ჯულიან რობერტსონ უმცროსი, საინვესტიციო ფირმის — Tiger Management Corp.-ის დამფუძნებელია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ჰეჯ-ფონდი, რომელმაც ამ ინდუსტრიის განვითარებას შეუწყო ხელი. თავისი ცხოვრების განმავლობაში ჯულიანმა ქონების დიდი ნაწილი დაუთმო საქველმოქმედო მიზნებს, მათ შორის სამედიცინო კვლევებს, სკოლებს და გარემოს დაცვას. დღეს კი ცნობილი ამერიკელი ინვესტორისა და ჰეჯ-ფონდის მენეჯერის შესახებ საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ.
- უორენ ბაფეტთან და ბილ გეითსთან ერთად მან პირობა დადო, რომ თავისი სიმდიდრის ნახევარს მაინც ფილანთროპიულ მიზნებს შესწირავდა.
- ხშირად მას „უოლ სტრიტის ჯადოქარს“ უწოდებდნენ. 1980-1990-იან წლებში მან ჰეჯ-ფონდებს შორის საუკეთესო შედეგები დააფიქსირა.
- მისი Tiger Management Corp, რომელიც ახლა აღარ ფუნქციონირებს, მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰეჯ-ფონდი გახდა და ამ ტიტულს რამდენიმე წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.
- ჯულიანი გახდა მსოფლიო ლიდერი ჰეჯ-ფონდებში თავისი Tiger-ით, რომელიც 1996 წლისთვის $7 მილიარდის ღირებულების აქტივებს მართავდა.
- მისი საინვესტიციო სტილი ხშირად აღწერილია, როგორც ძალიან რთული საშუალო ინვესტორებისთვის, რადგან ის სხვა ინდივიდების მიზნებთან ადვილად ადაპტირებადი არ არის.
- ჯულიანი სწავლობდა საეპისკოპოსო უმაღლეს სკოლაში, სანამ, 1955 წელს ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტს დაამთავრებდა. ამის შემდეგ ის, ორი წლის განმავლობაში, აშშ-ის საზღვაო ძალების ოფიცრად მსახურობდა.
- იგი საცხოვრებლად სოლსბერიდან ნიუ-იორკში გადავიდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში Kidder, Peabody & Co-ში ბროკერად მუშაობდა, სანამ Webster Securities-ის ფირმის აქტივების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი გახდებოდა.
- 1979 წელს მან ერთწლიანი პაუზა აიღო და ოჯახთან ერთად ახალ ზელანდიაში გადავიდა, რათა რომანი დაეწერა. დაბრუნების შემდეგ, 1980 წელს, მან მეგობრებისა და ოჯახის წევრების საწყისი ინვესტიციების საშუალებით Tiger Management Corp. დააარსა.
- 1998 წელს, Tiger Funds-მა აქტივების ღირებულების პიკს — $22 მილიარდს მიაღწია. მენეჯმენტმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ტექნოლოგიური კომპანიების კრახი და ერთი წლის შემდეგ ამ სეგმენტში პრაქტიკულად ყველა ინვესტიცია აღმოფხვრა.
- 2000 წელს Tiger Management Corp-ის დახურვის შემდეგ, ის მხარს უჭერდა და აფინანსებდა ჰეჯ-ფონდის მომავალ მენეჯერებს, მათ კომპანიებში წილის სანაცვლოდ.