• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი საკუთარ თავში ინვესტირება

ტექნიკები პროკრასტინაციის დასაძლევად

მარტი 6, 2024
in საკუთარ თავში ინვესტირება
ტექნიკები პროკრასტინაციის დასაძლევად
გაზიარება

პროკრასტინაცია ძალიან საზიანო ჩვევაა, რადგან ის ხელს უშლის პროდუქტიულობას, აფერხებს მიზნების მიღწევას, აძლიერებს სტრესსა და შფოთვას. როდესაც ადამიანი მისთვის არასასურველ საქმეს მომავლისთვის გადადებს, ხშირად იგი დროებით, ცრუ შვებას განიცდის, მაგრამ ეს მდგომარეობა სწრაფად იცვლება შფოთვით მაშინ, როდესაც დედლაინი ახლოვდება. გარდა ამისა, ამ მავნე ჩვევის შედეგი შეიძლება იყოს ნაჩქარევად, უხარისხოდ შესრულებული საქმე. ქრონიკული პროკრასტინაცია კი ხშირად აღძრავს დანაშაულის გრძნობას, რაც დროთა განმავლობაში ინდივიდის თვითშეფასებას და თავდაჯერებულობას ანადგურებს. საბოლოო ჯამში, საქმის გაჭიანურების თვისება ხელს უშლის ინდივიდის პოტენციალის სრულად გამოვლენას, მის პიროვნულ და პროფესიულ ზრდას.

დღევანდელი ჩვენი სტატიის თემა სწორედ პროკრასტინაციაა და შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც მის დაძლევაში დაგეხმარებათ.

წინასწარ დაგეგმეთ ყოველდღიური აქტივობები

პირველ რიგში შეასრულეთ ის დავალება, რომელსაც თავს არიდებთ. ნუ დაიწყებთ დღეს ელ.ფოსტის შემოწმებით, Facebook-ის სქროლვით ან გაზეთის კითხვით. პირველ რიგში შეასრულეთ ყველაზე პრიორიტეტული და რთული დავალება, შემდეგ შეისვენეთ ან ნაკლებად პრიორიტეტულ, თქვენთვის უფრო კომფორტულ საქმეზე კონცენტრირდით.

დააწესეთ დაჯილდოების პერსონალური სისტემა

დაჯილდოების პერსონალური სისტემის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია პროკრასტინაციის დასაძლევად, რადგან ის უზრუნველგყოფთ დადებითი იმპულსით ამოცანების შესრულებისა და მიზნების მისაღწევად. სასურველი ჯილდოების პროდუქტიულ ქცევასთან ასოცირებით ინდივიდებს შეუძლიათ, შეასრულონ მათთვის არასასურველი ამოცანები, რომლებსაც სხვა შემთხვევაში თავიდან აიცილებდნენ. ეს ჯილდო შეიძლება იყოს, როგორც უბრალოდ შესვენება, ასევე დროის საყვარელი ჰობისთვის გამოყოფა. ეს სისტემა არა მხოლოდ ასტიმულირებს მოქმედებას, არამედ ავითარებს მიღწევებით კმაყოფილების გრძნობას.

თქვენს გრაფიკში ინტერვალები გაითვალისწინეთ

განრიგში აქტივობებს შორის ინტერვალების მოთავსებისას მნიშვნელოვანია, რომ ეს დრო თქვენ მიერ აღქმულ იქნას დასვენებად და არა პროკრასტინაციად, რომელსაც ხშირად თავის დამცირების და თვითკრიტიკის ტენდენცია ახლავს თან.

გარდა ამისა, გრაფიკში ინტერვალების ჩართვა გადამწყვეტია პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად. ეს საშუალებას გაძლევთ, ახალ ამოცანებს განახლებული ყურადღებითა და ენერგიით შეეჭიდოთ.

თვალი გაუსწორეთ სიმართლეს

რამდენიმე წუთით დაფიქრდით, რატომ აჭიანურებთ ამა თუ იმ საქმის შესრულებას? რას გაძლევთ პროკრასტინაცია? რა გჭირდებათ იმისთვის, რომ მოქმედება ახლავე დაიწყოთ? გაეცით პასუხი ამ კითხვებს და ამოცანის შესასრულებლად რეალისტური დედლაინი დაადგინეთ.

განსაზღვრეთ პერიოდი განსაკუთრებული კონცენტრაციისთვის

რა თქმა უნდა, იდეალურია, თუ მთელი სამუშაო დროის განმავლობაში საქმეზე 100%-ით ფოკუსირება შეგიძლიათ. თუმცა, თუ ამისგან შორს ხართ, შეგიძლიათ ჯერ მცირედით დაიწყოთ. გამოყავით პერიოდი, მაგალითად დღის პირველი რამდენიმე საათი, როდესაც საქმეში 100%-ით ჩაეფლობით — ყურადღებას ნუ მიაქცევთ სოციალურ ქსელებს და არავის მისცეთ უფლება, ამ პერიოდში კონცენტრაცია დაგაკარგვინოთ.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ პროკრასტინატორები საკუთარ თავს ფაქტობრივად საბოტაჟს უწყობენ. ისინი ხელოვნურად ქმნიან დაბრკოლებებს, ირჩევენ გზებს, რომლებიც მათ პროდუქტიულობას აზარალებს. ასე რომ, ამ ჩვევისგან გათავისუფლება მნიშვნელოვანია ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად.

წინა

CrowdStrike-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა

შემდეგი

რა ხდებოდა 6 მარტს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
18 საუკეთესო გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

18 საუკეთესო გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
ოქტომბერი 24, 2024
საკუთარ თავში ინვესტირების ხელოვნება
საკუთარ თავში ინვესტირება

საკუთარ თავში ინვესტირების ხელოვნება

by Giorgi
ოქტომბერი 16, 2024
3 მარტივი გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

3 მარტივი გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
ოქტომბერი 4, 2024
რას ნიშნავს საკუთარ თავში ინვესტირება?
საკუთარ თავში ინვესტირება

რას ნიშნავს საკუთარ თავში ინვესტირება?

by Giorgi
ოქტომბერი 2, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 6 მარტს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 6 მარტს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved