• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

ნაბიჯები თქვენი პოტენციალის მაქსიმიზაციისთვის

ოქტომბერი 18, 2023
in ინვესტიციის ანბანი
ნაბიჯები თქვენი პოტენციალის მაქსიმიზაციისთვის
გაზიარება

ყველა ადამიანს დღეში 24 საათი აქვს, მაგრამ მთავარი ის არის, თუ ვინ როგორ იყენებს ამ დროს საკუთარი თავის გამოსახატად. თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობა პირდაპირ კავშირშია თქვენს შესაძლებლობებთან, დაგეგმოთ, მართოთ დრო და შეასრულოთ ამოცანები. დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც პოტენციალის სრულად გამოვლენაში დაგეხმარებათ.

შეახსენეთ საკუთარ თავს დიდი სურათის შესახებ

დილის 6 საათია, საძინებელში ცივა, თქვენ კი საწოლში თავს მშვენივრად გრძნობთ, სამსახური 10 საათზე იწყება, ასე ადრე რატომ უნდა ადგეთ? რატომ უნდა შეინარჩუნოთ დისციპლინა მაშინ, როდესაც ამის სურვილი ყოველთვის არ გაქვთ? ძალიან ადვილია არაფრის კეთება და ყოველდღიურად წარმავალი კომფორტით ტკბობა. მაგრამ როდესაც გრძელვადიან პერსპექტივაზე ხართ ორიენტირებული და დიდ სურათს ხედავთ, განსაკუთრებული ენერგიით ივსებით. სწორედ ამ შეგრძნებაზე ფოკუსირდით. ნათლად განსაზღვრეთ ცხოვრებისეული მიზანი და მისკენ ნაბიჯები ყოველდღიურად გადადგით.

მოქმედება:

რამდენიმე წინადადებით აღწერეთ, როგორ გამოიყურება თქვენთვის სასურველი ცხოვრება. შემდეგ ჩამოწერეთ მიზეზები, თუ რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი.

შექმენით გეგმა

„შენ გამარჯვებისთვის დაიბადე, მაგრამ იმისთვის, რომ გამარჯვებული იყო, უნდა დაგეგმო გამარჯვება, მოემზადო გამარჯვებისთვის და გამარჯვების მოლოდინი შეიქმნა“ — ზიგ ზიგლარი (ამერიკელი მწერალი, გაყიდვების აგენტი და სამოტივაციო სპიკერი).

გეგმის გარეშე თქვენი მიზნისკენ მიმავალი კურსის შენარჩუნება გაგიჭირდებათ და მისგან გადახვევა უფრო ხშირ მოვლენად იქცევა. ეცადეთ, ყოველ კვირა დღეს მთელი მომდევნო კვირის გეგმა შეადგინოთ. გამოიყენეთ ეს დღე განტვირთვისთვის და, ამასთან, შემდეგი კვირისთვის რეალისტური მიზნები დაისახეთ. ამ საქმეში დასახვეწად შეიძლება გარკვეული დრო დაგჭირდეთ. ხშირად ადამიანები კვირისთვის ზედმეტად რთულად შესასრულებელ, გადატვირთულ გეგმას ადგენენ, თუმცა პროცესში დაიხვეწებით და უფრო რეალისტური გეგმის შედგენას შეძლებთ. ყოველდღე იმუშავეთ 3-5 საკითხზე, რომელიც თქვენი კვირის მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. გეგმების შესრულება შესანიშნავი გრძნობაა. როდესაც ამას მიაღწევთ, იზეიმეთ და ისიამოვნეთ!

მოქმედება:

იფიქრეთ ერთ რამეზე, რისი მიღწევაც გსურთ. დაყავით ის რაც შეიძლება ბევრ პატარა ნაბიჯად. შემდეგ კი ეს ნაბიჯები მთელ კვირაზე გადაანაწილეთ.

გაზარდეთ თქვენი პოტენციალი დროისადმი სწორად მოპყრობით

ყველას გაგვიგია ფრაზა: „დროს უკან ვერ დააბრუნებ“. სრული ჭეშმარიტებაა! თუ დროის მართვის უნარები არ გაგაჩნიათ, შეიძლება 15-წუთიანი ამოცანების შესრულებას 45 წუთი ან უფრო მეტი მოანდომოთ. ეს ცუდია არა მხოლოდ სამსახურში, არამედ იმ თვალსაზრისითაც, რომ ნაკლები დრო გრჩებათ თქვენი ცხოვრების სხვა ასპექტებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, ვარჯიში, ოჯახი ან დასვენება. ამიტომ დროის მართვის ხელოვნების დაუფლება თქვენთვის ერთ-ერთი უპირველესი ნაბიჯი უნდა იყოს.

მოქმედება:

დავალებების შესასრულებლად ტაიმერი გამოიყენეთ. ამასთან, ყოველდღიურად გაეცანით დროის მართვის სტრატეგიებს და ისინი პრაქტიკაში გამოცადეთ.

გახდით ყველაზე პოზიტიური ადამიანი

აუცილებელია, რომ საკუთარი თავი პოზიტიურ ჭრილში აღვიქვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენა გაგვიჭირდება. პოზიტიურობა არ არის გულუბრყვილო თვისება, ეს არის გონივრული გადაწყვეტილება კონფლიქტით, დაბნეულობითა და ქაოსით აღსავსე სამყაროში.

მოქმედება:

ყოველი დღის ბოლოს ჩამოწერეთ 10 რამ, რამაც თავი კარგად გაგრძნობინათ.

ერთდროულად რამდენიმე საქმით ნუ დაკავდებით

ყოველდღიური გეგმების შესრულებისას ტელეფონი თქვენგან მოშორებით დადეთ, შეეცადეთ, ყურადღება არ გაგეფანტოთ და მაქსიმალურად კონცენტრირდეთ იმ საქმეზე, რომლითაც მოცემულ მომენტში ხართ დაკავებული. წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველი შედეგების მიღწევა გაგიჭირდებათ. კონცენტრაციის უნარი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომლის გამომუშავებაც აუცილებელია საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოსავლენად.

მოქმედება:

განსაზღვრეთ სამი რამ, რაც ყველაზე მეტად გაკარგვინებთ დროსა და კონცენტრაციას. შეადგინეთ სია და თვალსაჩინო ადგილას დადეთ, რათა მუშაობის დროს ეს თქვენთვის ერთგვარი შეხსენება იყოს.

არ დაგავიწყდეთ დასვენება

„მე მჭირდება მეტი ჯანსაღი დასვენება, რათა მაქსიმალურად პროდუქტიული ვიყო. ჩემი ჯანმრთელობა არის მთავარი კაპიტალი, რომელიც გამაჩნია და მსურს, ის ჭკვიანურად ვმართო“ — ერნესტ ჰემინგუეი.

საკუთარ პოტენციალს მაქსიმალურად ვერ გამოავლენთ, თუ დღის განმავლობაში საკმარისი ენერგია არ გექნებათ. დასვენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მას ხშირად საკმარისი ყურადღება არ ეთმობა. ის მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ჩვენს განწყობაზე, ენერგიის დონეზე, მეტაბოლიზმსა და სტრესის მართვის უნარზე.

მოქმედება:

იფიქრეთ იმაზე, თუ რას აკეთებთ ძილის წინ — საკუთარ თავს შესანიშნავი ღამის დასვენებისთვის ამზადებთ, თუ ახლახან დახურეთ ლეპტოპი? დაუთმეთ 30 წუთი ძილისთვის მომზადებას, მაგალითად, მოუსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას.

წინა

რას მოიცავს ძირითადი მასალების სექტორი?

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved