• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

კითხვა, რომელიც დივიდენდური აქციის შეძენამდე უნდა დასვათ

აგვისტო 31, 2022
in ინვესტიციის ანბანი
კითხვა, რომელიც დივიდენდური აქციის შეძენამდე უნდა დასვათ
გაზიარება

არსებობს მიზეზი, რის გამოც ბევრ ინვესტორს დივიდენდური აქციები უყვარს – ისინი შეიძლება პასიური შემოსავლის სტაბილურ წყაროდ იქცეს. გარდა ამისა, თუ ხარჯების დასაფარად დივიდენდური შემოსავალი არ გჭირდებათ, შეგიძლიათ მათ რეინვესტირებას მიმართოთ, რათა თქვენი საინვესტიციო პორტფელი გაზარდოთ.

მიუხედავად იმისა, რომ არაფერია ცუდი საინვესტიციო სტრატეგიის შედგენაში, რომელიც დივიდენდურ აქციებზე არის ფოკუსირებული, ასევე ფრთხილად უნდა იყოთ მათი ყიდვისას. არსებობს ერთი კონკრეტული საკითხი, რომლის განხილვა ყოველთვის ღირს მაშინ, როდესაც თქვენს რადარზე დივიდენდური აქცია გამოჩნდება.

არის ეს ძლიერი ბიზნესი?

დივიდენდებზე ორიენტირებული ზოგიერთი ინვესტორი იმდენად არის მაღალი დივიდენდური შემოსავლით გატაცებული, რომ შეცდომას უშვებს და ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს უგულებელყოფს: რამდენად კარგად მუშაობს თავად კომპანია. მაღალი დივიდენდური სარგებელი კომპანიის ფინანსურ სიძლიერეზე სულაც არ მიუთითებს.

მოდით ერთი წამით დავფიქრდეთ, თუ რა არის დივიდენდები: ეს კომპანიის მოგების ნაწილია, რომელიც ბიზნესში რეინვესტირების ნაცვლად აქციონერებზე ნაწილდება. თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანიები თავიანთ ინვესტორებს სიმდიდრეს უნაწილებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ დიდი ფინანსური რესურსი გააჩნია.

თქვენ შეიძლება თვის ბოლოს სახლის ქირას და საკრედიტო ბარათის ვალს ძლივს ფარავდეთ, მაგრამ მეგობრის დაბადების დღისთვის, მაინც გულუხვი საჩუქარი შეიძინოთ, რადგან მისი გახარება გსურთ. შესაძლოა, ასე მოიქცეს დივიდენდების გადამხდელი კომპანია და გასცეს დივიდენდები მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ფულადი ნაკადების თვალსაზრისით მისი მდგომარეობა სახარბიელო არ არის.

Investor

სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის საფუძვლიანად გამოკვლევა. თუ მენეჯმენტი ფულად რესურსებს კარგად მართავს, კომპანიას გონივრული ოდენობის დავალიანება და შემოსავლის მრავალი საიმედო წყარო გააჩნია, მაშინ რა თქმა უნდა მასში ინვესტირება უნდა განაგრძოთ. მაგრამ თქვენ არ უნდა შეიძინოთ აქციები მხოლოდ იმიტომ რომ კომპანიის დივიდენდური სარგებელი მაღალია.

ამასთან ერთად ისიც უნდა გააცნობიეროთ, რომ როდესაც კომპანიები აქციონერების მიმართ გულუხვობას იჩენს, მენეჯმენტი უარს აცხადებს ზრდისა და განვითარების მიზნით ფულის რეინვესტირებაზე. ასე რომ, საშუალოზე მაღალმა დივიდენდებმა, შესაძლოა, საბოლოოდ აქციების საშუალოზე დაბალი ფასი გამოიწვიოს.

სიფრთხილე შეინარჩუნეთ

პასიური შემოსავლის მისაღებად დივიდენდური აქციები შესანიშნავი საშუალებაა და ბევრ კომპანიას, რომელიც დივიდენდებს გასცემს, მყარი ბიზნესი და ძლიერი პერსპექტივები გააჩნია.

თუმცა, საქმე იმაშია, რომ აქციის ყიდვის გადაწყვეტილება მხოლოდ დივიდენდურ სარგებელზე არ უნდა დააფუძნოთ. ამის ნაცვლად, არჩევანის გაკეთებისას, ამ დივიდენდების უკან არსებულ ბიზნესზე იფიქრეთ.

გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ კომპანიებს, რომლებიც ახლა დივიდენდებს იხდის, ამის ვალდებულება არ გააჩნია. ასე რომ, 3, 5 ან 10 წლის შემდეგ, შესაძლოა, მდგომარეობა შეიცვალოს. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა ფოკუსირდეთ დიდ სურათზე.

წინა

შესაძლოა, დივიდენდური აქციების უგულებელყოფა მომავალში ინანოთ

შემდეგი

2 საუკეთესო მზარდი პოტენციალის აქცია სექტემბერში შესაძენად

მსგავსი სტატიები

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით
ინვესტიციის ანბანი

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

by Giorgi
სექტემბერი 29, 2022
უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?
ინვესტიციის ანბანი

უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?

by Giorgi
სექტემბერი 27, 2022
რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?

by Giorgi
დეკემბერი 14, 2022
მეტი
შემდეგი
2 საუკეთესო მზარდი პოტენციალის აქცია სექტემბერში შესაძენად

2 საუკეთესო მზარდი პოტენციალის აქცია სექტემბერში შესაძენად

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved