• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს ეფექტიანობის კოეფიციენტი?

სექტემბერი 28, 2023
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს ეფექტიანობის კოეფიციენტი?
გაზიარება

ეფექტიანობის კოეფიციენტი, როგორც წესი, გამოიყენება იმის გასაანალიზებლად, თუ რამდენად კარგად იყენებს კომპანია თავის აქტივებსა და ვალდებულებებს შიდა დონეზე. ეფექტიანობის კოეფიციენტს შეუძლია გამოთვალოს დებიტორული დავალიანების ბრუნვა, ვალდებულებების დაფარვა, კაპიტალის რაოდენობა და გამოყენება, ინვენტარისა და ტექნიკის ზოგადი გამოყენება. ეს თანაფარდობა ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას კომერციული და საინვესტიციო ბანკების საქმიანობის მონიტორინგისა და ანალიზისთვის.

რას გვეუბნება ეფექტიანობის კოეფიციენტი?

ეფექტიანობის კოეფიციენტები, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც აქტივობის კოეფიციენტები, ანალიტიკოსების მიერ კომპანიის მოკლევადიანი ან მიმდინარე ეფექტიანობის შესაფასებლად გამოიყენება. ყველა ეს კოეფიციენტი იყენებს კომპანიის მიმდინარე აქტივების ან მიმდინარე ვალდებულებების მაჩვენებლებს, რომლებიც ბიზნესის ოპერაციებს განსაზღვრავს.

ეფექტიანობის კოეფიციენტი ზომავს კომპანიის უნარს, გამოიყენოს თავისი აქტივები შემოსავლის გამოსამუშავებლად. მაგალითად, ეს მაჩვენებელი ხშირად განიხილავს კომპანიის სხვადასხვა ასპექტს, როგორიცაა დრო, რომელიც მას მომხმარებლებისგან ფულის მოსაგროვებლად ან მარაგების ფულად გარდასაქმნელად სჭირდება. ეს ეფექტიანობის კოეფიციენტებს მნიშვნელოვანს ხდის, რადგან მისი გაუმჯობესება, როგორც წესი, მომგებიანობის ზრდაზე მიუთითებს.

ეფექტიანობის კოეფიციენტის საფუძველზე შეგვიძლია ერთსა და იმავე ინდუსტრიაში მოღვაწე სხვადასხვა კომპანია ერთმანეთს შევადაროთ და განვსაზღვროთ, რომელი მათგანი იმართება სხვებთან შედარებით უკეთ. ზოგიერთი საერთო ეფექტიანობის კოეფიციენტებია: დებიტორული ბრუნვა, ძირითადი საშუალებების ბრუნვა, გაყიდვები/მარაგები, გაყიდვები/წმინდა საბრუნავი კაპიტალი, კრედიტორთა ანგარიშები/გაყიდვები და აქციების ბრუნვის კოეფიციენტი.

ეფექტიანობის კოეფიციენტები ბანკებისთვის

საბანკო ინდუსტრიაში ეფექტიანობის კოეფიციენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ბანკებისთვის ეფექტიანობის კოეფიციენტი ასეთია — არასაპროცენტო ხარჯები/შემოსავალი.  ზემოაღნიშნული ეფექტიანობის კოეფიციენტების მსგავსად, ეს ანალიტიკოსებს საშუალებას აძლევს, კომერციული და საინვესტიციო ბანკების საქმიანობა შეაფასონ.

ეფექტიანობის კოეფიციენტი ბანკებისთვის:

† — არ მოიცავს საპროცენტო ხარჯებს.

ვინაიდან ბანკის საოპერაციო ხარჯები მრიცხველშია, ხოლო შემოსავალი —მნიშვნელში, ეფექტიანობის დაბალი კოეფიციენტი ნიშნავს, რომ ბანკი უკეთ მუშაობს.

ეფექტიანობის კოეფიციენტი, რომელიც 50%-ს შეადგენს ან მასზე ნაკლებია, ოპტიმალურად ითვლება. ამ კოეფიციენტის მატება ნიშნავს, რომ ბანკის ხარჯები იზრდება ან მისი შემოსავლები მცირდება.

მაგალითად, X ბანკმა კვარტალური ანგარიში წარადგინა და აღმოჩნდა, რომ დროის ამ მონაკვეთში მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი 57.1%-ს შეადგენდა, რაც უფრო დაბალია, ვიდრე გასულ წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებული 63.2%. ეს ნიშნავს, რომ კომპანიის ოპერაციები უფრო ეფექტიანი გახდა.

წინა

საინვესტიციო რჩევები სტივენ კოენისგან

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved