• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ადამიანები

„ნოეს წესი“ — უორენ ბაფეტის მეთოდი სირთულეების გადასალახად

ივნისი 6, 2023
in ადამიანები
„ნოეს წესი“ — უორენ ბაფეტის მეთოდი სირთულეების გადასალახად
გაზიარება

უორენ ბაფეტი, ლეგენდარული ინვესტორი და ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი, თავისი საინვესტიციო სტრატეგიებითა და ცხოვრებისეული სიბრძნით არის ცნობილი. მის მრავალ ღირებულ პრინციპს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია „ნოეს წესი“, რომელიც ცნობილი ბიბლიური პერსონაჟით და მისი კიდობნის ისტორიით არის შთაგონებული. ეს წესი გვთავაზობს ძლიერ, მაგრამ იშვიათ გაკვეთილს, როგორც ინვესტირებაში, ისე ლიდერობაში.

„ნოეს წესი“

ნოეს წესი მარტივი, მაგრამ ბრძნულია: „წვიმის წინასწარმეტყველება საკმარისი არ არის, საჭიროა კიდობნის აშენება.“ ეს არის ბაფეტის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი ციტატა, Berkshire Hathaway-ის აქციონერთათვის განკუთვნილი 2001 წლის ანგარიშიდან.

ბაფეტმა ეს სიტყვები გამოიყენა აქციონერთა წლიურ ანგარიშში, რათა აეხსნა იმ წელს დაშვებული უხეში შეცდომა, რომელიც 11 სექტემბრის მოვლენებმა გაამწვავა. ინვესტორმა აქციონერებს გაუზიარა, რომ მან რეალურად იწინასწარმეტყველა ბაზრის მრავალი მოვლენა, რომელიც ამ საბედისწერო დღეს წინ უსწრებდა. თუმცა, როგორც მან გულწრფელად აღიარა, თავისი აზრების მოქმედებად გარდაქმნა ვერ შეძლო, რითაც დაარღვია ის, რასაც „ნოეს წესს“ უწოდებს — წვიმა მოვიდა, როგორც ინვესტორი მოელოდა, მაგრამ ბაფეტს კიდობანი არ აუგია.

თავის არსში, ეს წესი ხაზს უსვამს ბაზრისა და ბიზნესის გარდაუვალი ვარდნისთვის მომზადების მნიშვნელობას. მყარი „კიდობნის“ აგებაზე ფოკუსირებით, როგორც ინვესტორებს, ასევე ხელმძღვანელებს შეუძლიათ, წინაღობების გადასალახად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად სწორად პოზიციონირდნენ.

გრძელვადიან პერსპექტივაში აზროვნება

„ნოეს წესის“ ერთ-ერთი მთავარი ასპექტს წარმოადგენს აქცენტი გრძელვადიან პერსპექტივაში აზროვნებაზე. ბაფეტი ყოველთვის ქადაგებდა ინვესტირებას დროის ისეთი ჰორიზონტით, რომელიც ბაზრის მოკლევადიან რყევებს სცილდება. ეს მოთმინებაზე დაფუძნებული მტკიცე მიდგომა ასევე მშვენივრად მუშაობს ორგანიზაციებში.

დორი კლარკი თავის წიგნში — The Long Game: How to Be a Long-Term Thinker in a Short-Term World იკვლევს დღევანდელ სწრაფად განვითარებად მსოფლიოში სტრატეგიული აზროვნების ჩამოყალიბებისა და გრძელვადიან პერსპექტივაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას.

იგი ამტკიცებს, რომ წარმატება არა მოკლევადიან მიღწევებზე, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებიდან მოდის. ეს კი მოთმინების, გამძლეობისა და თქვენი მიზნების მკაფიო ხედვის განვითარებას მოითხოვს.

გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებისას ადაპტაცია და მოქნილობა გადამწყვეტი თვისებებია, განსაკუთრებით სწრაფად განვითარებად სამყაროში. დღევანდელი ინვესტორები და ლიდერები მზად უნდა იყვნენ, მიიღონ ცვლილებები, იყვნენ გახსნილნი ახალი შესაძლებლობების მიმართ და რეგულარულად გადააფასონ სტრატეგიები, რათა მუდმივად ცვალებად ბაზარზე ხელსაყრელი პოზიციების შენარჩუნება შეძლონ.

„ნოეს წესი“ საკუთარ თავში სწორი აზროვნების ქონასაც მოიაზრებს. მაგალითად, წინაღობების გადასალახად მყარი და სტაბილური „კიდობნის“ აშენება, ბაფეტის აზრით, რა თქმა უნდა, საკვანძოა, თუმცა თანაბრად მნიშვნელოვანია გონებრივი გამძლეობა, რათა წარუმატებლობისგან თავის დაღწევა, მისი გადააზრება და მარცხის ზრდის კატალიზატორად გამოყენება შეძლოთ.

„ნოეს წესი“ ხაზს უსვამს უარესისთვის გონებრივად მომზადების მნიშვნელობას. ბაფეტი ლიდერებსა და ინვესტორებს რთულ პერიოდში პანიკის ნაცვლად სიმშვიდესა და გრძელვადიან პერსპექტივაზე ფოკუსის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Cloudflare-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ HealthEquity-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

ვინ არის ჩარლი მანგერი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჩარლი მანგერი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
სექტემბერი 22, 2023
ვინ იყო ბენჟამინ გრეჰემი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ იყო ბენჟამინ გრეჰემი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
სექტემბერი 15, 2023
ვინ არის უორენ ბაფეტი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის უორენ ბაფეტი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
აგვისტო 18, 2023
ვინ არის ბილ მილერი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ მილერი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
აგვისტო 11, 2023
ვინ არის სტივ კოენი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის სტივ კოენი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
სექტემბერი 28, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ HealthEquity-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ HealthEquity-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?
  • ვინ არის ალვალიდ ბინ ტალალი? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რას ნიშნავს გრძელვადიანი პერსპექტივა ინვესტირებაში?

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved