• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

უნდა განახორციელოთ თუ არა ახლა ინვესტიციები საფონდო ბირჟაზე?

მაისი 25, 2022
in ინვესტიციის ანბანი
უნდა განახორციელოთ თუ არა ახლა ინვესტიციები საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

S&P 500 ოფიციალურად bear market-ის ტერიტორიაზე დაეშვა და ზოგიერთმა ყველაზე პოპულარულმა ამერიკულმა აქციამ, ბოლოდროინდელი პიკიდან ღირებულების 50%, 70% ან კიდევ უფრო მეტი დაკარგა. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად და მოულოდნელად მოხდა.

სავსებით ბუნებრივია თუ შემდეგი კითხვა გიჩნდებათ: „უნდა ჩავდო თუ არა ახლა ინვესტიცია?“ პასუხი არის დიახ, მაგრამ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი.

Investor

ისტორიული მაგალითი

განვიხილოთ ისტორიული მაგალითი. 2007-2009 წლების ფინანსური კრიზისი და დიდი რეცესია ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი bear market იყო, როდესაც S&P 500 2009 წლის მარტისთვის, წინა უმაღლეს მაჩვენებელთან შედარებით 55%-ით დაეცა. დავუშვათ, S&P 500-ში ინვესტირება გადაწყვიტეთ მაშინ, როდესაც ინდექსი პირველად შევიდა bear market-ის ტერიტორიაზე და მისი ფასი 20%-ით დაეცა. ეს 2008 წლის ივლისში მოხდა.

იმ დროისათვის ინდექსში $10,000 რომ დაგებანდებინათ, თქვენი ინვესტიცია მომდევნო 9 თვის განმავლობაში დაახლოებით $5,500-მდე შემცირდებოდა. მაგრამ როგორი მდგომარეობა იქნებოდა დღეს?

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მიერ S&P 500-ში ინვესტირების შემდეგ ბაზარი კიდევ უფრო დაეცემოდა, თქვენი ინვესტიცია დღეს $41,500-ზე მეტი ეღირებოდა. ეს არის წლიური, თითქმის 11%-იანი ანაზღაურების შედეგი. მაქსიმალური მაჩვენებლებიდან 20%-იანი შემცირება გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის შესანიშნავი შესვლის წერტილია.

S&P 500 Total Return Level % Change

რამდენიმე გაფრთხილება

ზოგადად, კარგი იდეაა, რომ ნებისმიერი ისეთი თანხა, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაგჭირდებათ საფონდო ბირჟის გარეთ შეინახოთ. რა თქმა უნდა, ისტორიულად, თითოეული bear market-ის შემდეგ ახალი მწვერვალები დაფიქსირდა, მაგრამ ხანგრძლივობები განსხვავებულია, ამიტომ არავინ იცის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ამჟამად არსებული მდგომარეობა.

ასევე, გასათვალისწინებელია თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა. თუ თქვენი ძნელად გამომუშავებული ფულის ინვესტირება ძილს დაგიფრთხობთ და სტრესის დონეს აგიმაღლებთ, უმჯობესი იქნება, რომ ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეიკავოთ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რაში დებთ ინვესტიციას. ბაზარზე რისკის დიდი სპექტრი არსებობს, მართალია ზოგადად საფონდო ბირჟამ მრავალი bear market და კრახი გადალახა, თუმცა ზოგიერთი კომპანია ამ მოვლენებს შეეწირა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები ფრთხილად, კომპანიის ძლიერ საფუძვლებზე დაყრდნობით შეარჩიოთ. ბაზრის 20%-იანი ვარდნის შემდეგ, როგორც წესი, ფართო ბაზრის საინდექსო ფონდები და ლურჯი ჩიპის კომპანიები ინვესტირებისთვის საუკეთესო ადგილია.

საბოლოო აზრები bear market-ის დროს ინვესტირების შესახებ

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მოცემული წერტილიდან, შესაძლოა, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს. თუმცა, ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება ახლა დაუშვათ არის პანიკური გაყიდვა (განსაკუთრებით იმ კომპანიების აქციების, რომლებიც კარგად მუშაობს). თუ ახალი ინვესტიციების განხორციელება არ გსურთ ეს გასაგებია, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივიდან გამომდინარე პანიკური გაყიდვა თითქმის ყოველთვის შეცდომაა. სავსებით გასაგებია უფრო მეტი ზარალის თავიდან აცილების ცდუნება, მაგრამ ზარალი არ არსებობს მანამ, სანამ თქვენს პოზიციებს არ გაყიდით და თუ იმ კომპანიებს, რომლებშიც ინვესტიცია გაქვთ ჩადებული, ძლიერი საფუძვლები აქვს, დიდი შანსია, რომ ისინი ამ რთული პერიოდის გადალახვას მოახერხებს და თქვენი ინვესტიციების ღირებულებაც აღდგება ან გაიზრდება კიდეც.

წინა

რატომ არის Tesla-ს აქციების დაყოფა მნიშვნელოვანი მოვლენა?

შემდეგი

3 აქცია, რომელიც ტოპ საინვესტიციო მენეჯერებმა პირველ კვარტალში შეიძინეს

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 აქცია, რომელიც ტოპ საინვესტიციო მენეჯერებმა პირველ კვარტალში შეიძინეს

3 აქცია, რომელიც ტოპ საინვესტიციო მენეჯერებმა პირველ კვარტალში შეიძინეს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved