• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

იაფი (პენი) აქციების მოკლე გაყიდვის სტრატეგია

აპრილი 6, 2022
in ინვესტიციის ანბანი
იაფი (პენი) აქციების მოკლე გაყიდვის სტრატეგია
გაზიარება

იაფი (პენი) აქციები არის უჩვეულო და სულ უფრო პოპულარული აქტივების კლასი დამწყებ ტრეიდერებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ აქციებს რამდენიმე სარგებელი ახასიათებს, მაგალითად, კონკურენციის ნაკლებობა, პენი აქციები ასევე არასტაბილურია და ბაზრის მანიპულაციისკენ არის მიდრეკილი. ამას ემატება ის ფაქტი, რომ ასეთი აქციების გამომშვები ბევრი ფირმა არის სტარტაპი ან ისეთი კომპანია, რომლის წარმატებული პერიოდიც მთავრდება. ეს ყველაფერი კი გვაფიქრებს, თუ რატომ შეიძლება ინვესტორები ასეთ აქციებს ირჩევდნენ.

რეალურად, ბევრი ინვესტორი არ ფლობს მათ. ისინი იყენებენ პენის აქციებს, მოკლე გაყიდვებისთვის. იგივე ნაკლოვანებები, რაც ამ აქციებს სარისკო ინვესტიციად აქცევს, სასარგებლოა იმ ტრეიდერისთვის, ვინც  მოკლე გაყიდვებით არის დაკავებული.

 

რას ნიშნავს პენი აქციების მოკლე გაყიდვა და როგორ გამოვიყენოთ ეს სტრატეგია?

მოკლე გაყიდვა არის გამოცდილი ტრეიდერების მიერ გამოყენებული ტექნიკა, რომელიც ეფუძნება საყოველთაო საბაზრო სიბრძნეს: „იყიდე იაფად, გაყიდე ძვირად“. თავად პროცესი, საკმაოდ მარტივია:

  • ბროკერისგან ისესხებთ იმ აქციების გარკვეულ რაოდენობას, რომლის ფასიც, თქვენი აზრით, შემცირდება
  • შემდეგ ამ ნასესხებ აქციებს სხვა ინვესტორს მიჰყიდით
  • როდესაც ამ კონკრეტული აქციების ფასი ეცემა, თქვენ ყიდულობთ იმავე რაოდენობის აქციებს და მათ ბროკერს უბრუნებთ
  • ფასის სხვაობა, თქვენ მიერ ნასესხებ აქციებსა და შემდეგ ნაყიდ აქციებს შორის, არის თქვენი მოგება

ამ პროცესის გააზრება უფრო რომ გავამარტივოთ, შევქმნათ კონკრეტული მაგალითი. დავუშვათ, X კომპანიის თითო აქცია $5 ღირს. თქვენ ფიქრობთ, რომ მათი ფასი შემცირდება, ამიტომ დავუშვათ, ბროკერისგან სესხად იღებთ ამ კომპანიის 1000 აქციას. შემდეგ ამ აქციებს ბაზარზე ყიდით $5000-ად, რადგან თითო აქციის საბაზრო ფასი $5-ს შეადგენს. ელოდებით ამ აქციების ფასის დაკლებას, დავუშვათ, რომ თითო აქციის ფასი $2-მდე შემცირდა. შემცირებულ ფასად ყიდულობთ იმავე რაოდენობის აქციებს (ანუ 1000 აქციას), ასეთ შემთხვევაში, 1000 აქციის შეძენა $2000 დაგიჯდებათ. ამ 1000 აქციას დაუბრუნებთ ბროკერს, სხვაობა ($5000-$2000=$3000) კი მოგების სახით დაგრჩებათ. თუმცა, თუ თქვენი პროგნოზი არ გამართლდება და აქციების ფასი გაიზრდება, თქვენ იზარალებთ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მოკლე გაყიდვა არის სტრატეგია, რომელსაც თან ახლავს ფაქტობრივად შეუზღუდავი რისკი. თუ სწორ პროგნოზს გააკეთებთ, შეიძლება, დიდი მოგება მიიღოთ, მაგრამ თუ შეცდებით, იმის პროპორციულად იზარალებთ, თუ რამდენად ასცდა თქვენი პროგნოზი რეალობას. გარდა ამისა, ასეთი სტრატეგიის გამოყენების დროს, შესაძლოა, მოკლე შეკუმშვის მსხვერპლი აღმოჩნდეთ. მოკლე შეკუმშვა არის უჩვეულო მდგომარეობა, რომელიც იწვევს აქციების ან სხვა ფასიანი ქაღალდების ფასების სწრაფ ზრდას. იმისთვის, რომ მოკლე შეკუმშვა მოხდეს, კონკრეტული ფასიანი ქაღალდებში პოზიციები მრავალ მოკლე გაყიდვის სტრატეგიით მოვაჭრეს უნდა ჰქონდეს განთავსებული. მოკლე შეკუმშვა იწყება მაშინ, როდესაც ფასი მოულოდნელად მაღლა იწევს და მოვაჭრეები ცდილობენ პოზიციები რაც შეიძლება ჩქარა დახურონ.

 

განსაზღვრეთ იდეალური დრო მოკლე გაყიდვისთვის

რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის შეიძლება ამ სტრატეგიის გამოყენება. სამწუხაროდ, ეს პროცესი შორს არის ზუსტი მეცნიერებისგან. მოკლე გაყიდვების სტრატეგიის გამოყენებამდე ტრეიდერები ამ ინდიკატორებს აკვირდებიან:

  • Bear ბაზრები (როდესაც აქციების ფასი ეცემა) სწრაფი და მკვეთრი კლებით
  • ნეგატიური სიახლეები, რომლებმაც, შესაძლოა, უახლოეს საათებში ან დღეებში აქციების ფასების ვარდნა გამოიწვიოს
  • აქციების საფუძვლების გაუარესება, მაგალითად, შემოსავლების ზრდის შენელება, ხარჯების ზრდა ან თუნდაც გეოპოლიტიკური გამოწვევები
  • აქციის ფასი პიკურ ნიშნულამდე ადის
  • როდესაც ინვესტორები ან ინფლუენსერები სოციალურ მედიაში კონკრეტულ აქციებთან დაკავშირებით აჟიოტაჟს იწვევენ, რაც აქციებს არაგონივრულ ფასებამდე ზრდის, შემდეგ კი უეცრად, ინტერესი იკარგება.
წინა

როგორ გამოვიმუშაოთ პასიური შემოსავალი მეტავერსში?

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ ავიაკომპანიების აქციების ფასები?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ ავიაკომპანიების აქციების ფასები?

რატომ შემცირდა გუშინ ავიაკომპანიების აქციების ფასები?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved