• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

3 რამ, რაც დამწყებმა ინვესტორებმა დივერსიფიკაციის შესახებ უნდა იცოდნენ

აპრილი 13, 2022
in ინვესტიციის ანბანი
3 რამ, რაც დამწყებმა ინვესტორებმა დივერსიფიკაციის შესახებ უნდა იცოდნენ
გაზიარება

დივერსიფიკაცია საზრიანი ინვესტირების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ფულის გადანაწილება ამცირებს მისი დაკარგვის რისკს და ეს გადამწყვეტია, როდესაც საქმე თქვენი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან დანაზოგებს ეხება.

თუმცა დივერსიფიკაცია, შეიძლება, იმაზე ბევრად რთული იყოს, ვიდრე ადამიანების უმეტესობას წარმოუდგენია. თუ ინვესტირების საქმეში ახალი ხართ, თქვენთვის ამ სტატიაში მოცემულია სამ რამ, რაც უნდა გახსოვდეთ მაშინ, როდესაც ფულის დაბანდებას გადაწყვეტთ.

 
  1. სხვადასხვა კომპანიებში ინვესტირება არ არის საკმარისი

შესაძლოა, რამდენიმე ტექნოლოგიურ გიგანტში ინვესტირება მაცდურ შესაძლებლობად ჩანდეს, მაგრამ რეალურად ეს საშიში საინვესტიციო სტრატეგიაა. ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის აღმავალ პერიოდში მშვენიერ მოგებას მიიღებთ, მაგრამ თუ მარეგულირებელი ცვლილება ან რომელიმე სხვა გარემოება ამ კომპანიებზე ნეგატიურად იმოქმედებს, თქვენმა საინვესტიციო პორტფელმა, შეიძლება, ძალიან იზარალოს მაშინაც კი, თუ ერთზე მეტი კომპანიის აქციების მფლობელი იქნებით.

Investor

ფული რამდენიმე სექტორზე უნდა გადაანაწილოთ, თუ ზარალის რისკის შემცირება გსურთ. შესაძლებელია ბაზრის კრახის დროს თქვენი რომელიმე ინვესტიცია შემცირდეს, მაგრამ ამ მდგომარეობის გასაძლებად უკეთეს პოზიციაში იქნებით, რადგან მთელი იმედები ერთი სექტორის ეფექტურობაზე არ გექნებათ დამყარებული.

 
  1. საინდექსო ფონდებმა, შესაძლოა, დივერსიფიკაციის საკმარისი დონით ვერ უზრუნველგყოთ

საინდექსო ფონდი, დივერსიფიკაციის მიზნით დამწყებთათვის შესანიშნავი საშუალებაა, მაგრამ ეს, შეიძლება, საკმარისი არ იყოს. ასეთი ფონდები ათობით აქციისგან შემდგარი პაკეტებია და საბაზრო ინდექსის მუშაობის იმიტაციისთვის არის შექმნილი. ისინი არა მხოლოდ მარტივი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საინვესტიციო საშუალებაა.

თუმცა, მაგალითად, თუ ინვესტიციას S&P 500-ის საინდექსო ფონდში დებთ, თქვენი ფული მთლიანად აშშ-ში დაფუძნებული უმსხვილესი კომპანიების აქციებში ბანდდება. თუ აშშ-ის ეკონომიკა დაზარალდება, თქვენ მიერ განცდილი ზარალი, სავარაუდოდ, დიდი იქნება.

ამ რისკის თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია თქვენი პორტფელი გეოგრაფიული თვალსაზრისითაც დივერსიფიცირებული იყოს.

 
  1. საინვესტიციო პორტფელის ზედმეტად დივერსიფიცირებაც შესაძლებელია

დივერსიფიკაცია პორტფელის არასტაბილურობას ამცირებს, მაგრამ ამას თქვენი შემოსავლების შემცირებაც შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რაიმე მკაფიო კრიტიკული წერტილი, რომელიც ზედმეტ დივერსიფიკაციაზე მიგანიშნებთ, რაღაც მომენტში, კიდევ ერთ აქციაში ინვესტირება, რომლის შედეგადაც რისკის უმნიშვნელოდ შემცირებას იღებთ, არ ღირს.

საჭირო არ არის 1,000 აქციაში ინვესტირება იმისთვის, რომ თქვენი პორტფელი სათანადოდ დივერსიფიცირებული იყოს. ადამიანების უმეტესობა არ აქვს იმდენი დრო, რომ ამ რაოდენობის კომპანიები საფუძვლიანად გამოიკვლიოს. იდეალურ შემთხვევაში, თქვენი ფული მინიმუმ 25 სხვადასხვა კომპანიაზე უნდა გადაანაწილოთ, მაგრამ გადაჭარბება საჭირო არ არის.

როდესაც საინდექსო ფონდში დებთ ინვესტიციას, შეეცადეთ ისეთი ფონდები აირჩიოთ, რომლებიც განსხვავებული აქციებისგან შედგება. დარწმუნდით, რომ ხელთ სექტორების კარგი ნაზავი გაქვთ.

ყველა ინვესტორის საინვესტიციო პორტფელი განსხვავებულია, მაგრამ ეს პრინციპები ყველასთვის მოქმედებს. გამოყავით დრო, რომ თქვენს პორტფელს გადახედოთ, საჭიროებისამებრ გაყიდოთ და იყიდოთ პოზიციები იქამდე, სანამ დივერსიფიკაციას არ მიაღწევთ. არ დაგავიწყდეთ პორტფელის პერიოდულად გადაბალანსებაც, რათა დარწმუნდეთ, რომ, დროთა განმავლობაში, დივერსიფიკაციის სათანადო დონეს ინარჩუნებთ.

წინა

2 დივიდენდ არისტოკრატი, რომელიც შეგიძლიათ სამუდამოდ შეინარჩუნოთ

შემდეგი

საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის ტიპები

მსგავსი სტატიები

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით
ინვესტიციის ანბანი

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

by Giorgi
სექტემბერი 29, 2022
უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?
ინვესტიციის ანბანი

უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?

by Giorgi
სექტემბერი 27, 2022
რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?

by Giorgi
დეკემბერი 14, 2022
მეტი
შემდეგი
საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის ტიპები

საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის ტიპები

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved