმცა ზემოხსენებული ფორმულის მთავარი არსი რაღაც ახლის სწავლა და პროგრესირებაა — ამის მიღწევა კი ერთ წინადადებაშიც შეიძლება ხოლმე.

  1. გარშემო თქვენზე კარგი ადამიანები შემოიკრიბეთ

წიგნში The Snowball: Warren Buffett and the Business of Life ბაფეტის ფრაზაა მოხმობილი: „ცხოვრებამ მასწავლა, რომ შენზე კარგ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან კარგია, რადგან ეს გაიძულებს, ოდნავ უკეთესი გახდე. და თუ შენზე ცუდებთან გაქვს კავშირი, მალე დაიწყებ დაბლა-დაბლა დაშვებას“.

აღნიშნულ მოსაზრებაზე დაყრდნობით, როდესაც ირგვლივ წარმატებულ პირებს შემოიკრებთ, ეს თავისთავად აისახება კარიერულ პროგრესზე. ასეთ დროს მათგან სწავლობ, უფრო ჭკვიანი ხდები, ითვისებ წარმატებისთვის დამახასიათებელ ჩვევებს, აფართოებ ხედვას და საბოლოო ჯამში, უკეთესი ხდები.

ცხადია, საპირისპიროს გაკეთებას საპირისპირო შედეგებამდე მივყავართ.

  1. ინვესტიცია ჩადეთ საკუთარ თავში

2022-ში Berkshire Hathaway-ის აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე ბაფეტმა თქვა, რომ ყოველთვის შესაძლებელია საკუთარი თავის ინფლაციისა და რეცესიისგან დაცვა. ამას კი ერთი მარტივი ფილოსოფიური ხედვით მივაღწევთ: „საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ის არის, რომ რაღაცაში შეუდარებლად კარგი იყოთ. ადამიანები ყოველთვის მოგცემენ რაღაცას იმის სანაცვლოდ, რასაც თავად შესთავაზებთ“.

ლეგენდარულმა ინვესტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნარ-ჩვევების დახვეწა საუკეთესო საშუალებაა ნებისმიერი სირთულის გადასალახად. მაშინაც კი, თუ მასშტაბური პრობლემების წინაშე იქნებით, შესაძლებლობებს ვერავინ წაგართმევთ — ხოლო მათი სწორად გამოყენებით სასურველ რეალობამდეც მიხვალთ.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

შემდეგი

უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს

უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved