• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

საინტერესო ფაქტები ჰოვარდ მარკსის შესახებ

მარტი 13, 2023
in ადამიანები
საინტერესო ფაქტები ჰოვარდ მარკსის შესახებ
გაზიარება

ჰოვარდ მარკსი არის ამერიკელი საინვესტიციო მწერალი და ინვესტორი. ის ცნობილია ბიზნესში წარმატებებით, ასევე წიგნებითა და სტატიებით, რომლებიც ინვესტიციებისა და ფინანსების შესახებ გამოაქვეყნა. ჰოვარდი ფინანსურ წრეებში გურუდ ითვლება და საინვესტიციო რჩევების მაძიებელთა ყურადღებას ხშირად იპყრობს. მას ბრწყინვალე კარიერა აქვს და ფინანსურ სექტორში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას დღემდე განაგრძობს. დღეს ჰოვარდ მარკსის შესახებ საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ.

  1. ჰოვარდი Oaktree Capital Management-ის თანადამფუძნებელია

Oaktree Capital Management სპეციალიზებულია რთულ დაზარალებულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირებაში. ჰოვარდმა ფირმა 1995 წელს დააარსა. Oaktree ძალიან წარმატებული იყო 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისის დროს. კომპანია საჯარო გახდა 2012 წლის აპრილში, NYSE-ზე და პირველადი საჯარო შეთავაზებისას (IPO) თითო აქციის ფასი $43-ს შეადგენდა.

  1. მისი ქონება $2.2 მილიარდს შეადგენს

ჰოვარდ მარკსი Forbes-ის 400 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში 2019 წელს მოხვდა და 370-ე ადგილი დაიკავა. ამჟამად მისი ქონება $2.2 მილიარდს შეადგენს.

  1. ჰოვარდი ცნობილია თავისი სამახსოვრო ჩანაწერებით

ჰოვარდს დიდი საინვესტიციო ცოდნა გააჩნია. როგორც ჩანს, მან უბრალოდ იცის, როდის და რამდენი ფული დააბანდოს დაზარალებულ აქტივებში. იგი რეგულარულად აქვეყნებს შეტყობინებებს საინვესტიციო საზოგადოებისთვის. ჰოვარდი თავის მკითხველს აწვდის ინფორმაციას ეკონომიკის შესახებ, ასევე აცნობს დეტალებს თავისი საინვესტიციო სტრატეგიების შესახებ.

  1. უორენ ბაფეტი ჰოვარდ მარკსის გულშემატკივარია

დიდი ამერიკელი ინვესტორი — უორენ ბაფეტი აღფრთოვანებულია ჰოვარდ მარკსის სამახსოვრო ჩანაწერებით. მისი თქმით, ამ ჩანაწერებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით იღებს და პირველ რიგში მათ კითხულობს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპლიმენტია ისეთი ლეგენდარული ინვესტორისგან, როგორიც ბაფეტია. უორენმა ასევე განაცხადა, რომ ყოველი ჩანაწერი მას რაღაც ახალს ასწავლის.

  1. ჰოვარდი მდიდარ ოჯახში არ დაბადებულა, მან წარმატების გზა თავად შექმნა

ჰოვარდ მარკსი მილიარდერია, მაგრამ მას თავისი ქონება ოჯახის მემკვიდრეობით არ მიუღია. იგი ნიუ-იორკში, ქუინსის რაიონში გაიზარდა. ოჯახთან ერთად ჰოვარდი ქალაქში ორ-ოთახიან ბინაში ცხოვრობდა, თუმცა შრომამ და უნარებმა ინვესტორს დიდი წარმატება მოუტანა.

16 წლის განმავლობაში მარკსი Citicorp-ში მუშაობდა. 1969-1978 წლებში იგი კაპიტალის კვლევის ანალიტიკოსის პოზიციას იკავებდა, ხოლო 1978-1985 წლებში კი პორტფელის უფროსი მენეჯერი, ასევე კონვერტირებადი და მაღალსარგებლიანი ფასიანი ქაღალდების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი იყო. ეს ყველაფერი Oaktree-ის დაარსებამდე ხდებოდა.

Oaktree Capital Management
  1. მან შესანიშნავი განათლება მიიღო

ჰოვარდი პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლაში სწავლობდა. ეს პრესტიჟული ბიზნეს სკოლაა. მან სწავლა განაგრძო ჩიკაგოს უნივერსიტეტის Booth-ის ბიზნეს სკოლაში, სადაც მარკეტინგისა და ბუღალტერიის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. სკოლაში ყოფნისას მან ჯორჯ ჰეი ბრაუნის პრემია მიიღო. ჰოვარდი სერტიფიცირებული ფინანსური ბუღალტერია.

  1. იგი დაფასებული მრჩეველი და საბჭოს წევრია

მარკსი არის პრაქტიკის პროფესორი ლონდონში King’s Business School-ში და ასევე Royal Drawing School-ის საინვესტიციო კომიტეტის წევრი. ამასთან ის Duke Kunshan University-ის მრჩეველთა საბჭოს წევრია. ჰოვარდი შანხაის საერთაშორისო ფინანსურ მრჩეველთა საბჭოშიც მუშაობს. ის ასევე ხელმძღვანელობდა პენსილვანიის უნივერსიტეტის საინვესტიციო საბჭოს. ჰოვარდი ამ საბჭოების საპატიო წევრია და დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებიც მის რჩევებს იღებენ, მოხარულნი არიან ჰოვარდის წვლილით ფინანსურ საკითხებში.

  1. ჰოვარდმა და მისმა ხუთმა კოლეგამ კომპანია საკუთარი ფირმის შესაქმნელად დატოვა

საინტერესო ამბავია, თუ როგორ შეიქმნა Oaktree Management. 1990-იან წლებში ჰოვარდ მარკსი მუშაობდა TCW-ში, როგორც აქტივების მენეჯერი. იქ ინვესტორი შეხვდა Oaktree-ში თავის ამჟამინდელ პარტნიორს — ბრიუს კარშს. მათ ჰქონდათ რამდენიმე შესანიშნავი იდეა საკუთარი ფირმის შესაქმნელად. თანამოაზრეებმა TCW-დან კიდევ 4 კოლეგა გაიცნეს და ყველამ ერთად დამოუკიდებელი კომპანიის შექმნა გადაწყვიტა. Forbes-ის თანახმად, ყველამ დატოვა TCW და 1995 წელს Oaktree Management დააარსა.

წინა

აშშ-ში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი — Silicon Valley Bank გაკოტრდა

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Moderna-ს აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Moderna-ს აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ Moderna-ს აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved