სტივენ ა. კოენი, ამერიკელი ინვესტორი და ჰეჯ-ფონდის მენეჯერი, Point72 Asset Management-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია, საოჯახო ოფისის, რომელიც სტემფორდში, კონექტიკუტის შტატში მდებარეობს. დღესდღეობით იგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 84-ე ადგილს იკავებს $19.8 მილიარდის ღირებულების ქონებით.
1956 წელს საშუალო ფენის ოჯახში გრეით ნეკში, ნიუ-იორკი დაიბადა. მამამისი ტანსაცმლის მწარმოებელი იყო, დედა კი — დიასახლისი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, კოენმა დატოვა ნიუ-იორკი და პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნესის სკოლაში ჩააბარა, რომელიც 1978 წელს ეკონომიკის განხრით დაამთავრა.
კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ, მან Gruntal & Co-ში ოფციონების უმცროს ტრეიდერად დაიწყო მუშაობა. 1984 წლისთვის ის კომპანიაში ტრეიდერთა ჯგუფს მართავდა. 1992 წელს სტივენმა თავისი ჰეჯ-ფონდი — SAC Capital Advisors დააარსა $25 მილიონის ოდენობით საწყისი კაპიტალით.
1992—2013 წლებში, SAC-ის მიერ თავისი ინვესტორებისთვის გამომუშავებული საშუალო წლიური ანაზღაურება 25%-ს შეადგენდა.
საინვესტიციო სტრატეგიები სტივენ კოენისგან
- ინვესტირებისადმი ენთუზიაზმით განეწყვეთ
ერთხელ სტივენ კოენმა თქვა, რომ აქციებით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული. იგი ინვესტირებით დაკავებული იყო არ მხოლოდ ფულის გამომუშავების მიზნით, არამედ იმიტომაც, რომ უყვარდა ის, რასაც აკეთებდა. სტივენის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღფრთოვანებული იყოთ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით და ფონდებში ინვესტირებით.
ინვესტორი მიიჩნევს, რომ როდესაც საქმე საფონდო ბირჟაზე წარმატებას ეხება, ენთუზიაზმს შეუძლია, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ.
- იყავით მშვიდი
სტივენ კოენი თვლის, რომ ფსიქოლოგია ინვესტირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მან ფსიქიატრიც კი დაიქირავა, რომ იგი სავაჭრო რისკებთან დაკავშირებული პანიკის გადალახვაში დახმარებოდა. ბაზრის განწყობა მუდამ იცვლება ინვესტორების ემოციებიდან გამომდინარე და გაურკვევლობის პერიოდებში სიმშვიდის შენარჩუნება შეიძლება საკმაოდ რთული იყოს.
როდესაც ირგვლივ პანიკა მძვინვარებს, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოდ დიდი ფინანსური ზარალით დასრულდება. სტივენმა ერთხელ თქვა, რომ საფონდო ბირჟის მოქმედებებს ვერ გააკონტროლებთ, თუმცა შეგიძლიათ გააკონტროლოთ საკუთარი რეაქცია ბაზარზე განვითარებულ მოვლენებზე. მნიშვნელოვანია, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
- შეინარჩუნეთ ფოკუსი
საფონდო ბირჟაზე ინვესტირებისას ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ყურადღების გაფანტვაა. ფოკუსის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ზარალი, რომელსაც მთელი თქვენი საინვესტიციო კარიერის განადგურება შეუძლია. სტივენ კოენის თქმით, ყველაფრის შესახებ ცოტაოდენი ინფორმაციის ქონის ნაცვლად სჯობს, იცოდეთ ყველაფერი ერთი კონკრეტულ საკითხზე. თუ ინვესტირებას აპირებთ, ერთბაშად ყველაფრის გამოკვლევას ნუ დაიწყებთ. იპოვეთ თქვენთვის სასურველი აქცია და შეისწავლეთ ყველაფერი მის შესახებ. გადაწყვიტეთ, გსურთ თუ არა, რომ ის თქვენი ყურადღების ცენტრში იყოს.
განავითარეთ კვლევისა და აზროვნების უნარები
სტივენ კოენი ინვესტორებს მოუწოდებს, ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ. ყველამ საკუთარი კვლევა უნდა ჩაატაროს და ინვესტირების საკუთარი სტრატეგია ჩამოაყალიბოს.
სტივენი ინვესტორებს ასევე მოუწოდებს, თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები დაადგინონ, შეცდომებზე ისწავლონ და განსაზღვრონ, რა მოსწონთ ინვესტირებაში.