კვირას, 7 მაისს, 13:00 საათზე, ბათუმში, Radisson Blu Batumi-ში გაიმართება Investhub-ის ლექცია-მასტერკლასი — „ინვესტირების ანბანი — ისწავლე, როგორ დაიწყო აქციებში ინვესტირება“, სადაც G&T-ის ასოცირებული ბროკერი — ნიკოლოზ მაზანაშვილი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:
- რატომ არის ინვესტირება სარგებლის მომტანი?
- რამდენად მარტივია ამჟამად საქართველოში საფონდო ბირჟაზე ინვესტირების დაწყება?
- როგორ უნდა გახდეთ ცნობილი კომპანიების (მაგ. Tesla, Google, Microsoft და სხვა.) აქციონერი?
- რომელ საინვესტიციო პროდუქტებში შეგიძლიათ თანხის დაბანდება?
ღონისძიებაზე სტუმრები მიიღებენ საბაზისო ცოდნას, რომელიც მათ ინვესტირების დაწყებაში დაეხმარება და ამასთან, პირველი საინვესტიციო თანხის, 100$-ის მოგებასაც შეძლებენ. შეხვედრის ბოლოს დაისმება კითხვები ლექციიდან; ვინც ყველაზე სწრაფად და ყველაზე მეტ შეკითხვას გასცემს პასუხს, გამარჯვებულიც სწორედ ის გახდება.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, ხანგრძლივობა — 2სთ. დასასწრებად აუცილებელია, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ღონისძიებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე მოსაწვევებს მიიღებენ.