• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

დაზოგვა vs ინვესტირება — შექმენით უსაფრთხო ფინანსური მომავალი

თებერვალი 13, 2024
in ინვესტიციის ანბანი
დაზოგვა vs ინვესტირება — შექმენით უსაფრთხო ფინანსური მომავალი
გაზიარება

დაზოგვისა და ინვესტირების კონცეფციები პერსონალური ფინანსების ფუნდამენტურ პრინციპებს წარმოადგენს. ფულის გონივრულად მართვისთვის ორივე მათგანი გადამწყვეტია, მაგრამ თითოეული სხვადასხვა მიზანს ემსახურება და განსხვავებულ სარგებელს გვთავაზობს. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ ძირითად განსხვავებებს დაზოგვასა და ინვესტირებას შორის, ამასთან გავიგებთ, რატომ თამაშობს ორივე მათგანი მნიშვნელოვან როლს უსაფრთხო ფინანსური მომავლის მშენებლობაში.

დაზოგვა: ფინანსური უსაფრთხოების საფუძველი

დაზოგვა შემოსავლის ნაწილის შემდგომი გამოყენებისთვის გადადებას ნიშნავს. ის გულისხმობს ფულის დაბანდებას დაბალი რისკის მქონე, ადვილად ხელმისაწვდომ ანგარიშებში, როგორიცაა შემნახველი ანგარიშები, სადეპოზიტო სერტიფიკატები (CD) ან ფულის ბაზრის ანგარიშები. დაზოგვის უპირველესი მიზანია სარეზერვო ფონდის შექმნა და მოკლევადიანი ფინანსური მიზნების მიღწევა. აი, რამდენიმე მიზეზი, რის გამოც დაზოგვა აუცილებელია:

  1. გადაუდებელი საჭიროების ფონდი: შემნახველ ანგარიშზე ნაღდი ფულის ადვილად ხელმისაწვდომობა დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ მოულოდნელ ხარჯებს, როგორიცაა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ავტომობილის შეკეთება ან სამსახურის დროებით დაკარგვა.
  2. მოკლევადიანი მიზნები: დაზოგვა იდეალურია მოკლევადიანი ფინანსური მიზნების მისაღწევად, როგორიცაა შვებულებაში წასვლა, ახალი მანქანის ყიდვა და ა. შ.
  3. ფინანსური სიმშვიდე: ის ფაქტი, რომ გადაუდებელი სიტუაციებისთვის გარკვეული თანხა გაქვთ გადანახული, სტრესს შეამცირებს და მშვიდად ძილის საშუალებას მოგცემთ.
  4. ლიკვიდურობა: შემნახველი ანგარიშები გვთავაზობს მაღალ ლიკვიდურობას, რაც იმას ნიშნავს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ამ ანგარიშებზე არსებულ ფულზე წვდომა სწრაფად და მარტივად გექნებათ.

ინვესტირება: გზა სიმდიდრის დაგროვებისაკენ

მეორე მხრივ, ინვესტირება გულისხმობს ფულის დაბანდებას ისეთ აქტივებში, რომლებსაც დროთა განმავლობაში ღირებულების ზრდის პოტენციალი გააჩნია. ძირითადი საინვესტიციო ვარიანტები მოიცავს აქციებს, ობლიგაციებს, უძრავ ქონებას და ურთიერთდახმარების ფონდებს. დაზოგვისგან განსხვავებით, რომელიც კაპიტალის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, ინვესტირების უპირველესი მიზანი სიმდიდრის დაგროვებაა. აი, რატომ არის ინვესტირება ფინანსური დაგეგმვის მნიშვნელოვანი კომპონენტი:

  1. სიმდიდრის ზრდა: ინვესტირებას აქვს პოტენციალი, გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი სარგებელი მოგიტანოთ.
  2. ინფლაციის დამარცხება: ინვესტიციებიდან მიღებული სარგებელი ხშირად აჭარბებს ინფლაციის დონეს, რაც თქვენი ფულის მსყიდველუნარიანობის შენარჩუნებას და დროთა განმავლობაში ზრდას უზრუნველყოფს.
  3. გრძელვადიანი მიზნების მიღწევა: ინვესტირება შესაფერისია გრძელვადიანი ფინანსური მიზნებისთვის, როგორებიც არის პენსიაზე გასვლა, სახლის ყიდვა ან თქვენი შვილების განათლების დაფინანსება.
  4. დივერსიფიკაცია: ინვესტირება საშუალებას გაძლევთ, ფული სხვადასხვა აქტივთა კლასში გადაანაწილოთ, რისკი შეამციროთ და სტაბილური, გრძელვადიანი მოგების მიღების პოტენციალი გაზარდოთ.
Investor

დაზოგვისა და ინვესტირების დაბალანსება

მიუხედავად იმისა, რომ დაზოგვა და ინვესტირება სხვადასხვა მიზანს ემსახურება, კარგად ორგანიზებულ ფინანსურ გეგმაში ისინი ერთმანეთს ავსებს. ამ ორს შორის სწორი ბალანსის დამყარება აუცილებელია ფინანსური უსაფრთხოებისთვის და გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად. გიზიარებთ რამდენიმე რჩევას სწორი ბალანსის მოსაძებნად:

  • შექმენით გადაუდებელი საჭიროების ფონდი: პირველ რიგში ამ ნაბიჯით დაიწყეთ. სარეზერვო ფონდში თავმოყრილი თანხა 3-6 თვემდე საცხოვრებელი ხარჯების დასაფინანსებლად უნდა იყოს საკმარისი. ინვესტირების დაწყებამდე ეს „უსაფრთხოების ბადეს“ (დაზღვევა) შეგიქმნით.
  • დაისახეთ მკაფიო მიზნები: განსაზღვრეთ თქვენი მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური მიზნები. დანაზოგი მოკლევადიანი მიზნებისკენ მიმართეთ, ხოლო ინვესტიციები — გრძელვადიანისკენ.
  • რისკისადმი ტოლერანტობა: შეაფასეთ რისკისადმი საკუთარი ტოლერანტობის დონე და საინვესტიციო ჰორიზონტი, რათა ამ ფაქტორებთან შესაბამისი საინვესტიციო სტრატეგიის ჩამოყალიბება შეძლოთ.
  • მიმართეთ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციას: დივერსიფიკაცია რისკის მართვის საკვანძო ასპექტია. მნიშვნელოვანია, ფული აქტივთა სხვადასხვა კლასზე გადაანაწილოთ, რათა თქვენს პორტფელზე ბაზრის რყევების გავლენა შეამციროთ.
  • ორიენტირდით პროფესიონალურ რჩევებზე: იფიქრეთ კონსულტაციაზე ფინანსურ მრჩეველთან, რომელიც დაგეხმარებათ, შექმნათ თქვენზე მორგებული ფინანსური გეგმა დაზოგვასა და ინვესტირებას შრის სწორი ბალანსის პოვნით და თქვენი ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

დასკვნა

როდესაც საქმე ფინანსური მომავლის უზრუნველყოფას ეხება, დაზოგვა და ინვესტირება ერთი მონეტის ორ მხარეს წარმოადგენს. პირველი მათგანი უზრუნველგყოფთ უსაფრთხოების ბადით საგანგებო სიტუაციებთან გასამკლავებლად და მოკლევადიანი მიზნების მისაღწევად, ხოლო ინვესტირება გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი სიმდიდრის დაგროვების პოტენციალს გთავაზობთ. ამ ორს შორის სწორი ბალანსის დამყარებით, შეგიძლიათ ფინანსურ უსაფრთხოებას მიაღწიოთ და წარმატებული მომავლის შენება დაიწყოთ.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რას ნიშნავს „მოთხოვნის შოკი“?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს „მოთხოვნის შოკი“?

რას ნიშნავს „მოთხოვნის შოკი“?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved