• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

როგორ შევარჩიოთ მომდევნო ინვესტიცია?

აპრილი 8, 2022
in ინვესტიციის ანბანი
როგორ შევარჩიოთ მომდევნო ინვესტიცია?
გაზიარება

ამ სტატიაში გაეცნობით რჩევებს, რომლებიც შემდეგი ინვესტიციის შერჩევაში დაგეხმარებათ. არ აქვს მნიშვნელობა დამწყები ინვესტორი ხართ, თუ მცოდნე გურუ, ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ საფონდო ბირჟაზე შემდეგი ნაბიჯი გადადგათ.

 
  1. გაიაზრეთ თქვენი მიზნები და რისკისადმი ტოლერანტობა

თქვენი სამომავლო მიზნები არის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი, თუ რატომ და რა ვადით დებთ ინვესტიციას. მიუხედავად იმისა, რომ უმჯობესია ითამაშოთ გრძელი თამაში, რათა პენსიაზე გასვლისთვის მაქსიმალურად გაზარდოთ ფულადი სახსრები, არაფერია ცუდი იმაში, რომ შექმნათ ანგარიშები კოლეჯის სწავლის საფასურის გადასახდელად ან სახლის შესაძენად.

მაგრამ თითოეული დასახული მიზნისთვის გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლობით უნდა დაზოგოთ. მაგალითად, თუ მალე გსურთ ახალი მანქანის ყიდვა და გარკვეული ზარალის ატანის საშუალება გაგაჩნიათ, შეგიძლიათ აგრესიულ მზარდი პოტენციალის აქციებზე ფოკუსირდეთ. მეორეს მხრივ, საპენსიო პორტფელი ორიენტირებული უნდა იყოს ნელა მზარდ, მაგრამ გაცილებით ნაკლებად სარისკო ინვესტიციებზე.

 
  1. შეადგინეთ გეგმა

მას შემდეგ, რაც გააცნობიერებთ თქვენს მიზნებს და რისკისადმი შემწყნარებლობას, შეგიძლიათ თქვენი პირველი $1000-ით საინვესტიციო გეგმის შედგენა დაიწყოთ. როგორი იქნება ეს გეგმა, დამოკიდებულია თქვენს მიზნებზე – ორ ინვესტორს იდენტური გეგმები არ ექნება. რეალურად, ერთ ინვესტორს, შეიძლება, მრავალი ანგარიშისთვის მრავალი გეგმა ჰქონდეს.

არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ გამოიყურება თქვენი გეგმა, მნიშვნელოვანია, რომ მანევრირებისთვის პატარა სივრცე დატოვოთ. გარემოებები, ვადები იცვლება და რაც უფრო გემატებათ წლები, მით უფრო ნაკლები რისკი უნდა აიღოთ საკუთარ თავზე. ამრიგად, მოგიწევთ გადახედოთ თქვენს გეგმას და განაახლოთ საინვესტიციო პორტფელი წელიწადში ერთხელ მაინც იმისთვის, რომ დანაკარგები მინიმუმამდე შეამციროთ.

Investing
  1. განიხილეთ დივერსიფიკაცია

დივერსიფიკაცია არის ერთ-ერთი გზა თქვენი $1000-იანი ინვესტიციის დაკარგვის რისკის შესამცირებლად. ეს არის თქვენი ფულის სხვადასხვა ფასიან ქაღალდებზე, ინდუსტრიებსა და გეოგრაფიულ რეგიონებზე გადანაწილების პრაქტიკა, რომელიც საინვესტიციო პორტფელის დაბალანსებაში დაგეხმარებათ.

როდესაც შემდეგ ინვესტიციას ირჩევთ, გონივრული იქნება განიხილოთ, თუ როგორ იმოქმედებს ეს ფასიანი ქაღალდი ან ფონდი თქვენს დივერსიფიკაციაზე. გაითვალისწინეთ, რომ კარგად დივერსიფიცირებული პორტფელის მიზანია რისკის გონივრული დონის შენარჩუნებით, სასურველი სარგებელი მოგიტანოთ.

 
  1. თვალი ადევნეთ საკომისიო გადასახადს

თუ ფიქრობთ, რომ მზად ხართ აირჩიოთ თქვენი შემდეგი ინვესტიცია, არ დაგავიწყდეთ შეამოწმოთ საკომისიო გადასახადი. ფონდებში ინვესტირება, შეიძლება, უფრო იაფი იყოს, ვიდრე ინდივიდუალური აქციების შეძენა, თუმცა ეს უფასო არ არის.

წლიურმა გადასახადებმა, შეიძლება, თქვენს მოგებას დროთა განმავლობაში ძირი გამოუთხაროს. ამრიგად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საინვესტიციო და მენეჯმენტის საკომისიოს, ფინანსური რჩევის საფასურს და გარიგებების საკომისიოს.  დარწმუნდით, რომ ჩაატარეთ გულმოდგინე კვლევა რელევანტური ფასების სტრუქტურებისა და ფარული ხარჯების შესწავლის კუთხით. თუ $1000-ის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებთ, ამას, შეიძლება, დიდი გადასახადები მოჰყვეს.

 
  1. როდესაც ინვესტიციას ჩადებთ, ამით შეპყრობილი ნუ გახდებით

კვლევებმა აჩვენა, რომ საინვესტიციო პორტფელის აკვიატება იწვევს გახშირებულ ვაჭრობასა და დაბალ ანაზღაურებას. რეალურად, ბევრი წარმატებული ინვესტორი განიხილავს თავის პორტფელს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, რათა გადააბალანსოს რისკი და დივერსიფიკაცია.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მცირე ვარიაციები და თუნდაც მნიშვნელოვანი დანაკარგები გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნდეს. თუ არ ხართ საფონდო ბირჟაზე დღიურად მოვაჭრე, ის ფაქტი, რომ, დავუშვათ, Apple-ის აქციების ფასი ამ კვირაში 5%-ით დაეცა, თქვენი საინვესტიციო პორტფელის მომავალი წლის ღირებულებისთვის არაფერს ნიშნავს. გარდა ამისა, ნუ გახდებით შეპყრობილი პოტენციური ან რეალიზებული დანაკარგებით. ინვესტირების გონივრული ჩვევებიდან ანაზღაურების მიღების ერთადერთი გზა არის, რომ განაგრძოთ ინვესტირება. თუ ამას არ გააკეთებთ, თქვენი ფული, შეიძლება , იყოს უფრო „უსაფრთხოდ“, მაგრამ ინფლაციის მავნე ზემოქმედების გამო, ღირებულებას დაკარგავთ.

 

რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ინვესტირებას შეუძლია სიმდიდრის დაგროვებაში დაგეხმაროთ, მაგრამ ყველაფერი თქვენი ინვესტიციის შერჩევით უნდა დაიწყოთ. დაიწყეთ იმით, რაც გაქვთ, იქიდან, სადაც ხართ და ამ რჩევებს მიჰყევით.

წინა

მალე Meta კვარტალურ ანგარიშს წარადგენს – რა უნდა იცოდნენ ინვესტორებმა?

შემდეგი

განახლებადი ენერგიის კომპანიების აქციებში ინვესტირების 3 მიზეზი

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
განახლებადი ენერგიის კომპანიების აქციებში ინვესტირების 3 მიზეზი

განახლებადი ენერგიის კომპანიების აქციებში ინვესტირების 3 მიზეზი

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved