• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

ეკონომიკური გზავნილი მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული გამოსვლის მიღმა

იანვარი 16, 2024
in ადამიანები
ეკონომიკური გზავნილი მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული გამოსვლის მიღმა
გაზიარება

გუშინ, მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ამერიკის საფონდო ბირჟები დახურული იყო. მისი მემკვიდრეობის პატივსაცემად კი დღეს მის ისტორიულ გამოსვლას — „მე მაქვს ოცნება“ ეკონომიკურ ჭრილში განვიხილავთ.

ბევრს ეს გამოსვლა დაამახსოვრდა, როგორც შეძახილი ყველა ადამიანის თანასწორობისთვის და ეს ასეც იყო. თუმცა მისი თავდაპირველი განზრახვა იყო ადამიანების ეკონომიკური უთანასწორობის დასრულებისკენ მოწოდება და ყველასთვის ხელსაყრელი დასაქმების უფლების მოპოვება.

„მე მაქვს ოცნება“ და სამოქალაქო უფლებების მოძრაობა

მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული მიმართვა სინამდვილეში წარმოადგენდა რამდენიმე გამოსასვლელი სიტყვის ერთობლიობას, რომელსაც იგი წარმოთქვამდა 1962-1963 მშფოთვარე წლებში, როდესაც აშშ-ში სამოქალაქო უფლებების მოძრაობა მძვინვარებდა. კინგი სიტყვით გამოვიდა 1963 წლის 28 აგვისტოს, ლინკოლნის მემორიალზე, ვაშინგტონში სამუშაოებისა და თავისუფლებისთვის გამართულ მარშზე. ეს იყო პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის გეტისბურგის მიმართვისადმი პატივისცემის გამოხატვის აქტი და ასევე ემანსიპაციის გამოცხადების ასი წლისთავთან დაკავშირებული გამოსვლა.

ადამიანების უმეტესობას ახსოვს ეს ამაღელვებელი სიტყვები მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული გამოსვლიდან:

„…მე მაქვს ოცნება, რომ ჩემმა ოთხმა პატარა შვილმა ერთ დღეს იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც მათ არა კანის ფერის, არამედ მათი ღირსების მიხედვით შეაფასებენ. დღეს მაქვს ოცნება!..“

Martin Luther King Jr.

თუმცა იგი ასევე საუბრობს ეკონომიკური უთანასწორობის გამოსწორებაზე:

„გარკვეული გაგებით, ჩვენ საკუთარი ქვეყნის დედაქალაქში ჩეკის გასანაღდებლად მოვედით. როდესაც ჩვენი რესპუბლიკის არქიტექტორები წერდნენ კონსტიტუციის ბრწყინვალე სიტყვებს და დამოუკიდებლობის დეკლარაციას, ისინი ხელს აწერდნენ თამასუქს, რომლის მემკვიდრეც ყველა ამერიკელი უნდა გამხდარიყო… ამ წმინდა ვალდებულების შესრულების ნაცვლად, ამერიკამ შავკანიანებს უსარგებლო ჩეკი მისცა, ჩეკი, რომელზეც აღმოჩნდა აღნიშვნა — „არასაკმარისი თანხა“. მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ იმის დაჯერებაზე, რომ იუსტიციის ბანკი გაკოტრებულია“.

ცნება, რომ მთავრობამ უსარგებლო ჩეკი გამოწერა, ამერიკაში ახალი არ იყო. ალექსანდრე ჰამილტონი და ამერიკის რესპუბლიკის მრავალი სხვა დამფუძნებელი იყენებდნენ მსგავს მეტაფორებს ისტორიის მანძილზე ამერიკელების თავაშვებულობის აღსაწერად.

Washington DC

შემოსავლების უთანასწორობა

მარტინ ლუთერ კინგის მოსაზრება ის იყო, რომ ეკონომიკურმა სისტემამ, რომლადაც ამერიკა იქცა, აფროამერიკელები და ღარიბი ხალხი მთლიანად უკან მოიტოვა.

სამწუხაროდ, შემოსავლების უთანასწორობის პრობლემა აშშ-ში და მთელ მსოფლიოში ბოლო 60 წლის განმავლობაში გაუარესდა. მსოფლიოში ბევრი ადამიანი ცხოვრობს მწირი ხელფასით. მათთვის, ვისაც სტაბილური სამსახურები აქვთ, 50 წლის განმავლობაში, ინფლაციასთან შედარებით, ხელფასების ზრდა შემცირდა. სტაბილური საშუალო კლასის ცხოვრებისკენ მიმავალი გზა გაუჩინარდა მილიონობით შრომისმოყვარე ადამიანისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ხელფასიდან ხელფასამდე და ვერ ზოგავენ თანხას, რათა უკეთესი მომავლისთვის ინვესტირება შეძლონ.

ეკონომიკის საბაზრო ფუნქციონირება

თავის ბოლო წიგნში — Where Do We Go From Here: Chaos or Community? კინგი ხაზს უსვამს ამერიკის ეკონომიკის საბაზრო ფუნქციონირებას, რომელიც უმუშევრობას ავრცელებს. მართალია, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ტექნოლოგიას — ხელოვნური ინტელექტი და ჭკვიანი რობოტები — შეიძლება ერთ დღეს ადამიანების სამსახურებისთვის საფრთხე შეექმნა, მაგრამ მარტინი აქცენტს აკეთებდა აშშ-ის საბაზრო სისტემის უკან მდგარ მოგებაზე ორიენტირებულ მოტივაციაზე, რომელიც აღმასრულებლებს აიძულებს, მოგება და აქციების ფასები მაქსიმალურად გაზარდონ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, როგორც ინვესტორები, ვზრუნავთ უფრო მაღალ მოგებაზე, ხშირად საკმარისად არ ვფიქრობთ მდგრადი ეკონომიკური სისტემის შექმნაზე, რომელიც გულისხმობს ყველა ადამიანის კეთილდღეობას და პოზიტიურ გავლენას ჩვენს პლანეტაზე.

კინგის საკამათო გადაწყვეტა მდგომარეობდა მთავრობის იძულებაში, შეექმნა სამუშაო ადგილები, რათა გაეზარდა სოციალური კეთილდღეობა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სამსახურის პოვნა ვერ მოახერხეს. ზოგიერთმა შეიძლება ამას საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო უწოდოს, სხვებმა კი — სოციალიზმის ფორმა. მარტინ ლუთერ კინგისთვის ეს დაკავშირებული იყო მუშაობის ფუნდამენტურ უფლებასთან.

Martin Luther King Jr.

„პრობლემა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი აქცენტი ორმხრივი უნდა იყოს. უნდა შევქმნათ სრული დასაქმება ან უნდა შევქმნათ შემოსავალი. ადამიანები უნდა გახდნენ მომხმარებლები ამა თუ იმ მეთოდით. ​​როდესაც ისინი ამ პოზიციაზე დგებიან, უნდა ვიფიქროთ, რომ ინდივიდის პოტენციალი არ იკარგება. სამუშაოს ახალი ფორმები, რომლებიც აძლიერებს სოციალურ კეთილდღეობას, უნდა შეიქმნას მათთვის, ვისთვისაც ტრადიციული სამსახურები მიუწვდომელია…“

ზემოთ მოყვანილი მაგალითები არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მარტინ ლუთერ კინგმა წერილობით ან სიტყვიერად ისაუბრა ეკონომიკური საკითხების შესახებ. 1968 წლის 3 აპრილს, მემფისში მკვლელობის წინა ღამეს, იგი მეისონის ტაძარში სიტყვით გამოვიდა გაფიცული სანიტარული მუშაკების მხარდასაჭერად.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი შეიძლება მის იდეებს ან სამოქალაქო უფლებების მოძრაობის უკან არსებულ პრინციპებს არ ეთანხმებოდეს, კინგის გავლენა უდავოა. მან შეძლო ამერიკელი ადამიანების უფლებები ეკონომიკურ სისტემასთან და უსამართლობასთან დაეკავშირებინა. იმ დროს არსებულ პრობლემებს იგი ხაზს უსვამდა თავისი ესეებით, გამოსვლებითა და სწავლებებით, რომლებმაც აშშ-ის მორალურ ცნობიერებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

ამ და მრავალი სხვა მიზეზის გამო, ამერიკაში 15 იანვარს მარტინ ლუთერ კინგის დღე აღინიშნება.

წინა

SEC-მა ამერიკულ ბირჟებზე ბიტკოინის სპოტ ETF-ებით ვაჭრობა დაუშვა

შემდეგი

რატომ გაიზარდა 2023 წელს Apple-ის აქციების ფასი თითქმის 50%-ით?

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა 2023 წელს Apple-ის აქციების ფასი თითქმის 50%-ით?

რატომ გაიზარდა 2023 წელს Apple-ის აქციების ფასი თითქმის 50%-ით?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved