• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

2 კითხვა, რომელზეც პასუხი ყოველ წარმატებულ ინვესტორს აქვს

ოქტომბერი 11, 2024
in ინვესტიციის ანბანი
2 კითხვა, რომელზეც პასუხი ყოველ წარმატებულ ინვესტორს აქვს
გაზიარება

Fidelity Magellan Fund-ის ლეგენდარული მენეჯერი – პიტერ ლინჩი, თავის ცნობილ წიგნში – Beating The Street წერდა: „თუ მზად ხარ კომპანიაში ინვესტიციის ჩასადებად, მიზეზის ახსნა მეხუთე კლასელისთვის გასაგები ენით უნდა შეგეძლოს და ეს ისე სწრაფად უნდა გააკეთო, რომ მეხუთე კლასელმა არ მოიწყინოს“.

ლინჩის განცხადება ხაზს უსვამს იმის მნიშვნელობას, რომ უნდა იცოდეთ, თუ რას ფლობთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ისედაც აშკარა ჩანს, მნიშვნელოვანია, რეგულარულად შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ აქციების ყიდვისას, ჩვენ რეალურად ბიზნესის მცირე ნაწილებს ვყიდულობთ და არა უბრალოდ ფასიანი ქაღალდების აბრევიატურებს.

შესანიშნავი სავარჯიშო იმის შესამოწმებლად, იცნობთ თუ არა თქვენს პორტფელში გაერთიანებულ კომპანიებს, არის თითოეული აქციის შესახებ ორი მარტივი კითხვის დასმა. თუ თითოეული კომპანია საფუძვლიანად გყავთ გამოკვლეული, ამ კითხვებს იოლად უპასუხებთ. თუ პასუხების გაცემა გაგიჭირდათ, უმჯობესია ხელახლა განიხილოთ, რატომ ფლობთ ამა თუ იმ აქციას.

2 Questions

პირველი კითხვა: რას საქმიანობს კომპანია?

ბევრმა დამწყებმა ინვესტორმა, შეიძლება, ფული დააბანდოს სხვების რჩევის საფუძველზე, ან წარმატებული ინვესტორების ნაბიჯებს მიჰყვეს.

ზოგიერთმა ასეთმა ინვესტიციამ, შესაძლოა, გაამართლოს, მაგრამ, როდესაც ბაზარი ვარდნას განიცდის, რთულია გქონდეთ რწმენა, რომელიც ამ აქციების დიდი ხნით შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამ მიდგომის პრობლემა ის არის, რომ თითქმის არაფერი იცით თქვენს პორტფელში გაერთიანებული ბიზნესების შესახებ, რადგან მთელი თქვენი რწმენა ამ კომპანიების შესახებ სხვა ადამიანების ცოდნას ემყარება.

ადრე თუ გვიან, ყველა კომპანიის აქციის ფასი იკლებს და როდესაც ეს მოხდება, თქვენ მიერ არჩეული კომპანიების შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი უდიდესი აქტივი იქნება. უნარი, რომ აღწეროთ, თუ რას აკეთებს კომპანია და რაც მთავარია, როგორ გამოიმუშავებს ფულს, არის პირველი სწრაფი ტესტი, რომელიც ამ ბიზნესის შესახებ თქვენს ცოდნას შეამოწმებს.

იმის გასაგებად, თუ რას აკეთებს საჯარო მიმოქცევაში არსებული კომპანია, წაიკითხეთ მისი წლიური ანგარიშის „ბიზნესის“ განყოფილება, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც “ფორმა 10-K”. ეს საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ იმ პროდუქტსა და მომსახურებას, რომელსაც კომპანია ყიდის და წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე, თუ როგორ გამოიმუშავებს ის ფულს.

ერთ-ერთი დამატებითი უპირატესობა იმისა, რომ იცოდეთ რას აკეთებს თქვენს პორტფელში გაერთიანებული თითოეული კომპანია, არის თქვენი დაბანდებების საერთო რაოდენობის შეზღუდვა. თუ თქვენ არ შეგიძლიათ სწრაფად აღწეროთ, რას აკეთებს თქვენ მიერ შერჩეული ესა თუ ის კომპანია, უმჯობესია მფლობელობების საერთო რაოდენობა შეამციროთ.

 

მეორე კითხვა: რატომ ფლობთ წილს კონკრეტულ კომპანიაში?

გარდა იმისა, რომ უნდა იცოდეთ, რას აკეთებს კომპანია, აუცილებელია გააზრებული გქონდეთ, თუ რატომ გჯერათ მისი წარმატების. აქვს თუ არა კომპანიას კონკურენტული უპირატესობა? არღვევს ის დამკვიდრებულ ინდუსტრიას? ან იქნებ ეს არის კარგად დამკვიდრებული ბრენდი, რომელსაც ათწლეულების მანძილზე მაღალი წარმადობის გამოცდილება აქვს.

ტერმინს, რომელსაც ინვესტორები იყენებენ იმის აღსაწერად, თუ რატომ ფლობენ კომპანიას, თეზისი ეწოდება. უნდა შეგეძლოთ სწრაფად შეაჯამოთ თეზისი თქვენს პორტფელში არსებული თითოეული დაბანდებისთვის.

თქვენი თეზისის დოკუმენტირება და რეგულარულად განხილვა საკვანძოა პორტფელის მენეჯმენტისთვის, რადგან ის გაიძულებთ გადაწყვიტოთ, კვლავ გჯერათ თუ არა იმ თავდაპირველი მიზეზების, რომელთა საფუძველზეც ინვესტიცია ჩადეთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თქვენ მიერ კონკრეტული აქციების ფლობის გააზრება საშუალებას გაძლევთ გააგრძელოთ უდიდეს კომპანიებში დაბანდებების შენარჩუნება ფასების ვარდნის პერიოდში.

მაგალითად ავიღოთ ბრაზილიური ფინტექ კომპანია – Nu Holdings. უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მა მასში $1 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია ჩადო და მას შემდეგ, აქციების ფასი 30%-ით შემცირდა. თუ ამ კომპანიის აქციები მხოლოდ ბაფეტის მიბაძვის მიზნით გქონდათ შეძენილი, სავარაუდოდ, დაკარგავდით ამ აქციების შენარჩუნების რწმენას.

მაგრამ, თუ თქვენ კარგად ჩამოყალიბებული და გააზრებული თეზისი გექნებათ, შეგიძლიათ შეაფასოთ რამდენად იმოქმედებს კომპანიაზე ბაზრის ვარდნა, შეუძლია თუ არა მას ამ მდგომარეობიდან გამოსვლა და იქნებ ასეთი მდგომარეობა კარგი შესაძლებლობა იყოს პოზიციების უფრო დაბალ ფასად დასამატებლად.

 

დასკვნა: იცოდე რას ფლობ

ლინჩის ინვესტორებისადმი მიმართული მოწოდება, რომ გაიაზრონ ის კომპანიები, რომლის წილსაც ფლობენ, გვიჩვენებს, რომ ჩვენ ყველას უნიკალური უპირატესობები გვაქვს. ეს უპირატესობები ყოველდღიურ ცხოვრებაში იმალება. შეიძლება, გარკვეულ ინდუსტრიაზე ცოდნა გვქონდეს, როგორც ამ სფეროში დასაქმებულს, ან უბრალოდ მომხმარებელს. ნებისმიერი ინფორმაცია გამოგვადგება, რომელიც კონკრეტული კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის გააზრებაში დაგვეხმარება. რაც უფრო მეტი გვეცოდინება კომპანიაზე, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი რწმენა. ეს კი ერთ-ერთი საკვანძო გასაღებია, რომელიც აქციის გრძელვადიან პერიოდში ფლობის სტიმულს გვაძლევს.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

გამარჯვებულები და დამარცხებულები საფონდო ბირჟის ვარდნის პერიოდში

შემდეგი

3 რამ, რაც დამწყებმა ინვესტორებმა დივერსიფიკაციის შესახებ უნდა იცოდნენ

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 რამ, რაც დამწყებმა ინვესტორებმა დივერსიფიკაციის შესახებ უნდა იცოდნენ

3 რამ, რაც დამწყებმა ინვესტორებმა დივერსიფიკაციის შესახებ უნდა იცოდნენ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved