• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რატომ არის გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგია მნიშვნელოვანი?

ოქტომბერი 11, 2024
in ინვესტიციის ანბანი
რატომ არის გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგია მნიშვნელოვანი?
გაზიარება

ბაზრის ცვალებადობა საფონდო ბირჟის ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც თავად აქციები. რაც უფრო მალე იგრძნობთ თავს ცვალებადობასთან კომფორტულად, მით უკეთესი, რადგან ამით თქვენს გრძელვადიან საინვესტიციო სტრატეგიაზე მოკლევადიანი რყევების გავლენას შეამცირებთ.

აი, რატომ უნდა იყოს თქვენთვის ბაზრის ცვალებადობა მეორეხარისხოვანი, თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი ხართ.

Investor

ნუ მისცემთ ბაზრის ვარდნას უფლებას პანიკური გაყიდვებისკენ გიბიძგოთ

წარმოიდგინეთ, რომ ინვესტიცია გაქვთ ჩადებული S&P 500-ში და კოვიდ-19-ის პანდემიის დასაწყისში, აქციების ფასების შემცირების გამო თქვენი პოზიციების გაყიდვა გადაწყვიტეთ. 2020 წლის 20 მარტს S&P 500-ის ფასი $2300-ზე ცოტა მეტს შეადგენდა. თუმცა, 2022 წლის 25 მაისის მდგომარეობით S&P-ის ფასი დაახლოებით $3,960 იყო, მაშინაც კი, როდესაც ინდექსის ფასი წლის დასაწყისიდან 17%-ზე მეტით არის შემცირებული.

იგივე ეხება Nasdaq Composite ინდექსს. პანდემიის განმავლობაში მისი ფასი $9,731-დან $6,879-მდე შემცირდა, მაგრამ 2022 წლის მაისის მდგომარეობით, მიუხედავად წლის დასაწყისიდან 28%-იანი კლებისა, ინდექსის ფასი $11,300-ზე მაღალია. შედეგად, პანიკური გაყიდვები, შესაძლოა, საკმაოდ ძვირად დაგიჯდეთ.

ბაზარზე დრო ძალიან მნიშვნელოვანია

ბაზართან მუდმივად სინქრონიზება გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია. ზოგიერთი ინვესტორი შეიძლება ფიქრობდეს, რომ მისთვის ეს მიღწევადია, მაგრამ, როგორ წესი, საპირისპიროში დასარწმუნებლად მხოლოდ ცოტა დროა საჭირო.

რთული პროცენტის ეფექტი მაშინ იწყებს მოქმედებას, როდესაც ინვესტიციებიდან მიღებული ფული თავად იწყებს კიდევ უფრო მეტი ფულის გამომუშავებას. ამ შედეგის მისაღწევად კი საჭიროა დრო. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოკლევადიანი რყევების ნაცვლად გრძელვადიან პერსპექტივაზე კონცენტრირდეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მიმართეთ ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოებას

ეს არის შესანიშნავი საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ეს სტრატეგია ინვესტირების პროცესიდან ემოციებს გამორიცხავს, რაც მაღალი ცვალებადობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოების სტრატეგიის დროს გამოყენებული შუალედები თქვენზეა დამოკიდებული, ეს შეიძლება გულისხმობდეს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და სხვა შუალედებით ინვესტირებას. მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ და დაიცვათ კონკრეტული განრიგი. თქვენი მიზანი უბრალოდ განსაზღვრული თანხის რეგულარული ინტერვალებით ინვესტირებაა. ინვესტიციებს დებთ როგორც მწვერვალზე, ასევე ფასის ვარდნის დროს, რათა საბოლოოდ საშუალო ღირებულება შეამციროთ.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

3 რამ, რაც დამწყებმა ინვესტორებმა დივერსიფიკაციის შესახებ უნდა იცოდნენ

შემდეგი

პიტერ ლინჩის საინვესტიციო პრინციპები

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
პიტერ ლინჩის საინვესტიციო პრინციპები

პიტერ ლინჩის საინვესტიციო პრინციპები

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved